გაზარია
გაზარია გენუის რესპუბლიკის კოლონია | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
ყირიმის ნახევარკუნძული XV საუკუნის შუა ხანებში. წითლად გამოსახულია გაზარია
| ||||
დედაქალაქი | კაფა | |||
გაზარია — შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე გენუის კოლონიების და სავაჭრო ფაქტორიების საერთო სახელწოდება. XIII საუკუნის შუა ხანებში და გვიანი XV საუკუნეებში კოლონიის ადმინისტრაციული ცენტრი ყირიმის სნახევარკუნძულზე ქალაქ კაფაში მდებარეობდა. ტერმინი მომდინარეობს ხაზარების სახელწოდებისგან, რომლებიც თავიდანვე ყირიმის ნახევარკუნძულზე სახლობდნენ, აღსანიშნავია რომ ამ პერიოდში ხაზართა სახაკანო უკვე აღარ არსებობდა.
კოლონია ოქროს ურდოს ხანის მუნქეს მიერ გენუისთვის კაფას გადაცემის შემდგომ დაარსდა. კაფა კომერციულ და სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა, რომელიც მალევე გენუის შავი ზღვის კოლონიების რეგიონული ცენტრი გახდა. 1357 წელს გენუელებმა დაიკავეს ჩემბალო (ბალაკლავა), 1365 წელს კი ვენეციელებისგან დაიკავეს სოლდაია (სუდაკი).
გენუის შავი ზღვის კოლონიები და სავაჭრო ფაქტორიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყირიმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დასავლეთ შავი ზღვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყირიმის გარდა, გენუის მფლობელობაში შედიოდა რამდენიმე ციხე სიმაგრე შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, როგორიც იყო მაუროკასტრო (ბელგოროდ-დნესტროვსკი) მდინარე დნესტრის შესართავთან, გინესტრას ციხესიმაგრე ოდესასთან, ლიკოსტომოს ციხე (კილია), კონსტანცას და კალადას კოლონია (დუნაის ზემო დინება).
ტამანის ნახევარკუნძული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტანა (აზოვი)
- მატრეგა (ტმუტარაკანი)
- კოპა
- მაპა (ანაპა)
- ბატარიო (ნოვოროსიისკი)
- კასტო და ლაისო (სოჭი)
საქართველო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აბასკია
- ჰაკარი (გაგრა)
- სანტა-სოვია (ალახაძი)
- პეცონდა (ბიჭვინთა)
- კაფო და რექსო (გუდაუთა)
- ნიკოფა (ახალი ათონი)
- სევასტოპოლი (სოხუმი)
- ლო ბატი (ბათუმი)
- სანტა-ანჯელო (მდ. ენგურის შესართავი)