ბარდოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბარდოსი, ბარად[1], ბარდო[2]ლეონტი მროველის მიხედვით, კავკასიელ ხალხთა ერთ-ერთი ეთნარქი. კავკასიის ალბანეთის უძველესი ქალაქის ბარდას დამაარსებელი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ რაც თარგამოსის მოდგმა გამრავლდა, გადაწყდა კავკასიის წილხვედრი მიწა განაწილებულიყო რვა ძმას შორის. ყველაზე უფროსი — ჰაოსი დარჩა მამის წიაღში (არარატსა და მასისის მთებს შორის გადაჭიმულ ტერიტორიაზე), ხოლო ქართლოსი დანარჩენ ექვს ძმასთან ერთად დასახლდა ჩრდილოეთით მდებარე მიწებზე. „ხოლო ბარდოსს მისცა მტკუარს სამჴრით, ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე სადა შეკრბებიან მტკუარი და რაჴსი. ამან ბარდოს აღაშენა ქალაქი ბარდავი და დაეშენა მუნ“[3].

ისტორიული საზღვრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეონტი მროველის მიერ ბარდოსის ტერიტორიებზე მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ცნობილია მხოლოდ რომ ბარდოსის ტერიტორია მოიცავდა მდინარე მტკვრის მარჯვენა შენეკადების აუზს, მდინარე დებედას შემდგომი მდინარიდან მოყოლებული ვიდრე მტკვარ-არაქსის შესართვავამდე.

  • ჩრდილოეთი საზღვარი - მდ. მტკვარი.
  • დასავლეთი საზღვარი - მდ. ბერდუჯი(დებედა) რომელიც აბოცის(აშტოცკ) მთიდან მოედინება და ჩაედინება მდ. მტკვარში.
  • აღმოსავლეთი საზღვარი - ქართლის ცხოვრებაში ნახსენები მტკვარ-არაქსის შესართავი.
  • სამხრეთი საზღვარი - მდინარე მტკვარში ჩამდინარე ხეობების მიერ წარმოქმნილი სასაზღვრო ზოლი რომელიც ემიჯნება მდინარე არაქსის აუზის ხეობას.

ხეობების სისტემა ყოველთვის კარგი საშუალება იყო, არის და იქნება ბუნებრივი საზღვრების დასადგენად. აქედან გამომდინარე თარგამოსმა თავის ძეებს დაუწესა ბუნებრივი საზღვრები როგორიცაა: ზღვა, მდინარე, ხეობა და მთის ქედი.





















იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვიკიციტატა
    „თარგამოს ჰყუანდა რუანი შჳლნი: ჰაი, ქართლ, ბარად, მოვაკ, ლეკ, ჰერ, კავკას და ეგრ.“
    („ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა“ - თ. ჟორდანია 1893 წ.)
  2. ვიკიციტატა
    „ხოლო ძმანი ქართლოსისანი, ძენი ტარგამოსისნი იყვნეს: ჰაოს, ბარდო, მოვაკე, ლეკან, კავკასო, ჰეროს, ეგრო და ძენი ქართლოსისანი: კახო, მცხეთოს, კუხოს, გაჩიო და გარდაბან.“
    (თეიმუირაზ ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“, 1848 წ. გვ. 27)
  3. ქართლის ცხოვრება
თარგამოსის შთამომავლობა - ქართლის ცხოვრების მიხედვით
ქართველთა ეთნარქები სომეხთა ეთნარქი ალბანთა ეთნარქები ჩრდილოკავკასიელთა ეთნარქები
თარგამოსის ძენი ქართლოსი · ეგროსი · ჰეროსი ჰაოსი ბარდოსი · მოვაკანოსი ლეკოსი · კავკასოსი
ქართლოსის ძენი მცხეთოსი · გარდაბოსი · კახოსი · კუხოსი · გაჩიოსი
მცხეთოსის ძენი უფლოსი · ოძროხოსი · ჯავახოსი