მოვაკანოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მოვაკანოსი, მოვაკ[1], მოვაკე[2]ლეონტი მროველის მიხედვით, თარგამოსის ძე და ქართლოსის ძმა, მოვაკანთა წინაპარი, ქალაქ მოვაკანეთის დამაარსებელი.

მოვაკანოსის წილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოვაკნოსის წილი ვახუშტის მიხედვით

ლეონტი მროველი წერს: „ხოლო მოვაკანს მისცა მტკუარსა ჩრდილოთ, მცირისა ალაზნისა შესართავითგან ვიდრე ზღუამდე. და ამან აღაშენა ქალაქი მოვაკნეთი, და დაემკჳდრა მუნ“[3].

თეიმურაზ ბატონიშვილის სიტყვებით მოვაკნოსმა მის მიერ დაარსებულ ქალაქს შარავანდი დაარქვა, რომელსაც აწ შირვანად უწოდებენო.

ვახუშტი ბატონიშვილს რათქმაუნდა არ აქვს აღწერილი მოვაკნეთი საქართველოს გეოგრაფიაში, მაგრამ მის მიერ შექმნილ ატლასებში ღნიშნული აქვს, როგორც ტერიტორია დარუბანდიდან მტკვრამდე და ჰერეთის საზღვრიდან კასპიის ზღვამდე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვიკიციტატა
    „თარგამოს ჰყუანდა რუანი შჳლნი: ჰაი, ქართლ, ბარად, მოვაკ, ლეკ, ჰერ, კავკას და ეგრ.“
    („ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა“ - თ. ჟორდანია 1893 წ.)
  2. ვიკიციტატა
    „ხოლო ძმანი ქართლოსისანი, ძენი ტარგამოსისნი იყვნეს: ჰაოს, ბარდო, მოვაკე, ლეკან, კავკასო, ჰეროს, ეგრო და ძენი ქართლოსისანი: კახო, მცხეთოს, კუხოს, გაჩიო და გარდაბან.“
    (თეიმუირაზ ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“, 1848 წ. გვ. 27)
  3. ქართლის ცხოვრება
თარგამოსის შთამომავლობა - ქართლის ცხოვრების მიხედვით
ქართველთა ეთნარქები სომეხთა ეთნარქი ალბანთა ეთნარქები ჩრდილოკავკასიელთა ეთნარქები
თარგამოსის ძენი ქართლოსი · ეგროსი · ჰეროსი ჰაოსი ბარდოსი · მოვაკანოსი ლეკოსი · კავკასოსი
ქართლოსის ძენი მცხეთოსი · გარდაბოსი · კახოსი · კუხოსი · გაჩიოსი
მცხეთოსის ძენი უფლოსი · ოძროხოსი · ჯავახოსი