კუხოსი
კუხოსი — ლეონტი მროველისეული ქართლის ცხოვრების მიხედვით, თარგამოსის ძის — ქართლოსის ძე. ქართველი ხალხის ერთ-ერთი ეთნარქი. მას ქართლოსისაგან გადაეცა ტერიტორია, რომელსაც შემდგომ კუხეთი ეწოდა.
ლეონტი მროველი ქართლის ცხოვრებაში წერს:
![]() |
„ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდეს ხუთნი გმირნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა მცხეთოს, მეორესა გარდაბოს, მესამესა კახოს, მეოთხესა კუხოს, მეხუთესა გაჩიოს. ესე ხუთნი-ვე იყვნეს გმირნი. არამედ მცხეთოს უგმირე იყო სხუათა მათ[1].“
|
კუხოსის წილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თავდაპირველად კუხოსის წილი გადმოცემის თანახმად მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც მდებარეობდა მტკვრისა და არაგვის მარცხენა სანაპიროზე, მოქცეულს ბოსტან-ქალაქიდან ჟინვალამდე.
ვახუშტი ბატონიშვილი კუხეთის აღწერისას იუწყება, რომ კუხეთს სახელი ეწოდა კუხოსის გამო, მაგრამ აწ მოიცავს ტერიტორიებს ყარაიის ჩათვლით.
![]() |
„ქვეყანას ეწოდა კუხეთი კუხეთის სახელისა გამო, არამედ აწ უწოდებენ თიანეთს, საგურამოს ანუ თეძმისჴევს, კვალად გრდანი, მარტყოფი, ლილო, დიდეუბე, სამგორი, ჩადივარი, ომანისხევი, ყარაღაჯი, ნაგები და ყარაია.“
|
და იქვე დასძენს რომ ნაგებს (რუსთავი) ქვემოთ წილი ჰეროსისაა, ხოლო ნაგებს ზემოთ კუხოსის.
![]() |
„არამედ ესე ადგილნი ნაგებს ზეით არს ძუელად კუხეთისა, რომელი მისცა დედამან კუხოსს. ხოლო ნაგებს ქუეითი ჰერეთისა არს, და აწ უწოდებენ ყარაიას, და გარეჯის მთას მასვე ძუელს სახელს.“
|
დავით მუსხელიშვილი ეთანხმება ვახუშტისეულ მოსაზრებას და დასძენს: „...უფრო ძველად, ნაგებს ქვეითი მხარე — ყარაია და გარეჯის მთა ჰერეთს ეკუთვნოდა; უფრო გვიან კი ყარაია კუხეთს შეუერთდა, რუსთავ-ნაგების „ქვეყნის“ ერთ ნაწილად იქცა, ხოლო გარეჯის მთა — მის აღმოსავლეთ საზღვრად“.
შემდგომ, იმავე ლეონტი მროველის „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით მისმა ძმამ კახოსმა დაუთმო თავისი წილი ერწოში და კუხოსის დროსვე მისი წილი ჩრდილო-აღმოსავლეთით გაფართოვდა ივრის ხეობაში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 93.
- მუსხელიშვილი დ., „ციხე-ქალაქი უჯარმა“, თბ., 1966
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|