უფლოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

უფლოსილეონტი მროველის მიხედვით, ქართველ ხალხთა ერთ-ერთი ეთნარქი.

ქართლის ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეონტი მროველი წერს:

ხოლო უფლოს დარჩა საყოფელსა მამისა მათისა მცხეთოსისსა მცხეთას. და ეპყრა ქუეყანა არაგჳთგან და ტფილისითგან ვიდრე ტასისკარამდე და ფანავრადმე. და ამან აღაშენა უფლისციხე, ურბნისი, კასპი, არაგჳთგან და არმაზითგან ვიდრე ტასისკარითამდე უწოდა ამას ქუეყანასა ზენას-სოფლისა, რომელსა აწ ჰქჳან შიდა ქართლი.

უფლოსის სიკვდილის შემდეგ დაიწყო სამხედრო დაპირისპირება მის ძეებსა და ძმებს შორის. დაპირისპირების მშვიდობიანი მოგვარების მიზნით ორივე მხარე შეთანხმდა, რომ არბიტრად (მომრიგებლად) დაედგინათ ის, ვინც არმაზციხეში იქნებოდა განწესებული და მას მამასახლისი უწოდეს. ამ დროსვე ქართლში იჭრებიან ხაზარები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 6, გვ. 93, თბ., 1983