შინაარსზე გადასვლა

ბენგალურუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბანგალორი)
ქალაქი
ბენგალურუ
კანად. ಬೆಂಗಳೂರು
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი კარნატაკა
კოორდინატები 12°58′00″ ჩ. გ. 77°34′00″ ა. გ. / 12.96667° ჩ. გ. 77.56667° ა. გ. / 12.96667; 77.56667
დაარსდა 1537
პირველი ხსენება 890
ფართობი 741.0 კმ²
ცენტრის სიმაღლე 920
ოფიციალური ენა კანადა
მოსახლეობა 8 425 970[1] კაცი (2011)
სიმჭიდროვე 11 371 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი 80
საფოსტო ინდექსი 560000–560107[2]
საავტომობილო კოდი KA[3]
ოფიციალური საიტი bbmp.gov.in
ბენგალურუ — ინდოეთი
ბენგალურუ

ბენგალურუ, ასევე ბანგალორი — ქალაქი ინდოეთში, კარნატაკის შტატის დედაქალაქი. მისი ბაღებისა და პარკების გამო ბენგალურუს ზედმეტსახელად ქალაქ-ბაღს უწოდებენ, ერთ დროს კი პენსიონერთა სამოთხეს ეძახდნენ.[4] ბენგალურუ კარნატაკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დეკანის ზეგანზე მდებარეობს და იგი ინდოეთის მესამე ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი,[5] მსოფლიოში კი მეხუთე ყველაზე ხალხმრავალი ურბანული აგლომერაციაა. ცნობილია, როგორც ინდოეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის კვანძი. იგი მსოფლიოს 10 რჩეულ სამეწარმეო ლოკაციას შორისაა.[6]

ბენგალურუს რეგიონს სამხრეთ ინდოეთის დინასტია მართავდა, სანამ 1537 წელს ვიჯაიანაგარის დინასტიის ვასალურმა მმართველმა კემპე გოვდამ ციხესიმაგრე არ დააარსა, რაც თანამედროვე ბენგალურუს დაარსებად მიიჩნევა. შემდგომში მარათჰებისა და მოგოლების მიერ დაპყრობის შემდეგ, ქალაქი მაისურის სამეფოს დაქვემდებარებაში აღმოჩნდა. ბრიტანელების მმართველობისას ბენგალურუში სამხედრო დასახლება გაშენდა და წარმოადგენდა მაისურის სამეფო სახელმწიფოს მთავარ ქალაქს, რომელიც ბრიტანეთის ინდოეთის შემადგენლობაში მინიმალური სუვერენიტეტით არსებობდა. ინდოეთის დამოუკიდებლობის შემდეგ, 1947 წელს ბენგალურუ მაისურის შტატის, შემდეგ კი კარანატაკის შტატის დედაქალაქი გახდა.

დღეისათვის, როგორც მსხვილი ქალაქი და მზარდი მეტროპოლია, ბენგალურუ გამოირჩევა ინდოეთის მრავალი კარგად ცნობილი კოლეჯითა და კვლევითი ინსტიტუტით. ქალაქში მდებარეობს მრავალი მძიმე მრეწველობის, პროგრამული უზრუნველყოფის, აეროკოსმოსური, ტელეკომუნიკაციების კომპანია და თავდაცვითი ორგანიზაცია. ბენგალურუს ხშირად ინდოეთის სილიკონის ველს უწოდებენ, მისი მოწინავე პოზიციის გამო ქვეყნის IT ექსპორტში.[7][8][9] დემოგრაფიულად მრავალფეროვანი ქალაქი მნიშვნელოვანი ეკონომიკური და კულტურული ცენტრი და ინდოეთის მეორე ყველაზე სწრაფადმზარდი მეტროპოლიური არეალია.[10]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Provisional Population Totals, Census of India 2011; Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above (pdf). Office of the Registrar General & Census Commissioner, India. ციტირების თარიღი: 26 March 2012.
  2. https://pincodesearch.website/bangalore-560001
  3. https://www.acko.com/rto/bengaluru-rto-office-helpline-phone-number/
  4. Bangalore – It is life in rush hour. The Tribune — Tribuneindia.com (13 January 2007). ციტირების თარიღი: 26 January 2011.
  5. India: largest cities and towns and statistics of their population. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-09. ციტირების თარიღი: 2012-04-21.
  6. Bangalore among the top 10 preferred entrepreneurial locations. http://economictimes.indiatimes.com.
  7. Bangalore: Growth Opportunities in the Silicon Valley of India. Internationalisation Advisory. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივლისი 2009. ციტირების თარიღი: 20 August 2009.
  8. Location Roadmap for IT-BPO Growth. NASSCOM. ციტირების თარიღი: 20 August 2009.[მკვდარი ბმული]
  9. Karnataka IT exports up by 52%. SiliconIndia.com. ციტირების თარიღი: 20 August 2009.
  10. India's 10 fastest growing cities. Rediff News (6 February 2008). ციტირების თარიღი: 7 April 2009.