ბალდონელი მდებარეობს დუბლინის სამხრეთით 16 კმ-ში და ცნობილია, როგორც გარეუბანი, რომელშიც 1922-დან 1939 წლამდე მდებარეობდა ირლანდიის საჰაერო კორპუსის შტაბ-ბინა. 1928 წლის 12 აპრილს სამი ადამიანისგან შემდგარმა გუნდმა შეასრულა ისტორიაში პირველი ტრანსატლანტიური გადაფრენა აღმოსავლეთიდან დასავლეთით, რომელიც გრძელდებოდა 37 საათი. გადაფრენა დაიწყო ბალდონალში და დამთავრდა გრინლი-აილენდში (ნიუფაუნდლენდი). ამჟამად ბალდონელში არის კორპუსის საავიაციო სკოლა[1].
ბალდონელთან ახლოს მდებარეობს აეროპორტი Casement (სხვა სახელწოდება — Baldonnel)[2], რომელშიც განლაგებულია ავიაციის მუზეუმი (ინგლ.Air Corps Museum)[3] და რომელიც დუბლინის მეორე აეროპორტს წარმოადგენს, რადგან ნაკლებადაა დაფარული ნისლით[4].