ათგო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გარეუბანი
ათგო
Áth Gó
ქვეყანა ირლანდიის დროშა ირლანდია
დაქვემდებარება გარეუბანი
პროვინცია ლენსტერი
საგრაფო სამხრეთ დუბლინი
კოორდინატები 53°17′15″ ჩ. გ. 6°31′03″ დ. გ. / 53.28750° ჩ. გ. 6.51750° დ. გ. / 53.28750; -6.51750
სასაათო სარტყელი UTC+0, ზაფხულში UTC+1
ათგო — ირლანდიის რესპუბლიკა
ათგო

ათგო (ინგლ. Athgoe; ირლ. Áth Gó) — გარეუბანი ირლანდიაში, მდებარეობს სამხრეთ დუბლინის საგრაფოში (ლენსტერის პროვინცია). გარეუბანი მდებარეობს ნიუკასლსა და N-7 ავტოტრასას (დუბლინი-ლიმერიკი) შორის.

ათგო — დასახლება, იწყება ათგოს ბორცვზე და იჭიმება კილდერის საზღვრამდე. ძირითადი საქმიანობაა ცხვრისა და მსხვილი რქოსანი საქონლის მოშენება. დასახელება ამ გარეუბანს მისცა ერთ-ერთმა დინებამ, რომელიც ზღვისკენ მიდის. ამჟამად ეს დინება წარმოადგენს პატარა წყაროს, რომელიც ათგოს მთიდან ჩაედინება მდინარე კამაკში (მდინარე ლიფის შენაკადი) აღმოსავლეთით.

გარეუბნის ძირითადი ღირსშესანიშნაობა არის კარგად შემონახული ორსართულიანი შენობა ათგო-პარკი, რომელიც 1800 წელს ააგეს. ჩრდილო-დასავლეთით პარკთან მდებარეობს ნანგრევები ათგოს ციხე-სიმაგრისა[1], რომელიც XVI საუკუნეში ააგეს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Athgoe Park. Ask about Ireland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-06. ციტირების თარიღი: 2010-05-13.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ათგო&oldid=3951683“-დან