შინაარსზე გადასვლა

კონაქტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
კონაქტი
Connachta / Cúige Chonnacht
დროშა გერბი

ქვეყანა ირლანდიის დროშა ირლანდია
კოორდინატები 53°46′48″ ჩ. გ. 9°03′00″ დ. გ. / 53.78000° ჩ. გ. 9.05000° დ. გ. / 53.78000; -9.05000
ფართობი 17,788 კმ²
მოსახლეობა 542,039 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC±00:00

კონაქტი (ინგლ. Connacht, ირლ. Connachta) — ირლანდიის რესპუბლიკის პროვინცია. ირლანდიის სხვა პროვინციების საგრაფოებთან ერთად კონაქტი ეკუთვნის ევროპარლამენტის ირლანდიის ჩრდილო-დასავლეთის საარჩევნო ოლქს.

კონაქტი იმ ხუთი მხარიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც „მეფეთ-მეფე განაგებდა“ (ირლ. rí ruirech). ნორმანთა შემოჭრის შემდეგ უძველესი სამეფოები დაჰყვეს საგრაფოებად ადმინისტრაციული და იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად. შემდგომ საუკუნეებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისტორიული საგრაფოები ქვე-დანაყოფებად დაყო. დღეს საგრაფოები ერთიანდება ოთხ პროვინციაში, თუმცა მათ ოფიციალური სტატუსი არ გააჩნიათ.

კონაქტი აერთიანებს 5 საგრაფოს: გოლუეი, ლიტრიმი, მეიო, როსკომონი და სლაიგო. ის ირლანდიის ოთხი პროვინციიდან უმცირესია, როგორც ფართობით (17 788კმ²), ისე მოსახლეობით (542 039).

უდიდესი დასახლებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
# დასახლება საგრაფო მოსახლეობა
1გოლუეიგოლუეის საგრაფო76 778
2სლაიგოსლაიგოს საგრაფო20 000
3კასლბარიმეიოს საგრაფო12 318
4ბალინამეიოს საგრაფო10 361
5ჩუმიგოლუეის საგრაფო8 242
6ბალინასლოგოლუეის საგრაფო6 659
7როსკომონიროსკომონის საგრაფო5 693
8უესტპორტიმეიოს საგრაფო5 543
9ლოხრეიგოლუეის საგრაფო5 062
10ორანმორიგოლუეის საგრაფო4 799
11კერიკ-ონ-შენონილიტრიმის საგრაფო3 980
12კლერმორისიმეიოს საგრაფო3 979
13ათენრაიგოლუეის საგრაფო3 950

მუქად აღნიშნულ დასახლებებს აქვთ City-ის სტატუსი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: