ოლსტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოლსტერი (მრავალმნიშვნელოვანი).
პროვინცია
ოლსტერი
Ulaidh / Cúige Uladh Ulstèr
დროშა გერბი

ქვეყანა ირლანდიის დროშა ირლანდია
ადმ. ცენტრი ბელფასტი
კოორდინატები 54°44′26″ ჩ. გ. 6°44′40″ დ. გ. / 54.740722° ჩ. გ. 6.744556° დ. გ. / 54.740722; -6.744556
ფართობი 21 552 კმ²
მოსახლეობა 2 106 296 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC±00:00

ოლსტერი (ირლ. Cúige Uladh; ინგლ. Ulster) — ირლანდიის პროვინცია. ამ ისტორიული პროვინციის 6 საგრაფო (ტერიტორიის 57 %) ჩრდილოეთ ირლანდიას ეკუთვნის, ხოლო 3 საგრაფო (ტერიტორიის 43 %) ირლანდიის რესპუბლიკას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრე შუასაუკუნეებში პროვინციას მართავდა ო'ნილების დინასტია. ნორმანთა შემოჭრის შემდეგ ის აღმოჩნდა ნორმანი ბარონების მმართველობის ქვეშ, თავიდან — დე კურსის, ხოლო შემდეგ — დე ლასის. მათ აქ დააარსეს ოლსტერის საგრაფო.

XIX საუკუნეში ოლსტერი იყო ყველაზე მდიდარი და აყვავებული პროვინცია ირლანდიაში, ხოლო ბელფასტმა მოსახლეობის რაოდენობით გაასწრო ქვეყნის დედაქალაქ — დუბლინს.

საგრაფოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლსტერი აერთიანებს 9 საგრაფოს. მათგან 3 (კავანი, დონეგალი, მონაჰანი ) საგრაფო ირლანდიის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის, ხოლო 6 (ანტრიმი, არმა, დაუნი, ფერმანა, ლონდონდერი, ტირონი) ჩრდილოეთ ირლანდიაში და მათ ოფიციალური სტატუსი არ გააჩნიათ.

უდიდესი დასახლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# დასახლება საგრაფო მოსახლეობა
1 ბელფასტი დაუნის საგრაფო
ანტრიმის საგრაფო
276 459
2 დერი ლონდონდერის საგრაფო 90 663
3 ბანგორი დაუნის საგრაფო 76 403
4 ლისბერნი დაუნის საგრაფო
ანტრიმის საგრაფო
71 465
5 ნიუტაუნები ანტრიმის საგრაფო 62 056
6 კრეგავონი არმის საგრაფო 57 685
7 პორტადაუნი არმის საგრაფო 30 000
8 ბელიმენა ანტრიმის საგრაფო 28 717
9 ნიუტაუნარდსი დაუნის საგრაფო 27 821
10 ნიური დაუნის საგრაფო 27 433
11 კერიკფერგიუსი ანტრიმის საგრაფო 27 201
12 ლურგანი არმის საგრაფო 25 000

მუქად აღნიშნულ დასახლებებს აქვთ City-ის სტატუსი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]