კლონდოლკინი
გარეუბანი | |
---|---|
კლონდოლკინი Cluain Dolcáin | |
ქვეყანა | ირლანდია |
დაქვემდებარება | გარეუბანი |
პროვინცია | ლენსტერი |
საგრაფო | სამხრეთ დუბლინი |
კოორდინატები | 53°19′07″ ჩ. გ. 6°24′33″ დ. გ. / 53.3186611° ჩ. გ. 6.409389° დ. გ. |
მოსახლეობა | 45,165 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+0, ზაფხულში UTC+1 |
კლონდოლკინი (ინგლ. Clondalkin; ირლ. Cluain Dolcáin) — გარეუბანი სამხრეთ დუბლინის საგრაფოში, ირლანდიაში (ლენსტერის პროვინცია). დუბლინის გარეუბანი მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან დასავლეთით 10 კმ-ში და გარშემორტყმულია M-50, N-7 და N-4 ავტოტრასებით[1].
კლონდალკინი განლაგებულია მაღალ ნაპირზე მდინარე კამაკისა, რომელიც მდინარე ლიფის შესართავს წარმოადგენს, მთასა და მდინარეს შორის. სახელწოდება ირლანდიურიდან თარგმანში ნიშნავს „დოლკინის ტევრს“[2].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარგმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ აქ მოიყვანა ნეოლითის დროინდელი მცხოვრებლები, რაც მტკიცდება არქეოლოგიური გათხრებით. ძვ. წ. VI საუკუნეში აქ ცხოვრობდა კელტური ტომი „Cualann“, რის მტკიცებულებასაც წარმოადგენს მრავალი ყორღანი და ფორტი[2][3].
კლონდოლკინი ერთ-ერთი უპირველესი თემი იყო, სადაც V საუკუნეში ქრისტიანობა გავრცელდა. მის დამფუძნებლად ითვლება წმინდა კრონანი, რომელმაც ააგო მონასტერი, რომელიც თანამედროვე სენტ-ჯონის ტაძრის ადგილას მდებარეობდა. მონასტრის საზღვრები ვრცელდებოდა თანამედროვე ქუჩებამდე, „Orchard Road“-სა და „Main Street“-მდე, დასავლეთით კი მდებარეობდა მრგვალი კოშკი. კლონდოლკინის დაარსება დაკავშირებულია წმინდანის სახელთან, რომლის ხსენების დღეც არის 6 აგვისტო. ნორვეგიელ ვიკინგებს არაერთხელ დაუპყრიათ და გაუძარცვავთ სოფელი და მონასტერი (832, 1071 და 1076 წლებში)[2].
სოფელი კლონდოლკინი, რომელშიც მრავალი ადამიანი ცხოვრობდა, XIII საუკუნეში დუბლინის არქიეპისკოპოსის კონტროლის ქვეშ მოექცა. ინკვიზიციის ინფორმაციით 1393 წელს სოფელში იყო ხუთი ქუჩა[2]. ირლანდიის 1641 წლის აჯანყებისას კლონდოლკინი განადგურდა. 1663 წლიდან გარეუბანში ჩნდება წისქვილები, XVIII საუკუნეში ისინი მუშაობენ დენთის შესაქმნელად[3].
თანამედროვე გარეუბანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლონდალკინი ტალასა და ბლანჩარდსტაუნთან ერთად წარმოადგენს დუბლინის დასავლეთ გარეუბანს, რომელიც გაკეთდა ზრდადი მოსახლეობის დასატევად. 1970-იანი წლებიდან დღემდე მოსახლეობის რაოდენობა ჩქარი ტემპით იზრდება. გარდა ამისა, კლონდოლკინში იგება ახალი სკოლები, ტაძრები, მაღაზიები, საზოგადო დაწესებულებები[4].
მაცხოვრებლების რაოდენობის გაზრდის შეფასება შეიძლება კათოლიკური მრევლის სისტემით. 1615 წელს კლონდალკინის მრევლი თვითონ კლონდალკინის გარდა მოიცავდა ლუკანს, პალმერსტაუნსა და სხვა მამულების მთელ რიგს. 1953 წელს ლუკანის მრევლი გამოეყო. 1977 წლიდან 1979 წლამდე პერიოდში წარმოიქმნა სამი ახალი მრევლი (Bawnogue, Rowlagh/Quarryvale, Neilstown), კიდევ ერთი 1985 წელს (Deansrath) და 1990 წელს (Sruleen)[4].
კლონდალკინი ირლანდიის კულტურისა და ირლანდიური ენის ცენტრს წარმოადგენს. 1972 წელს დაარსებული ორგანიზაცია „Munitir Cronáin“ დაკავებულია განათლებით, ენის სფეროში სოციალური და კულტურული განვითარებით. 1989 წელს ორგანიზაციამ შეიძინა „Orchard House“, რომელმაც მიიღო სახელწოდება „Áras Cronáin“ და გახდა ისტორიული და კულტურული ცენტრი. 1975 და 1988 წლებში ორგანიზაციის დამსახურებები ირლანდიური ენის განვითარებაში დაჯილდოვდა „Glór na nGael National Trophy“-ით[2].
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლონდოლკინის მთავარი ღირსშესანიშნაობა არის მრგვალი კოშკი, რომელიც ააგეს VI-VII საუკუნეებში. კოშკი წარმოადგენს ირლანდიის ერთ-ერთ უძველეს და კარგად შემონახულ ნაგებობას. მისი სიმაღლე 25 მ-ზე მეტია. კოშკი ეკუთვნოდა წმინდა კრონანის მონასტერს, ან Mo-Chua-ს[3][5]. კოშკის აგების ზუსტი თარიღი და დანიშნულება სადავო თემაა. პირველად ამ კოშკით დაინტერესდა ისტორიკოსი თომას მოლინიქსი 1752 წელს. ის თვლიდა, რომ კოშკს გააჩნდა დანიური ფესვები. 1833 წელს ჯორჯ პეტრიმ გამოთქვა ვარაუდი, რომ კოშკი იყო კელტური მონასტრის ცენტრალური ფიგურა. ამჟამად თვლიან, რომ მრგვალი კოშკი ასრულებდა სამრეკლოსა და რელიკვიების საცავის როლს[2].
მრგვალი კოშკის გარდა კლონდოლკინში შემორჩა [5]:
- წმინდა იოანეს ტაძარი, აგებული 1789 წელს და გაფართოებული 1854 წელს;
- სარკინიგზო საგდური, აგებული 1850 წელს, ტიპური მაგალითი იმდროინდელი სარკინიგზო არქიტექტურის;
- Immaculate Conception Church-ის ტაძარი, აგებული 1862 წელს;
- 1879 წელს აგებულიქვის კოტეჯების რიგი;
- 1912 წელს ქვით, აგურითა და სხვა მასალით აგებული ბიბლიოთეკა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Clondalkin. South Dublin County History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-06. ციტირების თარიღი: 2010-05-13.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Clonndalkin- Cluain Dolcáin Monastic Village a guided walk. South Dublin County History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-06. ციტირების თარიღი: 2010-05-13.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 History of Clondalkin. South Dublin County History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-29. ციტირების თარიღი: 2010-05-13.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Chronology. South Dublin County History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-06. ციტირების თარიღი: 2010-05-13.
- ↑ 4.0 4.1 New Communities. South Dublin County History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-06. ციტირების თარიღი: 2010-05-13.
- ↑ 5.0 5.1 776 – Round Tower, Clondalkin, Co. Dublin. ArchiSeek. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-25. ციტირების თარიღი: 2010-05-13.
|
|