შინაარსზე გადასვლა

სლაიგოს საგრაფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სლაიგო (მრავალმნიშვნელოვანი).
საგრაფო
სლაიგო
County Sligo
Contae Shligigh
დროშა გერბი

ქვეყანა ირლანდიის დროშა ირლანდია
ადმ. ცენტრი სლაიგო
შიდა დაყოფა Sligo და Ballymote–Tobercurry
კოორდინატები 54°15′00″ ჩ. გ. 8°40′00″ დ. გ. / 54.25000° ჩ. გ. 8.66667° დ. გ. / 54.25000; -8.66667
ფართობი 1,837 კმ²
მოსახლეობა 65,270 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC±00:00
საავტომობილო კოდი SO
ოფიციალური საიტი sligococo.ie

სლაიგოს საგრაფო (ინგლ. County Sligo, ირლ. Contae Shligigh) — საგრაფო ირლანდიაში, კონაქტის პროვინციაში.

საგრაფომ სახელი მიიღო ქალაქ სლაიგოსაგან.

სლაიგოს საგრაფოს ფართობი არის 1 837 კმ². იგი ამ მაჩვენებლით მეოთხე ადგილზეა კონაქტის პროვინციაში, ხოლო 22-ზე (32-დან) ირლანდიაში.

სლაიგოს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ლიტრიმის საგრაფო, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — როსკომონი, სამხრეთ-დასავლეთიდან მეიო, ხოლო — ჩრდილო-დასავლეთით ატლანტის ოკეანე.

პოეტმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა ლიტერატურის დარგში უილიამ ბატლერ იეიტსმა თავისი ბავშვობის უმეტესი ნაწილი ჩრდილოეთ სლაიგოში გაატარა და საგრაფოს პეიზაჟები არაერთხელ გამხდარა მისი შემოქმედების შთაგონების წყარო. იეიტსი ამბობდა:

ვიკიციტატა
„ადგილი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაზე ნამდვილად მოახდინა გავლენა, ეს არის — სლაიგო“
სლაიგოს საგრაფო და მთა ბენ ბალბენი.

სლაიგოს საგრაფოს აქვს დიდი ისტორია ირლანდიის ტრადიციული მუსიკის. საგრაფოს სამხრეთ ნაწილიდან არიან ირლანდიური მუსიკის ისეთი ცნობილი წარმომადგენლები, როგორებიც არიან: ჯეიმზ მორისონი, მაიკლ კოულმენი, პედი კილორენი, ფრედ ფინი, ჯო ო'დაუდი, კარმელ განინგი და ჯგუფი „Dervish“. საგრაფოში იმართება მრავალი ტრადიციული მუსიკის ფესტივალი. სტრანდჰილში, ქალაქ სლაიგოდან ცხრა კილომეტრში, იმართება ყოველწლიური გიტარის ფესტივალი. სლაიგოში პოპულარულია თანამედროვე მუსიკაც, აქედანაა მსოფლიოში ცნობილი ჯგუფი — „Westlife“.

ცნობილი პიროვნებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სლაიგოს საგრაფოში დაიბადნენ:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]