გოლუეის საგრაფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საგრაფო
გოლუეი
County Galway
Contae na Gaillimhe
დროშა გერბი

ქვეყანა ირლანდიის დროშა ირლანდია
ადმ. ცენტრი გოლუეი
შიდა დაყოფა Galway City East, Galway City Central, Galway City West, Ballinasloe, Conamara, Loughrea, Athenry–Oranmore და Tuam
კოორდინატები 53°20′00″ ჩ. გ. 9°00′00″ დ. გ. / 53.33333° ჩ. გ. 9.00000° დ. გ. / 53.33333; -9.00000
ფართობი 6,148 კმ²
მოსახლეობა 250,541 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC±00:00
საავტომობილო კოდი G
ოფიციალური საიტი galway.ie

გოლუეი (ინგლ. Galway, ირლ. Gaillimh) — საგრაფო ირლანდიაში, კონაქტის პროვინციაში. ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქი — გოლუეი. მოსახლეობა შეადგენს 209 ათას ადამიანს (მე-6 ადგილი პროვინციებს შორის; 2002 წლის აღწერით). ტერიტორიის ფართობია 6148 კმ² (მე-2 ადგილი). კონემარას უბანში მდებარეობს ერთ-ერთი ოთხი რაიონიდან, სადაც 2007 წლის მონაცემებით მოსახლეობის დიდი ნაწილი (67%-ზე მეტი) საუბრობს ირლანდიურ ენაზე.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგრაფომ სახელი მიიღო ქალაქ გოლუეისაგან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანგვაირის ციხე, აშენებულია 1520 წელს

პირველი ადამიანები თანამედროვე გოლუეის საგრაფოს ტერიტორიაზე გამოჩდნენ დაახლოებით, 7 000 წლის წინ. ჩვენამდე მოაღწია ადამიანების ძველმა სადგომებმა (დაახ. 5 000 წლის წინ), მეგალითებმა (4 000 წლის წინ), ბრინჯაოს ნაკეთობებმა (2 500 წლის წინ).

დღევანდელი გოლუეის საგრაფო რამდენიმე სამეფოსა და ტერიტორიას მოიცავდა, რომელთა გაერთიანებითაც ჩამოყალიბდა ის. ის ოფიციალურად 1569 წელს შეიქმნა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფართობი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოლუეის საგრაფოს ფართობი არის 6 148 კმ². იგი ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზეა კონაქტის პროვინციაში, ხოლო, კორკის საგრაფოს შემდეგ, 2-ზე (32-დან) ირლანდიაში.

საზღვრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოლუეის ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მეიოს საგრაფო, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან როსკომონი, აღმოსავლეთიდან — ოფალი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — ტიპერარი, სამხრეთიდან კი — კლერი. მისი დასავლეთ და ჩრდილოეთი ნაწილები ატლანტის ოკეანის სანაპიროზეა.

ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული ცენტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიზიკური გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენკორი, თორმეტი ბენის ერთ–ერთი მთა

გოლუეის საგრაფოში მდებარეობს ირლანდიის რესპუბლიკის უდიდესი ტბა ლოხ-კორიბი. ასევე აქ მდებარეობს თორმეტი ბენის მთათა სისტემა. საგრაფოს უმაღლესი წერტილია თორმეტი ბენის ერთ-ერთ მთა, ბენბონზე, 729 . ზღვის დონიდან.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]