მანსტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მანსტერი (მრავალმნიშვნელოვანი).
პროვინცია
მანსტერი
an Mhumhain / Cúige Mumhan
დროშა გერბი

ქვეყანა ირლანდიის დროშა ირლანდია
შიდა დაყოფა კლერის საგრაფო, კორკის საგრაფო, კერის საგრაფო, ლიმერიკის საგრაფო, ტიპერარის საგრაფო და უოტერფორდის საგრაფო
კოორდინატები 52°15′00″ ჩ. გ. 9°00′00″ დ. გ. / 52.25000° ჩ. გ. 9.00000° დ. გ. / 52.25000; -9.00000
ფართობი 24 675 კმ²
მოსახლეობა 1 243 726 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC±00:00

მანსტერი (ინგლ. Munster, ირლ. Mhumhain) — ირლანდიის რესპუბლიკის პროვინცია. კლერის საგრაფოს გარდა, მანსტერი ეკუთვნის ევროპარლამენტის ირლანდიის სამხრეთ საარჩევნო ოლქს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანსტერი იმ ხუთი მხარიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც „მეფეთ-მეფე განაგებდა“ (ირლ. rí ruirech). ნორმანთა შემოჭრის შემდეგ უძველესი სამეფოები დაჰყვეს საგრაფოებად ადმინისტრაციული და იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად. შემდგომ საუკუნეებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისტორიული საგრაფოები ქვე-დანაყოფებად დაყო. დღეს საგრაფოები ერთიანდება ოთხ პროვინციაში, თუმცა მათ ოფიციალური სტატუსი არ გააჩნიათ.

საგრაფოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონაქტი აერთიანებს 7 საგრაფოს: კლერი, კორკი, კერი, ლიმერიკი, უოტერფორდი და ტიპერარის ორი (ჩრდილოეთი ტიპერარი და სამხრეთი ტიპერარი) საგრაფო.

უდიდესი დასახლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# დასახლება საგრაფო მოსახლეობა
1 კორკი კორკის საგრაფო 190 384
2 ლიმერიკი ლიმერიკის საგრაფო 90 757
3 უოტერფორდი უოტერფორდის საგრაფო 49 213
4 ენისი კლერის საგრაფო 24 253
5 ტრალი კერის საგრაფო 22 744
6 კლონმელი სამხრეთ ტიპერარის საგრაფო 17 008
7 კილარნი კერის საგრაფო 14 603
8 კერიგალინი კორკის საგრაფო 12 835
9 კოვი კორკის საგრაფო 11 303
10 მალოუ კორკის საგრაფო 10 241
11 მიდლტონი კორკის საგრაფო 10 048

მუქად აღნიშნულ დასახლებებს აქვთ City-ის სტატუსი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: