აქბარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აქბარ I
დიდ მოგოლთა იმპერიის მე-3 იმპერატორი
კორონაცია: 14 თებერვალი, 1556
მმართ. დასაწყისი: 11 თებერვალი 1556
მმართ. დასასრული: 15 ოქტომბერი 1605
წინამორბედი: ჰუმაიონი
მემკვიდრე: ჯაჰანგირი
სხვა წოდებები: დიდებული ფადიშაჰი
რეგენტი: ბაირამ-ხანი
1556–1560
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 ოქტომბერი 1542
დაბ. ადგილი: ამარკოტი, სინდი, დიდ მოგოლთა იმპერია
გარდ. თარიღი: 15 ოქტომბერი 1605
გარდ. ადგილი: ფატეჰპურ-სიკრი, დიდ მოგოლთა იმპერია
მეუღლე: მარიამ უზ ზამან ჯოდჰა
რუქაია სულთან ბეგუმი
სალიმა სულთან ბეგუმი
ქისმია ბანუ ბეგუმი
ბიბი დაულათ შაადი
რაზია სულთან ბეგუმი
თარა ბეგუმ საჰიბა
თაუტი ბეგუმი
შვილები: შაჰზადა ჰასანი
შაჰზადა ჰუსეინი
ჯაჰანგირი
შაჰზადა მურადი
შაჰზადა დანიალი
არამ ბანუ ბეგუმი
შაქრ ულ-ნისა ბეგუმი
ხანუმ სულთან ბეგუმი
სრული სახელი: აბულ ფათ ჯალალ-ად-დინ მუჰამად აქბარი
დინასტია: თემურიდები
მამა: ჰუმაიონი
დედა: ჰამიდა ბანუ ბეგუმი
რელიგია: სუნიტური ისლამი დინი-ილაჰი

ჯალალ-ად-დინ მუჰამად აქბარი (დ. 14 ოქტომბერი 1542, ამარკოტი (სინდი) — გ. 15 ოქტომბერი 1605, აგრა) — დიდი მოგოლთა მე-3 იმპერატორი 1556–1605 წლებში. თემურიდების დინასტიის წარმომადგენელი, თემურლენგის პირდაპირი შთამომავალი, ბაბურის შვილიშვილი, იმპერატორ ჰუმაიონის ვაჟი - გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი. ის დაიბადა 1542 წელს, ქალაქ ამარკოტში, სადაც თავისი პირველი ცხოვრების 12 წელი გაატარა. 1555 წელს ის მამასთან, ჰუმაიონთან ერთად დაბრუნდა დელში, რომელიც ლიტერატურისა და აღორძინების ცენტრი გახდა.

მოგოლთა იმპერია აქბარ I-ის დროს

1556 წელს ჰუმაიონი გარდაიცვალა და 14 წლის ასაკში აქბარი გახდა დიდ მოგოლთა ფადიშაჰი. 4 წლის შემდეგ მან განდევნა რეგენტი, ბაირამ ხანი და შეუდგა იმპერიის საზღვრების გაფართოებას. მან გააერთიანა რაჯპუტანი, გუჯარათი, ბენგალია და ქაშმირი. ის იყო გაუნათლებელი, მაგრამ ნიჭიერი მმართველი. ცდილობდა სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, გაატარა მნიშვნელოვანი სამხედრო და ფინანსური რეფორმები. შექმნა ახალი რელიგია „დინი-ილაჰი“ (ღვთაებრივი რწმენა), რომელიც ისლამის, ინდუიზმის, ფარსიზმის, ჯაინიზმის ეკლექტიკურ ნაზავს წარმოადგენს. აქბარი ამ რელიგიის მეთაურად იქნა აღიარებული. იგი წარმოადგენდა როგორც სასულიერო, ისე საერო ხელისუფალს.

მოგოლთა იმპერიის სახელმწიფო ენას წარმოადგენდა თურქული ენა და ჰინდი. საშინაო რეორმების დასრულების შემდეგ აქბარი გადაიქცა მეცნიერებისა და ხელოვნების მარველად. მან გარს შემოიკრიბა საუკეთესო მეცნიერები, პოეტები, მუსიკოსები, მხატვრები. მისმა უახლოესმა თანამებრძოლმა - ვეზირმა, მრავალმხრივად განათლებულმა და მრავალ ენაზე მოლაპარაკე პიროვნებამ აბუ-ლ ფაზლიმ შემოგვინახა ჩანაწერები აქბარის მმართველობის შესახებ. ამ ჩანაწერებით ვგებულობთ, რომ აქბარის მმართველობის პერიოდში შეიქმნა ფერწერის სკოლა. იმპერიაში, შეგროვდა უმდიდრესი ბიბლიოთეკა, რომელიც 24 000 ტომს შეიცავდა. 1569 წ. ქალაქ აგრას მახლობლად დაიწყო ახალი ქალაქის - ფატეჰპურ-სიკრის მშენებლობა, რაც ქართულ ენაზე ნიშნავს "გამარჯვების ქალაქს". 1605 წელს იმპერატორი აქბარი დიზენტერიით გარდაიცვალა. ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა სალიმმა, რომელმაც საიმპერატორო სახელად მიიღო ჯაჰანგირი.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 36.
  • აბუ ლ-ფაზლი: Akbar-namah Edited with commentary by Muhammad Sadiq Ali (Kanpur-Lucknow: Nawal Kishore) 1881–3 Three Vols. (სპარსულად)
  • Abu al-Fazl ibn Mubarak Akbarnamah Edited by Maulavi Abd al-Rahim. Bibliotheca Indica Series (Calcutta: Asiatic Society of Bengal) 1877–1887 Three Vols. სპარსულად)
  • Henry Beveridge (Trans.) The Akbarnama of Ab-ul-Fazl Bibliotheca Indica Series (Calcutta: Asiatic Society of Bengal) 1897 Three Vols.
  • Haji Muhammad 'Arif Qandahari Tarikh-i-Akbari (Better known as Tarikh-i-Qandahari) edited & Annotated by Haji Mu'in'd-Din Nadwi, Dr. Azhar 'Ali Dihlawi & Imtiyaz 'Ali 'Arshi (Rampur Raza Library) 1962
  • Martí Escayol, Maria Antònia. “Antoni de Montserrat in the Mughal Garden of good government European construction of Indian nature”, Word, Image, Text; Studies in Literary and Visual Culture, ed. Shormistha Panja et al., Orient Blacksw an, New Delhi, 2009. ISBN : 978-81-250-3735
  • Satyananda Giri,AKBAR,Trafford Publishing, 2009,ISBN : 978-1-42691-561-1

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
ჰუმაიონი
დიდ მოგოლთა იმპერატორი
15561605
შემდეგი:
ჯაჰანგირი