შინაარსზე გადასვლა

რაფი უდ-დარაჯათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაფი უდ-დარაჯათი
დიდ მოგოლთა იმპერიის მე-11 იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 28 თებერვალი, 1719
მმართ. დასასრული: 6 ივნისი, 1719
წინამორბედი: ფარუხსიარი
მემკვიდრე: შაჰ-ჯაჰან II
რეგენტი: ძმები სეიიდები
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 დეკემბერი, 1699
დაბ. ადგილი: დიდ მოგოლთა იმპერია
გარდ. თარიღი: 6 ივნისი, 1719
გარდ. ადგილი: აგრა, დიდ მოგოლთა იმპერია
მეუღლე: ინაიათ ბანუ ბეგუმი
სრული სახელი: აბულ ბარაქათ შამს-ედ-დინ მუჰამედ რაფი უდ-დარაჯათ პადშაჰ ღაზი შაჰანშაჰ-ი-ბაჰრ-უ-ბარი
დინასტია: თემურიდები
მამა: რაფი უშ-შანი
(ბაჰადურ-შაჰ I-ის ვაჟი)
დედა: რაზიათ უნ-ნისა ბეგუმი
რელიგია: სუნიტური ისლამი

რაფი უდ-დარაჯათი (დ. 1 დეკემბერი, 1699 — გ. 6 ივნისი, 1719, აგრა) — დიდ მოგოლთა იმპერიის მე-11 იმპერატორი 1719 წელს, რაფი უშ-შანის ვაჟი, ბაჰადურ-შაჰ I-ის შვილიშვილი.

რაფი უდ-დარაჯათმა დიდ მოგოლთა იმპერატორის ტიტული მიიღო მას შემდეგ, რაც მისი ბიძაშვილი, ფარუხსიარი ძმები სეიიდების მომხმრეებმა ტახტიდან ჩამოაგდეს. ტახტზე ასვლისთანავე აუჯანყდა თავისი ნათესავი – ნეკუ სიარი, რომელმაც აიღო აგრას ციხესიმაგრე და თავი მოგოლების კანონიერ ფადიშაჰად გამოაცხადა. მისი ამბოხი ორ თვეში ჩაახშეს.

რაფი უდ-დარაჯათი იყო ლმობიერი და შემწყნარებელი მმართველი, თუმცა მას არ ჰქონდა ძლიერი მონარქისთვის დამახასიათებელი აუცილებელი თვისებები. ის რეალურად ძმები სეიიდების მარიონეტის ფუნქციას ასრულებდა, სწორედ ამ მიზეზით მოხვდა ხელისუფლების სათავეში. მისი ფადიშაჰობისას სახელმწიფო საქმეებს სეიიდ აბდულა და ჰუსეინ ალი-ხანი განაგებდნენ. ისედაც ქაოსში მოცული დიდ მოგოლთა იმპერია კი დღითიდღე კარგავდა თავის ტერიტორიებს ინდოსტანის ნ.კ-ზე.

1719 წლის 6 ივნისს სამთვიანი მმართველობის შემდეგ, რაფი უდ-დარაჯათი გარდაიცვალა ტუბერკულოზით. სიკვდილის წინ მან მოითხოვა უფროსი ძმის გამეფება. მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 2 დღის შემდეგ ძმებმა სეეიდებმა ტახტზე რაფი უდ-დაულა იგივე შაჰ-ჯაჰან II აიყვანეს. რაფი უდ-დარაჯათი დაკრძალეს სუფი წმინდა ხავაჯას სალოცავთან, მეჰრაულიში, დელიში.

  • Fisher, Michael H. (1 October 2015), A Short History of the Mughal Empire, I.B.Tauris, ISBN 978-0-85772-976-7
  • Chandra, Satish (англ.)рус.. Medieval India: From Sultanat to the Mughals Part – II (англ.). — Har-Anand Publications, 2005. — ISBN 9788124110669.
წინამორბედი:
ფარუხსიარი
დიდ მოგოლთა იმპერატორი
1719
შემდეგი:
შაჰ-ჯაჰან II