შაჰ-ჯაჰანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შაჰ-ჯაჰანი
Payag, Shah Jahan on Horseback, Folio from the Shah Jahan Album ca. 1630, Metmuseum.jpg
შაჰ ჯაჰანი ნადირობის დროს
დიდ მოგოლთა იმპერიის მე-5 იმპერატორი
Flag of the Mughal Empire.svg
კორონაცია: 14 თებერვალი, 1628
მმართ. დასაწყისი: 19 იანვარი 1628
მმართ. დასასრული: 31 ივლისი 1658
წინამორბედი: შაჰრიარი (დე-ფაქტო), ჯაჰანგირი
მემკვიდრე: აურანგზები


სხვა წოდებები: სამყაროს მმართველი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 იანვარი 1592
დაბ. ადგილი: ლაჰორი, პაკისტანი, დიდ მოგოლთა იმპერია
გარდ. თარიღი: 9 მაისი 1666
გარდ. ადგილი: აგრა, დიდ მოგოლთა იმპერია
მეუღლე: ყანდაჰარი ბეგუმი
მუმთაზ მაჰალი
აქბარაბადი ბეგუმი
იზ უნ-ნისა ბეგუმი
შვილები: დარა შიკოჰი
შაჰ შუჯა
აურანგზები
მურად ბაქში
გაუჰარა ბეგუმი
როშანაჰრა ბეგუმი
სრული სახელი: აბულ მუზაჰარ მუჰამად ხან ხურამი
დინასტია: თემურიდები
მამა: ჯაჰანგირი
დედა: თაჯ ბიბი ბილქის მაქანი
რელიგია: სუნიტური ისლამი

შაჰ-ჯაჰანი სამყაროს მმართველი, 1628 წლამდე უფლისწული ხურამი (დ. 5 იანვარი, 1592, ლაჰორი — გ. 22 იანვარი 1666, აგრა) — დიდ მოგოლთა მე-5 იმპერატორი (1627-1658 წლებში), განადიდა საკუთარი სახელი თაჯ-მაჰალის აგებით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემურ ლენგის (1336-1405) შთამომავალი, იმპერატორ ჯაჰანგირის მესამე ვაჟი. 1612 წელს დაქორწინდა მუმთაზ-მაჰალზე, რომელიც იმპერატორ ჯაჰანგირის მეუღლის დედოფალ ნურ ჯაჰანის ძმის შვილი იყო. ამ ქორწინებამ შაჰ ჯაჰანს მოუტანა სამეფო ტახტისათვის ბრძოლის მეტი შანსები. 1622-1625 წლებში უფლისწული ჰურამი აუჯანყდა საკუთარ მამას, ჯაჰანგირს. უფლისწული დამარცხდა, მაგრამ მამამ შეიწყალა იგი. ჯაჰანგირის სიკვდილის შემდეგ, უფლისწულმა მიიღო ნურ-ჯაჰანის ძმის მხარდაჭერა და 1628 წელს სათავეში ჩაუდგა დიდ მოგოლთა იმპერიას. მან თავი იმპერატორად გამოაცხადა აგრაში და მიიღო სამეფო სახელი შაჰ-ჯაჰანი.

შაჰ ჯაჰანის მეფობა გამოირჩეოდა დეკანის რაჯების წინააღმდეგ დიდ მოგოლთა იმპერატორების ბრძოლებში ყველაზე თვალსაჩინო წარმატებებით. 1636 წელს მისი სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა აჰმადნაგარი, ხოლო გოლკონდამ და ბიჯაპურმა იკისრეს მდიდარი ხარკი. შაჰ ჯაჰანმა შეძლო საზღვრების გაფართოება ჩრდილო-დასავლეთითაც, სადაც 1638 წელს მოგოლები დაეუფლნენ სეფიანთა ირანის ციხე-სიმაგრე ყანდაარს. 1646 წელს შაჰ ჯაჰანის ძალებმა მიაღწიეს ბალხას და ბადახშანს თანამედროვე ტაჯიკეთში. ძლიერების მწვერვალზე შაჰ ჯაჰანმა თავისი ქვეყნის დედაქალაქი გადაიტანა აგრადან დელიში, სადაც მან ააგო ახალი ქალაქი შაჰჯაჰანაბადი.

მმართველობის დასასრულს შაჰ ჯაჰანს სეფიანებთან ბრძოლებში მარცხის გადატანა და ტერიტორიების დაკარგვა მოუწია. 1649 წელს ყანდაარი დაიბრუნეს სპარსელებმა.

1658 წელს გავრცელდა ხმები შაჰ ჯაჰანის გარდაცვალების შესახებ. მის ვაჟებს შორის დაიწყო ბრძოლა პირველობისთვის, რომელთა შორის გაიმარჯვა აურანგზებმა. მან საკუთარი მამა ციხეში გამოჰკეტა (ლეგენდის თანახმად — განძსაცავში), სადაგ იგი გარდაიცვალა 1666 წელს.

ისტორიკოსთა შორის არ არსებობს ერთიანობა შაჰ ჯაჰანის მოღვაწეობის შეფასებაში. მიუხედავად იმისა, რომ მისი სასახლე და ქმნილებანი ყველაზე მეტად აოცებდა ევროპელებს და მიუხედავად იმისა, რომ სწორედ შაჰ ჯაჰანს ეკუთვნოდა ისეთი ძვირფასეულობა, როგორიცაა ცნობილი კოჰინური და თემურის ლალი, არ შეიძლება უარვყოთ, რომ სპარსეთთან მისმა წარუმატებელმა ომებმა შეარყია იმპერიის სიძლიერე და დააყენა ფინანსური კრახის წინაშე.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფარ ფარხიზ ბეგუმ საჰიბა (1611–1675)
  • ფადიშაჰზადე სულთან მუჰამად დარა შიკოჰი (1612–1659)
  • შაჰზადა სულთან მუჰამად შაჰ-შუჯა ბაჰადური (1616–1660)
  • აურანგზები (1618–1707)
  • შაჰზადა სულთან აჰმად ბაქში (1619–1622)
  • სახელი უცნობია (1622–1622)
  • შაჰზადა მურად ბაქში (1624–1661)
  • შაჰზადა სულთან ლუთფულაჰ მირზა (1626–1628)
  • შაჰზადა სულთან დაულათ მირზა (1628–1629)
  • შაჰზადა ჯაჰან აფრუზი (1619–1621)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: