დინი-ილაჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დინი-ილაჰი (სპარს. دین الهی ‎— „ღმერთის რელიგია“) — იმპერატორ აქბარის მიერ შემოღებული რელიგია ინდოეთში. დიდ მოგოლთა იმპერიის სახელმწიფო რელიგია 1582-1605 წლებში. დაფუძნდა სხვადასხვა რელიგიების: ისლამის, ინდუიზმის, ქრისტიანობის, ზოროასტრიზმისა და ჯაინიზმის მოძღვრებათა მიხედვით. დინ-ი-ლაჰის მიმდევართა მთავარი ქალაქი იყო აქბარის მიერ დაარსებული ფატეჰპურ-სიკრი. დინ-ი ილაჰის სწავლულები ემყარებოდნენ ყველა სარწმუნოების შეხედულებასა და მოგოლთა იმპერატორების მსგავსად გამოირჩეოდნენ რჯულშემწყნარებლობით. მას შემდეგ რაც აქბარი გარდაიცვალა, ამ სარწმუნოებამ ძალა დაკარგა, მალევე გაქრა, მაგრამ გახდა პირველი რელიგია ისტორიაში, რომელშიც უამრავი განსხვავებული რჯულის მქონე ადამიანი გაერთიანდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Cambridge History of India, Vol. III & IV, «Turks and Afghan» and «The Mughal Period». (Cambridge) 1928.