აჰმად-შაჰ ბაჰადური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აჰმად-შაჰ ბაჰადური
დიდ მოგოლთა იმპერიის მე-14 იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 29 აპრილი, 1748
მმართ. დასასრული: 2 ივნისი, 1754
წინამორბედი: მუჰამად-შაჰი
მემკვიდრე: ალამგირ II
რეგენტი: ნავაბ ბაჰადური
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 23 დეკემბერი, 1725
დაბ. ადგილი: დელი, დიდ მოგოლთა იმპერია
გარდ. თარიღი: 1775
გარდ. ადგილი: მეჰრაული, დიდ მოგოლთა იმპერია
მეუღლე: ინაიეტპური ბაი
სარფარაზ მაჰალი
რანი უტამ კუმარი
შვილები: შაჰ-ჯაჰან IV
მუჰთარამ ბეგუმი
დილ აჰრუზ ბანუ ბეგუმი
სრული სახელი: მირზა აბუ-ნასირ მუჯაჰიდ მუჰამად აჰმად-შაჰ ბაჰადურ გაზი
დინასტია: თემურიდები
მამა: მუჰამად-შაჰი
დედა: ქუდსია ბეგუმი
რელიგია: სუნიტური ისლამი

აჰმად-შაჰ ბაჰადური იგივე მირზა აჰმად-შაჰი[1] (დ. 23 დეკემბერი, 1725, დელი — გ. 1775, მეჰრაული) — დიდ მოგოლთა იმპერიის მე-14 იმპერატორი 1748–1754 წლებში, მუჰამად-შაჰის ვაჟი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1725 წლის 23 დეკემბერს, იმპერატორ მუჰამად-შაჰისა და ქუდსია ბეგუმის ოჯახში. 1748 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ ავიდა დიდ მოგოლთა საიმპერატორო ტახტზე. მასზე დიდ გავლენას ახდენდა საჭურისი, ნავაბ ბაჰადური. აჰმად-შაჰმა მარათებთან გაუთავებელი ომებით გადაღლილი და ნადირ-შაჰის გამანადგურებელი შემოსევებისგან საგრძნობლად დასუსტებული იმპერია ჩაიბარა. დიდ მოგოლთა ძველი დიდების დაბრუნების მიზნით გაატარა სამხედრო რეფორმები და მძლავრი აგრესია გამოავლინა მამამისის მმართველობის დროს აღზევებული დიდებულების წინააღმდეგ. ახლადწარმოქმნილ ინდურ სახელმწიფოებთან გააჩაღა ომები, რომლებში დამარცხებამაც დიდ მოგოლთა ტერიტორიის კიდევ უფრო შემცირება და მარათების იმპერიის გაძლიერება გამოიწვია. აღსანიშნი იყო ინდოსტანის ნახევარკუნძულზე ბრიტანელთა გავლენის გაზრდაც.

აჰმად-შაჰ ბაჰადურის უშედეგო და დამანგრეველი მმართველობით უკმაყოფილო მოსახლეობამ იმად ულ-მულქის მეთაურობით 1754 წელს დელიში არსებულ საიმპერატორო სასახლეს ალყა შემოარტყა და იმპერატორი ტახტიდან ჩამოაგდო. მათივე მხარდაჭერით იმპერატორის ტიტული მიიღო ჯაჰანდარ-შაჰის ვაჟმა, ალამგირ II-მ. ახალი მონარქის ბრძანებით აჰმად-შაჰი გამოკეტეს სალიმგარჰის ციხესიმაგრეში, სადაც ცხოვრების დარჩენილი წლების გატარება მოუწია. გარდაიცვალა 1775 წელს, დაკრძალეს მეჰრაულიში.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • К. Рыжов. «Все монархи мира. Мусульманский восток 15-20 вв.», Москва, «Вече», 2004 г.
  • N. N. Haidar and M. Sardar, Sultans of Deccan India, 1500-1700, The Metropolitan Museum of Art, NY, 2015, p. 336

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sharma, S. R. (4 May 1999). Mughal Empire in India: A Systematic Study Including Source Material. Atlantic Publishers & Dist. ISBN 9788171568192. 
  2. Dadlani, Chanchal B. (2018). From stone to paper : architecture as history in the late Mughal Empire. New Haven [CT], გვ. 63. ISBN 978-0-300-23317-9. OCLC 1024165136. 
წინამორბედი:
მუჰამად-შაჰი
დიდ მოგოლთა იმპერატორი
17481754
შემდეგი:
ალამგირ II