ჯაჰანდარ-შაჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯაჰანდარ-შაჰი
Jahandar Shah, Mughal Emperor..jpg
დიდ მოგოლთა იმპერიის მე-8 იმპერატორი
Fictional flag of the Mughal Empire.svg
კორონაცია: 29 მარტი, 1712
მმართ. დასაწყისი: 27 თებერვალი, 1712
მმართ. დასასრული: 11 თებერვალი, 1713
წინამორბედი: ბაჰადურ-შაჰ I
მემკვიდრე: ფარუხსიარი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 9 მაისი, 1661
დაბ. ადგილი: დეკანი, დიდ მოგოლთა იმპერია
გარდ. თარიღი: 12 თებერვალი, 1713
გარდ. ადგილი: დელი, დიდ მოგოლთა იმპერია
მეუღლე: საიიდ-უნ-ნისა ბეგუმი
ლალ კუნვარ ბეგუმი
მუაზამაბადი მაჰალი
შვილები: იზ-უდ-დინ მირზა
აზ-უდ-დინ მირზა
იფთა-არა ბეგუმი
ალამგირ II
სრული სახელი: მუიზ-უდ-დინ მუჰამად-ხან ჯაჰანდარ შაჰ-ბაჰადური
დინასტია: თემურიდები
მამა: ბაჰადურ-შაჰ I
დედა: ნიზამ ბაი
რელიგია: სუნიტური ისლამი

ჯაჰანდარ-შაჰი, მუიზ-უდ-დინ მუჰამად-ხანი (დ. 9 მაისი, 1661 დეკანი — გ. 12 თებერვალი, 1713, დელი) — დიდ მოგოლთა იმპერიის მე-8 იმპერატორი 1712-1713 წლებში, ბაჰადურ-შაჰ I-ის უფროსი ძე, აურანგზების შვილიშვილი, თემურიდების დინასტიის წარმომადგენელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯაჰანდარ-შაჰი დაიბადა 1661 წელს, დეკანში. ის იყო ბაჰადურ-შაჰ I-ისა და ნიზამ ბაის ერთადერთი ვაჟი. 1671 წელს, 10 წლის ასაკში ბაბუამისმა, აურანგზებმა დანიშნა ბალხის მმართველად. ამ თანამდებობაზე ის 1709 წლამდე იყო. 1712 წელს, მამამისის გარდაცვალების დროს იმყოფებოდა ლაჰორში, სადაც აკურთხეს დიდ მოგოლთა იმპერატორად, რის შემდეგაც თავისი 3 ძმა სიკვდილით დასაჯა. მას მოუწია დაპირისპირება მე-4 ძმასთან, აზიმ-უს-შაჰთან. ჯაჰანდარმა აზიმიც ვერაგულად მოაკვლევინა და თავი ტახტის ერთადერთ მფლობელად გამოაცხადა. მისმა მმართველობამ მხოლოდ 11 თვემდე გასტანა.

ჯაჰანდარის ზეობის პერიოდში ინდოეთი ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდა, ხელი შეეწყო ვაჭრობას, მოიჭრა მისი სახელობის ოქროსა და ვერცხლის მონეტები. ბრიტანელები იყენებდნენ საიმპერატორო კართან კარგ ურთიერთობას და თავიანთ გავლენას ზრდიდნენ დიდ მოგოლთა პროვინციებში. ჯაჰანდარმა ოსმალეთის სულთანს, აჰმედ III-ს გაუგზავნა ძვირფასი საჩუქრები და თავი მის ერთგულ თაყვანისმცემლად გამოაცხადა. [1] იმპერატორს უყვარდა სასახლეში ნებივრობა, აწყობდა უამრავ წვეულებასა და სამხედრო შეჯიბრებას. მისი მთავარი ცოლები სარგებლობდნენ დიდი გავლენით როგორც ჰარამხანაში, ასევე მთელს იმპერიაში. [2]

1713 წელს, მარათჰების მოულოდნელი აჯანყების წყალობით, აზიმ-უს-შაჰის ვაჟმა, ფარუხსიარმა თავის 20,000 მომხრესთან ერთად ჯაჰანდარის წინააღმდეგ გაილაშქრა. 11 იანვარს, აგრაში ჯაჰანდარ-შაჰი დამარცხდა თავისი ძმისშვილის არმიის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში. იმპერატორი გაიქცა დელიში, სადაც ის შეიპყრეს და ციხეში გამოკეტეს. ერთთვიანი შინაპატიმრობის შემდეგ ჯაჰანდარ-შაჰი ფარუხსიარის ბრძანებით ჯალათებმა მოახრჩვეს. დაკრძალეს ჰუმაიონის აკლდამაში. მოგვიანებით, 1754 წელს, მისი ვაჟი, ალამგირ II გახდა დიდ მოგოლთა მე-14 იმპერატორი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]