ფარუხსიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ფარუხიასარი
The Emperor Farrukhsiyar on his balcony 1715-1719, Bibliothèque nationale de France, Paris.jpg
დიდ მოგოლთა იმპერიის მე-10 იმპერატორი
Fictional flag of the Mughal Empire.svg
მმართ. დასაწყისი: 11 იანვარი, 1713
მმართ. დასასრული: 28 თებერვალი, 1719
წინამორბედი: ჯაჰანდარ-შაჰი
მემკვიდრე: რაფი უდ-დარაჯათი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 20 აგვისტო, 1685
დაბ. ადგილი: აურანგაბადი, დიდ მოგოლთა იმპერია
გარდ. თარიღი: 19 აპრილი, 1719
გარდ. ადგილი: დელი, დიდ მოგოლთა იმპერია
მეუღლე: გაუჰარ-უნ-ნისა ბეგუმი
შვილები: ბადშაჰ ბეგუმი
სრული სახელი: აბულ მუზაფარ მუინ უდ-დინ მუჰამედ შაჰ ფარუხ-სიარი ალიმ აქბარ სანი ვალა შან პადშაჰ-ი-ბაჰრ-უ-ბარი
დინასტია: თემურიდები
მამა: აზიმ უს-შან მირზა
(ბაჰადურ-შაჰ I-ის ვაჟი)
დედა: საჰიბა ნისვანი
რელიგია: სუნიტური ისლამი

ფარუხსიარი (დ. 20 აგვისტო, 1685, აურანგაბადი — გ. 19 აპრილი, 1719, დელი) — დიდ მოგოლთა იმპერიის მე-10 იმპერატორი 1713–1719 წლებში, აზიმ უს-შაჰის ვაჟი, ბაჰადურ I-ის შვილიშვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარუხსიარი დაიბადა 1685 წელს, აურანგაბადში, აზიმ უს-შან მირზასა და საჰიბა ნისვანის ოჯახში, ჯერ კიდევ მისი დიდი ბაბუის, აურანგზების ზეობის პერიოდში. 1696 წელს მამამისს ახლდა ბენგალის ლაშქრობაში. აურანგზებმა 1707 წელს ფარუხსიარს ბენგალის პროვინცია ჩააბარა. დიდ ბაბუასთან დადებითი ურთიერთობის გამო ფარუხსიარი დიდ მოგოლთა ტახტის ერთ-ერთ პრეტენდენტად იქცა. 1712 წელს ბაჰადურ-შაჰ I-ის გარდაცვალების შემდეგ ლაჰორში იმპერატორად გამოაცხადეს ჯაჰანდარ-შაჰი, რომელმაც თავისი სამი ძმა სიკვდილით დასაჯა. მას აუჯანყდა აზიმ უს-შანი, რომელმაც ფარუხსიარს დაავალა ბენგალიდან დელიში შეჭრა და ტახტის დროებით დაკავება. იმავე წლის მარტში, აგრას მახლობლად აზიმ უს-შანის მომხმრეთა არმია დამარცხდა ჯაჰანდარის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში. აზიმ უს-შანი შეიპყრეს და მდინარეში დაახრჩვეს, ფარუხსიარს კი მოუწია ბენგალში გაქცევა.

1713 წელს, ფარუხსიარმა მარათჰებისა და ბენგალელების დახმარებით ბიძამისი ჯაჰანდარ-შაჰი ტახტიდან ჩამოაგდო და სიკვდილით დასაჯა, თავად კი თავი მოგოლების მეათე ფადიშაჰად გამოაცხადა.[1] ფარუხსიარის მმართველობის დროს დიდ მოგოლთა იმპერიაში კიდევ უფრო მოხშირდა აჯანყებები. დასავლეთიდან მოგოლებს დიდი პრობლემები შეუქმნა გაძლიერებულმა ავღანეთმა. 1715 წელს ფარუხსიარმა დაამარცხა მეამბოხე სიქები და მათი მეთაურები სასტიკად დასაჯა. 1717 წელს ფარუხსიარმა ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიას წლიური გადასახადი – 3 ათასი მანეთი დაუწესა ბენგალში სავაჭრო პუნქტებისა და უბაჟო ვაჭრობის დაარსების უფლებისთვის. ფარუხისიარი ინარჩუნებდა ურთიერთობას ოსმალეთის იმპერიასთან, წერილებს უცვლიდა მის დიდ ვეზირს, ნევშეჰირლი იბრაჰიმ-ფაშას.

ფარუხსიარი ტახტიდან ჩამოაგდეს სასახლის შეთქმულების შედეგად, რომელიც ორგანიზებული იყო ძმების – სეიიდ აბდულა-ხანისა და სეიიდ ჰუისეინ ალი-ხანის მიერ. თავდაპირველად ის დააპატიმრეს. 1719 წლის 28 თებერვალს ყოფილი ფადიშაჰი დააბრმავეს, ხოლო 19 აპრილის ღამეს დაახრჩვეს. ძმები სეიიდების მხარდაჭერით[2] დიდ მოგოლთა იმპერატორი გახდა ფარუხსიარის ბიძაშვილი, 19 წლის რაფი უდ-დარაჯათი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sen, Sailendra (2013). A Textbook of Medieval Indian History. Primus Books, გვ. 193. ISBN 978-93-80607-34-4. 
  2. Tazkirat ul-Mulk by Yahya Khan p.122


წინამორბედი:
ჯაჰანდარ-შაჰი
დიდ მოგოლთა იმპერატორი
17131719
შემდეგი:
რაფი უდ-დარაჯათი