აბუ ლ-ფაზლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბუ ლ-ფაზლი
AbulFazlPresentingAkbarnama.jpg
დაბ. თარიღი 14 იანვარი 1551(1551-01-14)
დაბ. ადგილი აგრა
გარდ. თარიღი 12 აგვისტო 1602(1602-08-12) (51 წელი)
გარდ. ადგილი Narwar
მოქალაქეობა დიდ მოგოლთა იმპერია

აბუ ლ-ფაზლი (სპარს. ابو الفضل; დ. 1551 — გ. 1602) — ინდოელი მემატიანე და ფილოსოფოსი. აქბარის ვეზირი და მეგობარი. განაგებდა ფადიშაჰის მიმოწერას საზღვარგარეთის ქვეყნებთან. სპარსულად დაწერა აქბარის მმართველობის ქრონიკა „აქბარის წიგნი“ („აქბარნამე“), რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია „აქბარის კანონები“ („აინ-ი აქბარი“, ტ. 1-2, კალკუტა, 1867-1877). წიგნი შეიცავს მოგოლთა სახელმწიფოს ოლქების აღწერას, საგადასახადო უწყებებს, დადგენილებებსა და ავტობიოგრაფიას. შემორჩენილია აგრეთვე აბუ ლ-ფაზლის დიპლომატიური ეპისტოლეთა კრებული „აბუ ლ-ფაზლის თხზულება“ („ინშა-ი აბუ ლ-ფაზლ“). აბუ ლ-ფაზლი მოაკვლევინა აქბარის შვილმა ჯაჰანგირმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]