მუჰამად-შაჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუჰამად-შაჰი
დიდ მოგოლთა იმპერიის მე-13 იმპერატორი
კორონაცია: 29 სექტემბერი, 1719
მმართ. დასაწყისი: 27 სექტემბერი, 1719
მმართ. დასასრული: 26 აპრილი, 1748
წინამორბედი: შაჰ-ჯაჰან II
მემკვიდრე: აჰმად-შაჰ ბაჰადური
რეგენტი: ძმები სეიიდები
(1719–1720)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 7 აგვისტო, 1702
დაბ. ადგილი: ღაზნი, დიდ მოგოლთა იმპერია
გარდ. თარიღი: 26 აპრილი, 1748
გარდ. ადგილი: დელი, დიდ მოგოლთა იმპერია
მეუღლე: ბადშაჰ ბეგუმი
საჰიბა მაჰალი
ქუდსია ბეგუმი
შვილები: აჰმად-შაჰ ბაჰადური
თაჯ მაჰმუდ მირზა
შაჰარიარ მირზა
ჰაზრათ ბეგუმი
სრული სახელი: ნასირ-უდ-დინ მუჰამად შაჰი
დინასტია: თემურიდები
მამა: ჯაჰან-შაჰი
(ბაჰადურ-შაჰ I-ის ვაჟი)
დედა: ფახრ-უნ-ნისა ბეგუმი
რელიგია: სუნიტური ისლამი

მუჰამად-შაჰი (დ. 7 აგვისტო, 1702, ღაზნი — გ. 26 აპრილი, 1748, დელი) — დიდ მოგოლთა იმპერიის მე-13 იმპერატორი, უფლისწულ ჯაჰან-შაჰის ვაჟი, ბაჰადურ-შაჰ I-ის შვილიშვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუჰამად-შაჰი იყო მოგოლთა იმპერატორის, ბაჰადურ-შაჰის ვაჟის, ჯაჰან-შაჰის შვილი. 1719 წლის სექტემბერში, მისი ბიძაშვილის, შაჰ-ჯაჰან II-ის გარდაცვალების შემდეგ, მუჰამადი ძმებმა სეიიდებმა იხმეს დელიში და იმპერიის ფადიშაჰის ტიტული უბოძეს. 1721–1722 წლებში ძმებ სეიიდებს მუჰამადის ახალმა ვეზირმა ნიზამ ულ-მულქმა ბოლო მოუღო და თავად გადაიბარა სახელმწიფოს საქმეები.

მუჰამად-შაჰის მმართველობის დროს მოგოლების იმპერიამ საბოლოოდ დაკარგა თავისი სავაჭრო მაგისტრალები, ტერიტორიები და მცირე სახელმწიფოდ გარდაიქმნა. ყველაზე მტკივნეული გამოდგა ნადირ-შაჰის გამანადგურებელი შემოსევა, რამაც წერტილი დაუსვა მოგოლთა ძლიერებას. ლაჰორი, სინდი, ქაბული და ღაზნი აფშარიდების იმპერიამ ჩაიგდო ხელში, ინდოსტანის ნახევარკუნძულზე არსებული მიწები კი ჯერ კიდევ აურანგზების დროს აღზევებული მარათჰების იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

მუჰამად-შაჰი გარდაიცვალა 1748 წლის 26 აპრილს, დელიში. მის შემდეგ დიდ მოგოლთა ტახტზე ავიდა თავისი ვაჟი, აჰმად-შაჰ ბაჰადური.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • К. Рыжов. «Все монархи мира. Мусульманский восток 15-20 вв.», Москва, «Вече», 2004 г.
  • N. N. Haidar and M. Sardar, Sultans of Deccan India, 1500-1700, The Metropolitan Museum of Art, NY, 2015, p. 336
წინამორბედი:
შაჰ-ჯაჰან II
დიდ მოგოლთა იმპერატორი
17191748
შემდეგი:
აჰმად-შაჰ ბაჰადური