აფხაზთმცოდნეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აფხაზთმცოდნეობა იგივე აფხაზოლოგია (აფხ. Аҧсуаҭҵаара) — ერთ-ერთი მიმართულება კავკასიოლოგიაში, აფხაზეთის, აფხაზური ენის, აფხაზური ეთნოსის, და აფხაზთა კულტურის კვლევის კომპლექსური მეცნიერება.

აფხაზური ენის არსებობის დამადასტურებელ უძველეს ფაქტობრივ დოკუმენტს წარმოადგენს 40 აფხაზური სიტყვა და წინადადება, რომელიც ცნობილ ოსმალ მოგზაურს ევლია ჩელების გაუკეთებია 1641 წელს. არსებული ჩანაწერი ასევე მიიჩნევა პირველ წვლილად აფხაზოლოგიაში.

დღესდღეობით აფხაზოლოგიის ცენტრად მიიჩნევა დიმიტრი გულიას სახელობის ჰუმანიტარული კვლევების აფხაზური ინსტიტუტი.

აფხაზოლოგიის ბეჭდვით ორგანოს წარმოადგენს — ჟურნალი „აფხაზოვედენიე“ (რუს. «Абхазоведение»).

აფხაზური ენის კვლევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს სსრ ფილოლოგებმა. აფხაზური ენის პირველი ლექტორი თსუ-ში იყო ცნობილი ქართველი მეცნიერი სიმონ ჯანაშია.

ცნობილი აფხაზოლოგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასევე ვ. ლუკასენი (ნიდერლანდები), ა. სპრაიტი (ნიდერლანდები), გ. დეეტერსი (გერმანია), კ. ბოუდა (გერმანია), ჯ. დიუმეზილი (საფრანგეთი), ჟ. შარაშიძე (საფრანგეთი), ლ. ტრიგო (აშშ), დ. კეტმანი (აშშ), ბ ბოქსი (აშშ).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]