შინაარსზე გადასვლა

უბიხური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უბიხური ენა
tʷaχəbza
თჿახჷბზა
გავრცელებულია თურქეთის დროშა თურქეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა
ლინგვისტური კლასიფიკაცია იბერიულ-კავკასიური ენები
დამწერლობის სისტემა კირილიცა, ლათინური დამწერლობა
ენის კოდები ISO 639-1:
ISO 639-2: uby
ISO 639-3: uby
რუკა
  უბიხური ენის გავრცელების არეალი
  უბიხური ენის გავრცელების არეალი
  უბიხური ენის გავრცელების არეალი

უბიხური ენა (უბიხ. tʷaχəbza, t°axəbza, თჿახჷბზა) — იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის აფხაზურ-ადიღური ჯგუფის უდამწერლობო, მკვდარი ენა. უბიხურად მეტყველი უკანასკნელი უბიხი — ტევფიკ ესენჩი გარდაიცვალა 1992 წლის 7 ოქტომბერს, თურქეთში.

უბიხური ენა ეკუთვნის აფხაზურ-ადიღურ ენათა ჯგუფს. ზოგი მკვლევარი ამ ჯგუფს მოიხსენიებს ჩრდილო-დასავლურად საპირისპიროდ ჩრდილო-ცენტრალური და ჩრდილო-აღმოსავლური ჯგუფებისა. სამივე ეს ჯგუფი ქართველურ ენებთან ერთად ქმნის იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს.

ენის კვლევის ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უბიხურ ენას შუალედური მდგომარეობა უკავია აფხაზურ-აბაზურ და ჩერქეზულ ენებს შორის. ხმოვანთა სისტემა ძალიან მარტივია, თანხმოვანთა კი — ძალიან რთული. სახელს აქვს ბრუნვის, რიცხვის, განსაზღვრულობისა და კუთვნილების გრამატიკული კატეგორიები. ზმნა მრავალპირიანია, მდიდარი უღლებისა და წარმოქმნის კატეგორიებით. ლექსიკაში ბევრია ნასესხობა ჩერქეზული და თურქული ენებიდან.

უბიხური ენის პირველი დაუმთავრებელი გრამატიკული მონახაზი ეკუთვნის ცნობილ რუს კავკასიოლოგს პეტრე უსლარს. უსლარის ინფორმატორი იყო წარჩინებული გვარიშვილი 14 წლის ბარზეგი. ეს ჩანაწერები გაკეთებულია დიდი ემიგრაციის წინ, მაიკოპში, საბრძოლო მოქმედებების სიახლოვეს; სამუშაოს გასრულება ვერ მოხერხდა, რადგანაც ბერზეგი მალევე გაუჩინარდა. უსლარის პატარა ნაშრომი წარმოადგენდა ერთადერთ დამხამრე სახელმძღვანელოს მათთვის, ვინც უბიხური ენის შესწავლით იყო დაინტერესებული.

უბიხებისა და მათი ენის შესახებ მასალები იბეჭდებოდა ცნობილ კრებულში „Сб. материалов для описания местностей и племен Кавказа (1881-1915)“, რომელიც თბილისში გამოდიოდა.

1898 წელს ახალ სამშობლოში უბიხები პირველად მოინახულა დანიელმა მეცნიერმა ოგე ბენედიქტსენმა. მას გაუკეთებია ჩანაწერები, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოუქვეყნებია. ბენედიქტსენის ტფილისში ჩამოსვლას ადასტურებს 1897 წლის გაზეთ „ივერიაში“ ჩანაწერი: „ამ ჟამად ტფილისში იმყოფება დანიის ახალგაზრდა მეცნიერი აკე ბენედიქტსენი (ოგე ბენედიკტსენი), რომელიც კოპენჰაგენიდან ჩამოვიდა. ტფილისიდგან ახალგაზრდა მეცნიერი ქართლში და შემდეგ ერევნის გუბერნიაში წავა. ბენედიქტსენის მოგზაურობის მიზეზი კავკასიის ერთა თვისებანის შესწავლაა. მეცნიერს აზრადა აქვს წავიდეს ოსმალეთის სომხეთში, სადაც მთელს ზამთარს დაჰყოფს.[1]

უბიხურისადმი ინტერესი მე-20 საუკუნეში გაცხოველდა. აღსანიშნავია ადოლფ დირისა და იულიუს ფონ მესაროშის ნაშრომები, რომელთაც ერთვის ტექსტები და ლექსიკონები. დირის ნაშრომი დაიბეჭდა 1927-1928 წლებში, მესაროშისა კი — 1934 წელს. მასალა ორივე ნაშრომისათვის შეკრებილ იქნა ადგილზე. დირმა მოინახულა საფანჯას ტბის რეგიონი, მესაროშმა კი — მანისისა.

განსაკუთრებული ღვაწლი უბიხური ენის შესწავლის საქმეში მიუძღვის ცნობილ ფრანგ მეცნიერს, აკადემიკოს ჟორჟ დიუმეზილს. დიუმეზილი, შედარებითი მითოლოგიისა და ეპოსის, ინდოევროპული ცივილიზაციისა და რელიგიის ისტორიის აღიარებული მკვლევარი, კავკასიური ენებიტა და პირველ რიგში, უბიხურიტ, 20-იან წლებში დაინტერესდა, როდესაც იგი სტამბოლის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. მას კარგი შესაძლებლობა მიეცა, უშუალოდ დაჰკვირვებოდა და ადგილზე შეესწავლა კავკასიური ენები ანატოლიაში, ე. წ. „მცირე კავკასიაში“.

1931 წლიდან მოყოლებული დიუმეზილმა გამოაქვეყნა რამდენიმე მონოგრაფია, მიძღვნილი უბიხური და, საერთოდ, კავკასიური ენების გრამატიკული სტრუქტურისადმი. 1955-1971 წლებში მან ჩაატარა არაერთი სამეცნიერო ექსპედიცია და სეაგროვა უძვირფასესი ტექსტობრივი მასალა უბიხური, ჩერქეზული, აფხაზური და ლაზური ენებისა. 1960 წელს დიუმეზილმა დააარსა ახალი სერია „კავკასიური ტრადიციებისა და ენების ანატოლიური დოკუმენტები“. სულ გამოქვეყნდა ხუთი ტომი.

1957 წელს ჟ. დიუმეზილმა უბიხური ენის კვლევის საქმეში ჩართო თვალსაჩინო კავკასოლოგი, ნორვეგიელი ჰანს ფოგტი, რომელმაც 1963 წელს ოსლოში გამოაქვეყნა „უბიხური ენის ლექსიკონი. ფონოლოგიური გამოკვლევთა და ტექსტებით“. უბიხური მასალა ხშირად ყოფილა ქართველი კავკასიოლოგების ქ. ლომტათიძსა და გ. როგავას მეცნიერული კვლევის საგანი.

ჟ, დიუმეზილმა მოიარა უბიხთა განსახლების თითქმის ყველა ადგილი. იგი დიდი ხნით ჩადიოდა ხოლმე მათ სოფლებში ენის, ფოლკლორის, ადათების შესასწავლ-გამოსავლენად; კავკასიიდან გასახლების მონაწილეთა შთამომავლებისაგან იწერდა ყველაფერს ემიგრაციის შეახებ. ბევრ თავის ინფორმატორთან, როგორებიც იყვნენ ჰუსეინ ქოზანი, მუსა ქიაზიმი, ალი ბილაში, ილიას ჰოსქანი და მრავალი სხვა, იგი დაკავშირებული იყო მრავალწლიანი ურთიერთობით. შემდგომში იგი მადლობის გრძნობითა და ტკივილით იგონებდა მოხუცთა ამ უბიხურ აკადემიას და იმ დროს, როცა ისინი ერთობლივი სამუშაოთი გართულები, გარშემორტყმულნი იყვნენ მათი შვილებითა და შვილიშვილებით, რომელთაც უკვე აღარ ესმოდათ თავიანთი წინაპრების ენა.

ჟ. დიუმეზლი და მის კვალად ჰანს ფოგტი ნაცნობ უბიხებს შორის გამოყოფდნენ მშობლიური ენისა და ადათ-წესების შესანიშნავ მცოდნეს თევფიქ ესენჩს (1904-1992). ბუნებისაგან მომადლებული ნიჭითა და კეთილშობილებით გამორჩეულმა ესენჩმა ტავიდანვე აუღო ალღო მეცნიერთა მოღვაწეობის მიზანსა და მნიშვნელობას. იგი გასაოცარი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა იმათ მუსაობას, ვინც ცდილობდა, გადაერჩინა მისი ხალხის წარსული და ენა. წლების მანძილზე მათთან თანამშრომლობდა, ყოფილა რამდენიმეჯერ პარიზში დიუმეზილტან და ოსლოში — ფოგტთან. დიუმეზილის ზოგიერთ ნაშრომს ესენჩის გვარიც ამშვენებს, როგორც ტანამშრომლისა და თანაავტორისა. მისგან ჩაწერილია ბევრი უბიხური ტექსტი, არსებობს მისი მეტყველების ჩანაწერიც.

უბიხურის ფონოლოგიური სისტემა წარმოადგენს შუალედურ რგოლს აფხაზურ-ააბაზურსა და ჩერქეზულ ენებს შორის. ამ უმწელობო ენაში დაცულია არქული ვითარება. ამასთანავე მისთვის დამახასიათებელია მეორეული მოვლენებიც, მაგალიტად, ფარინგილიზაცია. ფარინგილიზებული თანხმოვნებით უბიხური კონსონატიზმი ერთდროულად უპირისპირდება ამ ჯგუფის დანარჩენ წევრებს. ამავე დროს აფხაზურტან ერთად იგი განარჩევს დენტალურ ლაბიალიზებულ ხშულებსა და სისინ-შიშჲნა აფრიკატებს ჩერქეზული ენების საპირისპიროდ; სამაგიეროდ, უბიხურს, ისევე როგორც ჩერქეზულ ენებს, აფხაზურისაგან განსხვავებით, აქვს ლიტერალი თანხმოვნები.

უბიხურის მარტივი ვოკალიზმი გამოირჩევა საოცრად რთული კონსონანტიზმის ფონზე. უბიხურის ხმოვანთა სისტემას ეხებოდნენ ად. დირი, იულ. მესაროში, ჟ. დიუმეზილი. ჟ. დიუმეზილი თავის პირველ ნაშრომში ემყარებოდა წინმავალ ავტორებს. 1957 წლიდამ ჟ. დიუმეზილმა სულ სხვა სისტემა შეიმუშავა თავისი ძჳელი ნააზრევი მან საფუძვლიანად გადაამუშავა, გაემიჯნა რა წინმავალ ავტორებს. უბიხური ვოკალიზმი მან ორ ხმოვნამდე დაიყვანა: ა/ა̈ და ჷ. შემდგომში იგი უკვე სამ ხმოვანს გამოყოფს. ჰ. ფოგტის აზრით, ორ ძირიტად ხმოვანს, ა-სა და ჷ-ს მესამეც უნდა დაემატოს, რომელიც ალბათ მეორეულია, მაგრამ დღეს მისი არსებობა ფაქტიაო. მ. კუმახოვი ორ ხმოვანს გამოყოფს. გ. შარაშიძე ამბობს, რომ ფონემური თვალსაზრისით უბიხურში ერთი ხმოვანია სამი ფონეტიკური ვარიანტით, ერთმანეთისაგან ღიაობით განსხვავებული: მაქსიმალური [ა̝], საშუალო [ა] და მინიმალური [ჷ]. მისი აზრით, ბევრად უფრო მოხერხებულია და ხელს არაფერს უშლის სამი ფონემის დაშვება. ნ. ტრუბეცკოი ისეთი ენების რიცხვში, რომლებშიც ტემბრული თვისებები ფონოლოგიური ღირებულების არ არის, ასახელებს ადიღეურს. ასე უნდა იყოს უბიხურშიც. ამ ენის ხმოვნებს ახასიათებენ მხოლოდ ღიაობის ხარისხის მიხედვით. აქ წარმოდგენილია ხაზოვანი სისტემა სხვა ენების სამკუთხა ან ოთხკუთხა სისტემებისაგან განსხვავებით. თუმცა ჟ. დიუმეზილი აღნიშნავს, რომ თანამედროვე უბიხურში ა̝ ხმოვნის ძირითადი მახასიათებელია ტემბრის სიმყარე და არა სიგრძე. გარდა ძირითადი ხმოვნებისა, უბიხურში გვაქვს პოზიციურად მიღებული ხმოვნები. თითქმის ყველა მკვლევარი აღნიშნავს, რომ ხმოვნების არტიკულაციაზე დიდ გავლენას ახდენს თანხმოვანთა აკუსტიკურ-არტიკულაციური თვისებები. ჰ. ფოგტის აზრიტ, ამიტომაცაა ხმოვნებში კომბინატორული ვარიანტები და უსაზღვრო ვარიაციულობა.

საერთოდ ცნობილია, რომ ასეთ მოვლენას განსაკუთრებული გასაქანი ეძლევა უმწერლობო ენებში, რომ რყევას ინდივიდუალურ მეტყველებაშიც კი დიდი ადგილი უჭირავს.

  • ხმოვნები

ხმოვანი ღია ხმოვანია, გვხვდება ყველა პოზიციაში. მეზობელი თანხმოვნებიდან მეტი ძალა აქვს წინამავალს. ამიტომაცაა რომ თითქმის არ განიცდის ცვლილებას. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას მყარ ა̝-ს (ჟ. დიუმეზილი). თავკიდურად იგი თითქმის ყოველთვის მორფოლოგიური ელემენტია: განსაზღვრულობის არტიკლი, ნაცვალსახელოვანი პრეფიქსი. გვაქვს ძირისეულიც.

განსაზღვრულობის არტიკლია: ა́-თჷთ — კაცი, -ჩჷ́ — ცხენი;
მე-3 პირის ნიშანია: კ ͂ან — მიდის;
ფუძისეულია: ͜ბა́ — ავადმყოფი, გ ͂ა́ — ცუდი, შა́ — პერანგი.

ა ხმოვანს შეუძლია სხვადასხვა გახმოვანება შეიძინოს: საშუალო ა-დან დაწყებული, შუაენისმიერი და უკანაენისმიერი ა-ს გავლით ღია ა-მდე. ანლაუტში ა არ განიცდის თანხმოვნის გავლენას. შიშჲნა პალატარული სპირანტებისა და ველარული ლაბიალიზებული სპირანტების წინ ვიტარდება ͝ი და ͝უ: აჟ → ა ͝იჟ — შლამი; აღ°ა → ა ͝უღ°ა — სიღრმე, ხვრელი. პალატალური თანხმოვნების წინ ა რბილდება, ველარულების წინ კი — მაგრდება.

შუა პოზიციაში ა ორმაგ გავლენას განიცდის, ყველაზე მეტს — პალატარული, ლიბიალიზებული და ველარული თანხმოვნებისაგან. ჰ. ფოგტის გამოკვლევით იგი გამოითქმის როგორც საშუალო ა, ფინალურ პოზიციაში კი — როგორც პალატალური ა; როგორც უკანა რიგის ა, იგი გამოითქმის მხოლოდ ველარული თანხმოვნების შემდეგ. თავკიდურა და ბოლოკიდურა ა-საგან განსხვავებით, შუა პოზიციაში ა შეიძლება მომრგვალდეს კიდეც პალატალიზებული და ლაბიალიზებული ველარების მეზობლობაში: ქ°აბჟა → ა°ობჟა — კაცი, ქმარი. დიუმეზილისაგან განსხვავებით, ფოგტის დაკვირვებით სიმოკლე და პალატალობა ხშირად ეთანხმება.

მყარი ა̝ ყველას მეორეულ ფონემად მიაჩნია:
შ,ა̝გ ͂ა́ — სულელი ← შ,ა — თავი + აგ ͂ა́ — ცუდი;
ღა̝ბღ ͂ა — მისი ბუდე ↔ ღა მისი + ბღ ͂ა — უმაღლესი.

ამრიგად, მყარი ა̝ მიღებულია ა+ა-ს კონტრაქციით, თუმცა ჰ. ფოგტის დაკვირვებით არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ა̝-ს პოზიციური წარმომავლობა არ ჩანს:

ზა̝ლ'ა — ხიდი, ბა̝́და — ყველა, ნწა̝ღა — თეფში.

ა̝ ნაკლებად განიცდის გარემომცველი თანხმოვნების გავლენას. სიტყვის თავში ა გვხვდება მხოლოდ ჲ-ს წინ → ეჲ.

ა̝-სა და ა-ს ოპოზიცია არის ზმნურ ფორმებში:
ჲა̝ჶჷნ — ჭამენ, ჲაჶჷნ — ჭამს;
აკ ͂ა̝ნ — მიდიან, აკ ͂ან — მიდის;
აზბჷა̝ნ — ვხედავ მათ, აზბჷჲან — ვხედავ მას.

ხმოვანი ჷ დახურულია, არ გვხვდება თავკიდურად, გარდა ერთი შემთხვევისა: როცა იგი გამქრალი პირის ნიშნის ადგილასაა:

ჷნყაყა ← ჲჷნყაყა — თქვა

ჷ-ს აქვს ყველა დახურული ხმოვნის ელფერი; ლაბიალიზებული, პალატალური და ველარული თანხმოვნების მომდევნოდ ჷ-ს აქვს უ-ს გახმოვანება:
აქ°ჷნ → აქ°უნ → აქუნ — წვიმს;
ჴ°ჷნჷ → ჴ°უნჷ → ჴუნჷ — ვირთხა.

ჷ პალატალიზებული თანხმოვნების შემდეგ გადადის ე-სა და ი-ში:

ხ ͂ჷ → ხ ͂ე — თავადი, ღაჩჷ — ღაჩი — მისი ცხენი.

შიშინა ლაბიალიზებული სპირანტების მეზობლობაში ისმის უ:

აჟ°ჷ → აჟ°უ — მოხუცი. ასევე ზემოქმედებენ ს, ზ სპირანტები, ნ, ლ სონორები, ლ' ლატერალი.

გავლენას ახდენენ ჲ და უ̂ სონანტები. მათი კომბინაციები ძირითადად ხმოვნებთან დიფთონგებს წარმოშობს და ვიღებთ პოზიციურად მიღებულ ხმოვნებს:

ჲა → ჲა, დახურულ მარცვალში → ე;
ჲჷ → ჲი → ი
უ̂ა → უ̂ა/უ̂ო, უ̂ჷ → უ̂უ/უ

ნასესხებ სიტყვებში ო გადმოდის უ̂ ო-დ:
ოდა → უ̂ოდა, ჷჲ → იჲ/ი, ჷუ̂ → უუ̂/უ.

ყველაზე მეტი ნაირფერობაა აჲ და აუ̂ ჯგუფებთან დაკავშირებით, თავსა და ბოლოში აჲ დიფთონგია. რაც შეეხება აუ̂-ს, არის შემთხვევები მისი მონოფთონგიზაციისა, თუმც ჰ. ფოგტს მოჰყავს მაგალითი, როცა ო: და აუ̂ ოპოზიციას ქმნის.

ა და ჷ ფონემები დაპირისპირებული არიან მახვილიან პოზიციასა და ღია აუსლაუტში. ოპოზიცია ისპობა მაშინ, როცა ა უპირისპირდება ნულს ან უმახვილო ჷ-ს.

  • თანხმოვნები

უბიხურის კონსონანტიზმი საოცრად მდიდარია. გვაქვს პალატალური, ჰალატალიზებული, ლაბიალური, ლაბიალიზებული, ფარინგალური, ფარინგალიზებული თანხმოვნები... თანხმოვანთა რიცხვი 80-ს აღწევს. ვასხვავებთ როგორც პალატალურებსა და პალატალიზებულებს, ისე — ფარინგალებსა და ფარინგალიზებულებს. ეს უკანასკნელები, ნაწილი მაინც, როგორც ჩანს პოზიციური ვარიანტებია მარტივი რიგებისა. ჰ. ფოგტის დაკვირვებით ერთის მხრივ, ფარინგალიზებულ ლაბიალურ თანხმოვნებსა და მარტივ ლაბიალებს შორის, და მეორე მხრივ ლაბიალიზებულ ფარინგალებსა და ველარებს შორის საერთოა ის, რომ მათ შორის ოპოზიცია ელიმინირებულია მარტივი ლაბიალებისა და ველარების სასარგებლოდ. ასეთ რყევას ადგილი აქვს ენაში. ხშირად ფარინგალიზაცია მეორეულია, ყოველთვის არ დგინდება ოპოზიცია, მაგალითად, ჰ. ფოგტი აკავშირებს და სრულიად სამართლიანად: ყა́პა — ხელი და ͜ყა́ ͜პა — მუჭა (ფარინგალიზაცია აღინიშნება — ნიშნით); ღაბჷ́ — მაგარი და ͜ღა ͜ბა́ — ძალა. ზოგჯერ ფარინგალიზაცია ნასესხებ მასალაშიც გვხვდება. ზოგჯერ მაინც ფარინგალიზებულებით ლაბიალური ხშულების შეცვლა დერივაციის როლს ასრულებს. საინტერესოა ისიც, რომ უმეტეს შემთხვევაში ფარინგალური ელფერი მთელ სიტყვაზე ვრცელდება, რასაც ადგილი არა აქვს ͜მ და ͜ვ ფარინგალიზებულ თანხმოვნებთან დაკავშირებით. ფარინგალიზაცია ამ თვალსაზრისით (მთელ სიტყვაში წარმოჩენით) განსხვავდება ლაბიალიზაციისა და პალატალიზაციისაგან. ამდენად, ეს სულ სხვა რიგის თანხმოვნებია.

სპირანტები და ხშულები (აფრიკატებთან ერთად) წარმოდგენილია არტიკულაციის თითქმის ყველა ზონაში, როგორც სხვა იბერიულ-კავკასიურ ენებში, უბიხურშიც სპირანტები ქმნიან წყვილებს, ხშულები — სამეულებს. ზოგიერთი რიგი ნაკლულია.

საწარმოთქმო ადგილებში დაპირისპირებულნი არიან: მარტივნი ~ ლაბიალიზებულნი, მარტივნი ~ ფარინგალიზებულნი, მარტივნი ~ პალატალიზებულნი ~ ფარინგალიზებულნი და ა. შ. უბიხურში არ გვაქვს უკანა რიგის გქკ. ამ ფონემებს პალატალიზაცია განუცდიათ: გ ͂ქ ͂კ ͂. პალატალიზებულებს უპირისპირდება ლაბიალიზებულები: გ°ქ°კ°.

უბიხურში ჟღერადობა თანხმოვნის არტიკულაციას ბოლომდე გასდევს. სიტყვის ბოლოს არ ხდება დაყრუება.

უკანა რიგის თანხმოვნების (გ°ქ°...) ლაბიალიზაციას ჰ. ფოგტი ლაბიოველარიზაციას უწოდებს. ზოგ ენაში ასეთ ლაბიალიზაციას უმარცვლო უ-თი აღნიშნავენო. ლაბიალიზაციის მომენტი თანხმოვანს არტიკულაციის მთელ მანძილზე მიჰყვება. ეს განსაკუთრებით ეხება ლაბიალიზებულ სპირანტებს. მათ მომდევნოდ ჷ ჩვეულებრივ უ-ში გადადის. მომდევნო ხმოვნებზე მათი გავლენა დიდია. სხვაგვარია სისინა აფრიკატების შემთხვევაში. ამ დროს არ ხდება ლაბიალური მომენტის წინ გასწრება. ამიტომაც ასეთი თანხმოვანი ხმოვანზე ვერავიტარ გავლენას ვერ ახდენს: ც,°ა და ცა მარცვლები ხმოვანთა ტემბრებით არ განსხვავდებიან. დ°თ°ტ° ფონემების ლაბიალიზაცია განსხვავებულია. ისინი გავლენას ახდენენ როგორც წინმავალ, ისე მომდევნო ხმოვნებზე: სჷთ° — ჩემი მამა →სუ̈თ°, ად°ჷ → ად°უ̈ — მინდორი. უბიხურ ზმნაში არის თ°/თ მონაცვლეობა („ყოფნა“ ზმნა). დ°-ს შეიძლება შეენაცვლოს ბ ან ͜ბ. ასეთი რამ (დ°/ბ), როგორც უკვე ავღნიშნეთ, ქ. ლომტათიძეს შენიშნული აქვს აბაზურის აშხარულ დიალექტში.

ლაბიალიზებული დ°თ°ტ° გვაქვს მხოლოდ უბიხურსა და აფხაზურში. ისევე როგორც აფხაზურში, უბიხურშიც ეს რიგი მეორეული ჩანს. მიღებული კომპლექსებისაგან. ზოგიერთი სიტყვა ნასესხები უნდა იყოს. უბიხურში დ°თ°ტ°-ს ზოგჯერ ენაცვლება ბფპ ან ͜ბ ͜ფ ͜პ:
კ ͂ად°ჷ/კ ͂ა ͜ბჷ— მგელი, ყანც°ად°/ყანც°ა ͜ბ — ცერი.

ჟ°შ° სპირანტების ლაბიალიზაციის მომენტი გადადის წინამავალ ხმოვანზე: ͜ბაჟ° → ͜ბაუ̈ჟ° — ბებერი ამ თანხმოვნების წინ ან მომდევნოდ ჷ → უ̈:
ცანჷშ° → ცანუ̈შ° — ხმალი.

ჟ°-სა და შ°-ს გამოთქმა შეიძლება მიუახლოვდეს უ̂-სა და ჶ-ს. ჟ°გზ°/უგზ° — დიდი. ჯერ კიდევ პ. უსლარი აღნიშნავდა, რომ აფხაზურში სიტყვაში ჟ°ჷ — ათი, ისმის მხოლოდ ლაბიალიზაციის მომენტიო. უბიხური ზღაპრები ჩვეულებრივ იწყება სიტყვით ჶა́ხ ͂ა — ოდესღაც. ჟ. დიუმეზილი ამ სიტყვის ამოსავალ ფორმად მიიჩნევს შ°ა́-ხ ͂ა-ს, რომელშიც შ°ა ნიშნავს „წელს“, ხ ͂ა კი — დერივაციული აფიქსია.

კომპლექსებიდან მომდინარედ მიაჩნიათ უკანაენისმიერი ლაბიალიზებული ხშულები.

პალიტალიზებული თანხმოვნებიდან: გ ͂ქ ͂კ ͂ უბიხურშიც, ისევე როგორც აფხაზურშიც, პოზიციურად მიღებული ჩანს. პალატიზებული თანხმოვნები გავლენას ახდენენ მომდევნო ხმოვნებზე. წინამავალ ხმოვნებზე გადადის პალატიზებული ჟ-სა და შ-ს ხასიათი: აჟ → ა ͝იჟ.

ლინგვისტებმა მიაქციეს უბიხური ენას მისი ფონეტიკიდან გამომდინარე. დღესდღეობით უბიხურ ენას ანბანი არ გააჩნია არც კირილური და არც ლათინური. არსებობს მხოლოდ ტრანსკრიფციის დონეზე რომელიც დიუმეზილიმ და ფოგტიმ შეადგინა[2].

ბილაბიალურები ალვეოლარული
წინანუნისმიერი
პოსტალვეოლარები ველარები
უკანაენისმიერი
უვულარულები Glottal
laminal
closed
laminal apical
მარტივნი ფარ. მარტივნი ლაბ. lat. მარტივნი ლაბ. მარტივნი ლაბ. პალ. მარტივნი ლაბ. ფარ. პალ. მარტივნი ლაბ. ფარ. ფარ. & lab.
ხშულები მჟღერი b

͜ბ
d

დ°
g'
გ ͂

გ°
ფშვინვიერი p'
p̲'
͜ფ
t

თ°
k'
ქ ͂

ქ°
q'
ჴ ͂
q

ჴ°

͜ჴ
q̄°
͜ჴ°
აბრუპტივი p

͜პ

t°ʼ
ტ°
k'’
კ ͂
k’
k°’
კ°
q'ʼ
ყ ͂
q’
q°’
ყ°
q̄’
͜ყ
q̄°’
͜ყ°
აფრიკატები ფშვინვიერი c
č
ċ
I

I°
č
მჟღერი ʒ
ǯ'
ʒ̇
I
ʒ°
I°
ǯ
აბრუპტივი c’
λ’
ლ̣’
č'’
ċ’
I
c°’
I°
č’
სპირანტები ფშვინვიერი f

͜ვ
s
ł
ლ’
š'
š°
შ°

I

I°
š
χ
῾ხ
x'
ხ ͂
x

ხ°

͜ხ
x̄°
͜ხ°
h
მჟღერი z
l
ž'
ž°
ჟ°
ż
I

I°
ž
ğ
῾ღ
ɣ'
ღ ͂
ɣ
ɣ°
ღ°
ɣ̄
͜ღ
ɣ̄°
͜ღ°
ნაზალურნი m

͜მ
n
შუაენისმიერნი y
w
უ̂

უ̂
მთრთოლი r
  • ფონეტიკური პროცესები

სპონტანური ფონეტიკური პროცესებიდან არასნიშნავია გქკ-ს პალატალიზაცია. ძნელია ამ პროცესის პოზიციურობის დადგენა. ეს პროცესი უფრო ღრმადაც კი მიდის: გ°ქ°კ° → გ ͂ქ ͂კ ͂. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ლაბიალიზებული გ°ქ°კ°-რიგი. ასევე მოხდა ჴ-სა და ყ-ს პალატალიზაცია, ზოგიერთი რიგის ფარინგალიზაცია. ზოგიერთ შემთხვევაში აშკარაა ფარანგალიზაციის მეორეულობა. ლაბიალიზებული ხშულების ზოგიერთი რიგი (დ°ტ°თ°, გ°ქ°კ°) კომპლექსებიდან მომდინარე ჩანს, რასაც ამტკიცებს ქ. ლომთათიძე აფხაზურ-აბაზურის მიმართ. ეს ფონემები აშკარად განსხვავებულია სისინა ლაბიალიზებული აფრიკატებისა და სპირანტებისაგან.

ბგერათაკომპლექსები უბიხურთი ასეთი წესები მოქმედებს: თავკიდურა და ბოლოკიდურა კომპლექსები ერთნაირია იმ შემთხვევაში, როცა ბოლოკიდურა კომპლექსები მომდინარეობენ ორი მორფემის შეერთების შედეგად. საერთოდ ენისათვის დამახასიათებელია თავკიდურა კომპლექსები. კომპლექსი არ შედგება სამზე მეტი წევრისაგან, ჩვეულებრივია ორწვერა კომპლექსი. სამწვერიანი სულ ორი კომპლექსია: აფსთან — სივდება, იბერება, (ძირია ფსთ) და ნდღ — ნდღა (მზე). აქ ნ განვითარებული ჩანს.

მეორე წევრის არტიკულაცია განსაზღვრავს წინა წევრსას: თუ იგი მჟღერია, წინა წევრიც მჟღერი იქნება; თუ ყრუა, წინა წევრისც იქნება ყელხშული ან ყრუ.

პირველ წევრად არასოდეს არ არის აფრიკატი და ლაბიალიზებული ფონემა. არის ერთი გამონაკლისი: ს°ტ — წიხლის კვრა. ფოგტის აზრით უნდა მომდინარეობდეს ტჷრყ°-სგან.

ყველაზე ხშირად ანლაუტში პირველ წევრად გვხვდება ბილაბილაური ხშულები. ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს ქმნის ფ: ფრ, ფლ', ფს, ფსI, ფშ, ფშა, ფხ ͂, ფხ°, ფჩ, ფჩა, ფჴ, ფჴ°. ფ-ს მოსდევს ბ: ბრ, ბლ, ბზ, ბზI, ბჟ, ბღ, ბღ ͂, ბღ͜°. ყველაზე მცირე ჯგუფს ქმნის პ: პლ', პწ, პწI, პჭ, პყ, პყ ͂.

ეს კომპლექსები ჰ. ფოგტის მიერაა დადგენილი. დენტალური ხშულებიდან თავკიდურად კომპლექსში გვხვდება თ: თხ, თხ ͂, თხ°, თ'ხ, სტ,... დ და ტ თითოოროლა მაგალითს იძლევა, ასევე ცოტაა ანლაუტში სიბილანტები (სპირანტები). თავკიდურ პოზიციაში არის ნ, მ ფონემების მცირე რაოდენობა. ნ განვითარებული უნდა იყოს თითქოსდა დაუშლელ მრავალმარცვლიან სიტყვებში ინლაუტში გვხვდება სონანტების (მ, ნ, რ) მქონე კომპლექსები.

  • ძირეული მორფემების სტრუქტურა

მახვილი სუსტია და მოძრავი. ის ხან გადმოდის განსაზღვრულობის ა-სა და დეტერმინანტ პრეპოზიციურ ნაწილაკებზე, ხან — არა. ასეთი წესია ერთმარცვლიან სიტყვებში: ცI°ჷ́ → ა́ც° — ხარი, ჩჷ́ → აჩჷ́ — ცხენი (გამონაკლისია). ორმარცვლიან სიტყვებში, თუ მახვილი პირველ მარცვალს მოუდის, ის რჩება. თუ მახვილი ბოლო მარცვალზეა, მაშინ ის ინაცვლებს დართულ ნაწილაკზე:

ფხ°ადჷკ° — ქალიშვილი → უ̂ა́ფხ°ადჷკ° — ეს ქალიშვილი;

კ°აბჷ́ — მგელი → უ̂ა́კ°აბჷ — ეს მგელი;

დახ°ა́ → ა́დახ°ა — ზაფხული.

პრეფიქსი ა გამოხატავს განსაზღვრულ ფორმას, მასზე ჩვეულებრივ გადადის მახვილი: თ°ჷ → ა́თ° — მამა, მჷზჷ́ → ა́მჷზ — ბავშვი. ჷ ხმოვნის რედუქცია ხდება არა მარტო აუსლაუტში, არამედ ინლაუტშიც: მჷღ°ა́ → ა́მღ°ა — გზა. იშვიათია, როცა მახვილი რჩება ჷ ხმოვანზე: ჩჷ́ → აჩჷ́ — ცხენი. საინტერესოა, კ ͂ა͜ბჷ́ — სიტყვაში „მგელი“ ზა-ს დართვით მახვილის პოზიცია არ იცვლება კ°°აბჷ́ → ზაკ ͂ა͜ბჷ́ — რომელიღაც მგელი, შდრ. უ̂ა́კ°ა͜ბჷ — ეს მგელი.

ფრაზის ბოლოს მახვილიანი მარცვლის ტონი დაბლდება, კითხვით წინადადებაში კი ტონი მაღალია. შესიტყვებებში მახვილი ჩვეულებრივ მეორე წევრზე მოდის, მრავალმარცვლიანებში სხვადასხვანაირი ვითარებაა.

  • არსებითი სახელი

უბიხურის მორფოლოგიური სტრუქტურა მეტ სიახლოვეს ამჟღავნებს ადიღურ (ჩერქეზულ) ენებთან. აფხაზურისაგან განსხვავებით, ამ ენებს არ აქვთ გრამატიკული კლასები, მაგრამ აქვთ ბრუნება. სახელური ჯგუფები ძირითადად სემანტიკური ნიშნების მიხედვითაა გამოყოფილი. სახელს აქვს ზოგადოების, განსაზღვრულობა-განუსაზღვრელობის, კუთვნილებითობის, ბრუნვის რიცხვის, კავშირის კატეგორიები. არის როგორც პრეფიქსაცია, ისე სუფიქსაცია.

ზოგადობას ანუ ე. წ. სალექსიკონო ფორმას წარმოადგენს სუფთა ფუძე: ჩჷ — ცხენი, ც|°ჷჲა́ — სახლი, თჷთ — კაცი, ყა — სიტყვა, შაა — თავი.

განსაზღვრულობას გამოხატავს ა- თავსართი. ის, რიცხვის განურჩევლად, დაერთვის სუფთა ფუძეს. მახვილი ჩვეულებრივ მასზე გადადის. მახვილი იშვიათად რჩება თავის პირვანდელ ადგილზე. საინტერესო მორფონოლოგიური ფაქტია: განსაზღვრულობის არტიკლი ა- და III პირის ნიშანი ა- გვხვდება მახვილის ადგილით. სახელურ სინტაგმაში მახვილი განსაზღვრულობის არტიკლზეა, პრედიკატულ სახელურ სინტაგმაში კი — თავის ადგილზე.

განუსაზღვრელობა შეიძლება გამოიხატოს ზა („ერთი“) რიცხვითი სახელის დართვით, რაც თითქმის ყველა ენაშია შესაძლებელი. სა-სთან ერთად გამოიყენება ხოლმე სუფიქსი გ°არა — რაღაც. ასეთი გამონათქვამები უკვე შესატყვისებას წარმოადგენს.

განსაზღვრულობის ა- თავსართი შეუთავსებელია ჩვენებით და კუთვნილებით პრეფიქსებთან.

ბრუნება ქართულ სამეცნიერო სკოლას აფხაზურ-აბაზური სახელების უბრუნველობა არქაულად მიაჩნია. გათვალისწინებულია საკუთარ სახელებსა და პირის ნაცვალსახელების უბრუნველობბა ერგატივში (ადიღური და უბიხური ენები). ჟ. დიუმეზილს კი მიაჩნია, პირიქით; აფხაზურის ვიტარება მეორეულად წარმოუდგენია, ადიღური და უბიხური ენების ბრუნება შემცირებულად.

უბიხურში 2 ბრუნვაა: პირდაპირი და ირიბი. პირდაპირ ბრუნვას წარმოადგენს სუფთა ფუძე, ნულოვანი მწარმოებლით. ირიბი ბრუნვის ნიშანია მხ. რიცხვში - (ხმოვნის შემდეგ), ჷნ (თანხმოვნის შემდეგ), მრავლობით რიცხვში — ნა. პირდაპირ ბრუნვაში მრავლობითი რიცხვი არ გამოიხატება. ამ შემთხვევაში სიმრავლე გამოიხატება ზმნაში.

თანდებულიანი ბრუნვები. უბიხურში მრავალმნიშვნელიანი მორფემებია, რომლებსაც ლოკატიური ბრუნვების ფუქცია ეკისრებათ. იგი ერთვის ფუძეს და გამოხატავს: ინსტრუმენტალისს, მიმართულებითს, ტრანსლატივს, აბლატივს, დროის აღნიშვნას.

  • პირის ნაცვალსახელებია:
მხ. რიცხვი მრ. რიცხვი
I პირი სჷღ°ა — მე შჷღ°ა — ჩვენ
II პირი უ̂ჷღ°ა — შენ ს|°ჷღ°ა — თქვენ

ეს ნაცვალსახელები არ იბრუნვის, ღ°ა ფორმატი შეიძლება შევუდაროთ აფხაზურ -რა-ს (სარა — მე) და ქართული -ნა-ს (მენა, შენ).

III პირში გამოიყენება ჩვენებითი ნაცვალსახელები (შდრ. ქართულს). ეს ნაცვალსახელები იბრუნვის.

ჩვენებით ნაცვალსახელებში დაპირისპირებულია ეს ~ ის, განსხვავებით აფხაზურისაგან, ქართულისაგან (ეს, ეგ, ის). მრავლობითი რიცხვის (სახელებში) გამოხატვისას ფორმდება საზღვრული, მსაზღვრელის (მფლობელის) ამსახველი კუთვნილებითი აფიქსებით, რომლებიც წარმოადგენენ პირის ნაცვალსახელთა ძირეულ მორფემებს. ასეა პირველ ორ პირში (მხოლობითშიც და მრავლობითშიც), რადგანაც III პირის ნაცვალსახელი ენას არ გააჩნია, აქაც გამოიყენება ჩვენებითი ნაცვალსახელები. აფხაზურისაგან განსხვავებით, უბიხურში კუთვნილებითი აფიქსები განირჩევა საზღვრულის რიცხვით, ე. ი. გრამატიკული რიცხვი გამოხატულია კუთვნილებით აფიქსებში მაშინ, როდესაც თვით საზღვრული ნეიტრალური რჩება:

  • ცეცხლი - „ამიძე“, აფხაზურად „ამცა“.
  • მთვარე - „ამეძი“, აფხაზურად „ამზა“.
  • წვიმა - „აკკუ“, აფხაზურად „აკუა“.
  • წყალი - „ბზი“, აფხაზურად „აძი“.
  • თვალები - „აბლია“, აფხაზურად „აბლა“.
  • მარილი - „ჯი“, აფხაზურად „აჯიკა“.
  • ჯანაშია რ., „უბიხური ფოლკლორი“, (კავკასიური სახლი), თბ., 2001
  • ჯანაშია რ., „უბიხური ენა“, (ჩერქეზული კულტურის ცენტრი), თბ., 2015

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. გაზ. „ივერიელი“, 1897, №185, 7 სექტემბერი
  2. Условные обозначения звуков убыхского языка