შინაარსზე გადასვლა

დუზჯეს პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
დუზჯეს პროვინცია
თურქ. Düzce ili
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
რეგიონი შავი ზღვის რეგიონი
ადმ. ცენტრი დუზჯე
შიდა დაყოფა Akçakoca, Çilimli, Cumayeri, დუზჯე, Gölyaka, Gümüşova, Kaynaşlı, Yığılca, Akçakoca, Çilimli, Gümüşova, Gölyaka, Yığılca და Kaynaşlı
კოორდინატები 41°00′00″ ჩ. გ. 31°00′00″ ა. გ. / 41.00000° ჩ. გ. 31.00000° ა. გ. / 41.00000; 31.00000
მმართველი Vasip Şahin
დაარსდა 9 დეკემბერი, 1999[1]
ფართობი 3.641 კმ²
მოსახლეობა 369 674 (2021)[2]
სასაათო სარტყელი თურქეთის დრო და UTC+3
სატელეფონო კოდი 380
საფოსტო ინდექსი 81000–81999
საავტომობილო კოდი 81
ოფიციალური საიტი http://www.duzce.gov.tr/
დუზჯეს პროვინცია — თურქეთი
დუზჯეს პროვინცია

დუზჯეს პროვინცია (თურქ. Düzce ili) — პროვინცია (ილი) ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში. ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი დუზჯე. მოიცავს 8 რაიონს.

ჩრდილოეთით პროვინციას საზღვრავს შავი ზღვა. ასევე ესაზღვრება ბოლუს, ზონგულდაქის და საქარიის პროვინციები.

ხშირია მიწისძვრები.

მოსახლეობა 329 ათ. ადამიანი 2007 წლის შეფასებით. უდიდესი ქალაქია:დუზჯე (56 ათ. ადამიანი, 2000). პროვინციას თურქეთში უწოდებენ "თურქეთის გაერთიანებულ ერებს", რადგან აქ ცხოვრობენ: თურქები, ადიღეელები, აფხაზები, ჩვენებურები (ქართველი მუსლიმები), ლაზები, ბოშები და ემიგრანტები ბალკანეთიდან.

პროვინცია გამოეყო ბოლუს პროვინციას 1999 წლის ნოემბრის დამანგრეველი მიწისძვრის დროს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]