ალექსანდრე გოგობერიშვილი
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ალექსანდრე გოგობერიშვილი | ||
დაბადების თარიღი | 26 თებერვალი, 1977 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ | ||
სიმაღლე | 183 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | საყრდენი ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1992–1993 | რკონი კასპი | 8 | (0) |
1994–1995 | დინამო თბილისი | 1 | (0) |
1995 | შევარდენი თბ. | 6 | (0) |
1996 | გურია ლანჩხუთი | 11 | (1) |
1996–1997 | მერანი თბილისი | 34 | (3) |
1997 | დინამო თბილისი | 15 | (3) |
1998 | ლოკომოტივი თბ. | 13 | (7) |
1999–2000 | ანჟი მაჰაჩყალა | 10 | (0) |
2000–2001 | ვიტ ჯორჯია | 32 | (7) |
2002–2004 | დინამო თბილისი | 66 | (10) |
2004 | ლოკომოტივი თბ. | 14 | (3) |
2005–2008 | სკ ბაქო | 74 | (7) |
2008–2009 | ყარაბაღი აღდამი | 4 | (0) |
2009 | ოლიმპიკი ბაქო | 13 | (1) |
2009–2010 | სიონი ბოლნისი | 28 | (6) |
2010–2011 | ბაია ზუგდიდი | 9 | (0) |
2011 | სიონი ბოლნისი | 17 | (1) |
2011–2012 | თურანი თოვუზი | 32 | (4) |
2012–2013 | გურია ლანჩხუთი | 28 | (14) |
2013– | სიონი ბოლნისი | 38 | (3) |
ეროვნული ნაკრები | |||
2001–2005 | საქართველო | 5 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ალექსანდრე 'ალეკო' გოგობერიშვილი (დ. 26 თებერვალი, 1977, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, ბოლნისის „სიონის“ საყრდენი ნახევარმცველი.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარიერა დაიწყო კასპის საფეხბურთო კლუბ „რკონში“. 1994 წელს 1 მატჩი ჩაატარა თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. 1995-16 წლების სეზონი გაატარა 2 კლუბში, თბილისის „შევარდენსა“ და ლანჩხუთის „გურიაში“. 1996 —1997 წლების სეზონი გაატარა თბილისის „მერანში“, შემდეგ „დინამოში“ დაბრუნდა, სადაც მხოლოდ 6 თვე გაატარა და ასევე დედაქალაქის კლუბ „ლოკომოტივში“ გადავიდა. 1999-2000 წლებში ითამაშა მაჰაჩყალის „ანჟიში“, 2000 წელს დაბრუნდა საქართველოში და კარიერა „ვიტ ჯორჯიაში“ განაგრძო. 2002 წელს დაბრუნდა „დინამოში“, სადაც 2 სეზონი გაატარა.
2005 წელს აზერბაიჯანში გადავიდა და თამაში საფეხბურთო კლუბ „ბაქოში“ განაგრძო, რომელსაც ცნობილი აზერბაიჯანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ასკერ აბდულაევი წვრთნიდა. 2008-2009 წლებში ითამაშა ასევე აზერბაიჯანულ კლუბებში, აღდამის „ყარაბაღსა“[1] და ბაქოს „ოლიმპიკში“.[2]
2009 წლის აგვისტოში დაბრუნდა საქართველოში და ბოლნისის „სიონს“ შეუერთდა, შემდეგ ზუგდიდის „ბაიაში“ გადავიდა, უმაღლეს ლიგაში ჩატარებული 9 მატჩის შემდეგ „სიონში“ დაბრუნდა. 2011 —2012 წლების სეზონის საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრისას ასკერ აბდულაევის მიწვევით თოვუზის „თურანში“ გადავიდა[3] და პირველივე სეზონში 30 მატჩი ჩაატარა, 4 გოლის გატანა შეძლო. მასთან ერთად „თურანში“ ირიხებოდნენ ზურაბ ძამსაშვილი და გიორგი ბერიაშვილი. 2012 წლის აგვისტოში კლუბმა ლეგიონერებთან კონტრაქტი შეწყვიტა,[4] რის შემდეგაც ალექსანდრე გოგობერიშვილი სამშობლოში დაბრუნდა.
აზერბაიჯანიდან წამოსვლის შემდეგ მის ყოფილ კლუბს, ლანჩხუთის „გურიას“ შეუერთდა, რომელიც პირველ ლიგაში ასპარეზობდა. ლანჩხუთური კლუბი უმაღლეს ლიგაში აღზევების შემდეგ ბოლნისის „სიონში“ გადავიდა და ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვირდა.
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2001 —2005 წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 5 მატჩი, ძირითად შემადგენლობაში დაიწყო 2 ამხანაგური შეხვედრა, კვიპროსისა და რუმინეთის წინააღმდეგ. მისი დებიუტი შედგა 2001 წლის 9 მაისს, აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში, მან 46-ე წუთზე გიორგი შაშიაშვილი შეცვალა.[5]
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დინამო თბილისი:
- უმაღლესი ლიგა ჩემპიონი (3): 1993/1994, 1997/1998, 2002/2003
- საქართველოს თასის გამარჯვებული (3): 1993/1994, 2002/2003, 2003/2004
ლოკომოტივი თბილისი:
- საქართველოს თასის გამარჯვებული (1): 2004/2005
სკ ბაქო:
- აზერბაიჯანის ჩემპიონი (1): 2005/2006
ყარაბაღი აღდამი:
- აზერბაიჯანის თასის გამარჯვებული (1): 2008/2009
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- სტატისტიკა National-football-teams.com-ზე (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - დეკემბერი 2020
- დაბადებული 26 თებერვალი
- დაბადებული 1977
- ქართველი ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- თბილისის შევარდენის ფეხბურთელები
- ლანჩხუთის გურიას ფეხბურთელები
- თბილისის მერანის ფეხბურთელები
- თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელები
- მაჰაჩყალის ანჟის ფეხბურთელები
- ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები
- სკ ბაქოს ფეხბურთელები
- აღდამის ყარაბაღის ფეხბურთელები
- ბაქოს აზალის ფეხბურთელები
- ბოლნისის სიონის ფეხბურთელები
- ზუგდიდის ფეხბურთელები
- თოვუზის თურანის ფეხბურთელები