შინაარსზე გადასვლა

აზად რაჰიმოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზად რაჰიმოვი
აზერ. Azad Rəhimov
აზად რაჰიმოვი აზერ. Azad Rəhimov
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრობისა და სპორტის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 თებერვალი, 2006 – 30 აპრილი, 2021

დაბადებული8 ოქტომბერი, 1964
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
გარდაცვლილი30 აპრილი, 2021 (56 წლის)
ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ
მოქალაქეობადროშა: სსრკ სსრკ
დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
ჯილდოებიდიდების ორდენი

აზად არიფ-ოღლუ რაჰიმოვი (აზერ. Azad Arif oğlu Rəhimov; დ. 8 ოქტომბერი, 1964 — გ. 30 აპრილი, 2021) — აზერიბაიჯანის ახალგაზდობისა და სპორტის მინისტრი 2006–2021 წლებში.

1981 წელს დაამთავრა სკოლა და ჩააბარა აზერბაიჯანის უცხო ენათა ინსტიტუტში ინგლისური ენის ფაკულტეტზე. 1984 წელს იგი აირჩიეს ქალაქ ბაქოს № 245 საშუალო სკოლის კომკავშირის მდივნად. 1986 წელს მიიღო უმაღლესი განათლება და 1987 წელს მოსკოვში გაიარა სამხედრო მოსამსახურის კურსი. 1987 წელს ქალაქ ბაქოს ხატაინის რაიონის რაიონულ კომიტეტში დაიწყო მუშაობა. 1989—1990 წლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდული ორგანიზაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.

1998 წლიდან 2006 წლის 7 თებერვლიდან მუშაობდა სააქციო საზოგადოება „იტალდიზაინის“ გენდირექტორის თანამდებობაზე. 2006 წლიდან — აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი.[1]

აზადა რაჰიმოვი გარდაიცვალა 2021 წლის 30 აპრილს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ[2][3].