აბულფაზ ყარაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აბულფაზ ყარაევი
აბულფაზ ყარაევი
აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2006
პრეზიდენტი  ილჰამ ალიევი
პრემიერ-მინისტრი  არტურ რასიზადე
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა

აზერბაიჯანის ახალგაზრდობის, სპორტისა და ტურიზმის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 აპრილი, 2001 – 2006
პრეზიდენტიჰეიდარ ალიევი
ილჰამ ალიევი
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 ივლისი, 1994 – 18 აპრილი, 2001

დაბადებული13 ნოემბერი, 1956 (1956-11-13) (62 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანი
მოქალაქეობააზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მამამურსალ ყარაევი
განათლებაუცხო ენების ინსტიტუტი
რუსეთის მეცნიერებათა აკადემია

აბულფაზ მურსალის ძე ყარაევი (აზერ. Əbülfəs Mürsəl oğlu Qarayev; დ. 13 ნოემბერი, 1956, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსი. 2006 წლიდან აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბულფაზ ყარაევი დაიბადა 1956 წლის 13 ნოემბერს ბაქოში, ქირურგ მურსალ ყარაევის ოჯახში. მამამისი იყო ექიმ აბულფაზ ყარაევის ვაჟი და კომპოზიტორ ყარა ყარაევის ძმა. 1978 წელს დაამთავრა უცხო ენათა ინსტიტუტი და იმავე წელს დაიწყო მასწავლებლობა საათლის რაიონის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში. 1978–1980 წლებში იგი მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში. 1989-1992 წლებში სწავლობდა რუსეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში. 1992 წლიდან, ერთი წლის განმავლობაში, იკავებდა ბაქოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მასწავლებლის თანამდებობას. 1993 წელს გახდა შპს „Improteks“-ის (ბაქო) კომერციული დირექტორი. 1994 წელს დაინიშნა ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრად. 1997 წლიდან 2006 წლამდე იკავებდა აზერბაიჯანის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრემიერის, ხოლო 2001–2006 წლებში ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის თანამდებობას. 2006 წლის 30 იანვარს დაინიშნა აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]