შინაარსზე გადასვლა

მადეირა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მადეირა (მრავალმნიშვნელოვანი).
პორტუგალიის ავტონომიური რეგიონი
მადეირის ავტონომიური რეგიონი
პორტ. Região Autónoma da Madeira
დროშა გერბი


Das Ilhas as Mais Belas e Livres
ქვეყანა პორტუგალიის დროშა პორტუგალია
ადმ. ცენტრი ფუნშალი
შიდა დაყოფა სანტა-კრუში, Porto Moniz, Porto Santo, São Vicente, სანტანა, Ponta do Sol, Calheta, Ribeira Brava, მაშიკუ, კამარა-დე-ლობუში და ფუნშალი
კოორდინატები 32°45′00″ ჩ. გ. 17°00′00″ დ. გ. / 32.75000° ჩ. გ. 17.00000° დ. გ. / 32.75000; -17.00000
მმართველი Miguel Albuquerque
დაარსდა 1976
ფართობი 801 კმ²
მოსახლეობა 250,769[1] კაცი (2021)
სიმჭიდროვე 313 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი Western European Time
სატელეფონო კოდი 351 291
საავტომობილო კოდი P
ოფიციალური საიტი https://www.madeira.gov.pt/

მადეირა (პორტ. Madeira) — პორტუგალიის ავტონომიური რეგიონი ატლანტის ოკეანეში. ძირითადად მოიცავს კუნძულ მადეირას, პორტუ-სანტუს და დეზერტაშს. მადეირა არის ევროკავშირის წევრი როგორც პორტუგალიის განსაკუთრებული ტერიტორია.[2]

მადეირა 1418-1420 წლების შუალედში იქნა აღმოჩენილი პორტუგალიელი მეზღვაურების მიერ. არქიპელაგის აღმომჩენის ინიციატორად ითვლება ენრიკე პორტუგალიელი. მოგვიანებით ბრიტანეთის იმპერიამ მოახდინა ამ კუნძულების ოკუპირება, ნაპოლეონის ომების პერიოდში ეს ტერიტორია 1814 წელს პორტუგალიას დაუბრუნდა.[3] მადეირა არის ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი, კუნძული განთქმულია თავისი ღვინით და ყვავილებით. ყოველ ახალ წელს აქ იმართება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფოიერვერკის შოუ, სწორედ აქ გაიმართა მსოფლიოში უდიდესი ფოიერვერკის შოუ.[4] ამ ადგილს უმნიშვნელოვანესი დანიშნულება აქვს, აქედან ხორციელედება დაკავშირება კარიბის აუზის ქვეყნებთან და ევროპასთან.

მადეირაზე არის ერთ-ერთი უძველესი კურორტი, XIX საუკუნეში ევროპაში არსებობდა მხოლოდ ორი ზღვის კურორტი - ფრანგული რივიერა და მადეირა. 1976 წელს მადეირა იქცა ავტონომიურ ოლქად.

მადეირას ავტონომიური რეგიონის საკანონმდებლო ორგანო — 47 წევრისაგან შემდგარი მადეირას საკანონმდებლო ასამბლეა, რომელიც აირჩევა საყოველთაო, პირდაპირი და ფარული კენჭისყრით, პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპის შესაბამისად, 4 წლის ვადით.[5]

მადეირას ავტონომიური რეგიონის მთავრობა — რეგიონული პოლიტიკისა და რეგიონული საჯარო ადმინისტრაციის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო. პოტრუგალიის კონსტიტუცია განსაზღვრავს რა რეგიონის მთავრობის სტატუს განმარტავს, რომ რეგიონულ მთავრობას აკისრია პოლიტიკური პასუხისმგებლობა რეგიონის საკანონმდებლო კრების წინაშე. მადეირას რეგიონული მთავრობის თავმჯდომარე (პრეზიდენტი), არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ინიშნება რესპუბლიკის წარმომადგენლის მიერ. რესპუბლიკის წარმომადგენელი რეგიონული მთავრობის თავმჯდომარის (პრეზიდენტის) წინადადებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რეგიონის მთავრობის წევრებს. რეგიონის მთავრობა უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება რეგიონის საკანონმდებლო ასამბლეის წინაშე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Resident population (No.) by Place of residence, Sex and Age group; Decennial – Statistics Portugal, Population and housing census – 2021. ციტირების თარიღი: 17 November 2022
  2. http://europa.eu/scadplus/glossary/outermost_regions_en.htm
  3. http://www.britishempire.co.uk/maproom/madeira.htm
  4. Madeira “largest firework display in the world”. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2010-05-20.
  5. O Parlamento e o seu funcionamento. alram.pt. ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2020.