ომი პოლონეთის მემკვიდრეობისათვის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დანცინგის აღება რუსების მიერ. 1734 წელი.

ომი პოლონეთის მემკვიდრეობისათვის — ომი ერთი მხრივ, რუსეთ-ავსტრია-საქსონიასა და, მეორე მხრივ, საფრანგეთს შორის. მიმდინარეობდა 1733-1735 წლებში. ომის საბაბი გახდა პოლონეთის ტახტისათვის ბრძოლა ავგუსტ II-ის სიკვდილის შემდეგ. საფრანგეთამა პოლონეთის ტახტზე სტანისლავ I ლეშჩინსკის კანდიდატურა წამოაყენა. რუსეთი და ავსტრია მხარს უჭერდნენ საქსონიის კურფიურსტს ფრიდრიხ ავგუსტ II-ს. მეფის რუსეთის მთავრობამ 1733 წლის სექტემბერში პოლონეთში ჯარები შეიყვანა. 1733 წლის 12 სექტემბერს ვარშავაში სეიმმა ლეშჩინსკი მეფედ აირჩია. რუსეთის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე შლიახტის ნაწილმა მეფედ ფრიდრიხ ავგუსტი (ავგუსტ III) აირჩია. ომის დროს რუსეთის ჯარებმა დაიკავეს ტორუნი და გდანსკი. ლეშჩინსკი გაიქცა. პოლონელი მაგნატების უმრავლესობა ავგუსტ III-ის მხარეს გადავიდა. ომი დამთავრდა საფრანგეთსა და ავსტრიას შორის დადებული დადებული 1735 წლის პრელიმინალური, ხოლო 1738 წელს საბოლოო ვენის ზავით, რომელსაც 1739 წელს შეუერთდნენ რუსეთი და პოლონეთი. საფრანგეთმა პოლონეთის მეფედ ავგუსტ III სცნო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]