რინგოლდი
რინგოლდი იგივე რიმგაუდასი — მითოლოგიური ლიტვის დიდი მთავარი. პალემონიდების მითოსის მიხედვით იყო მინდაუგასის, ლიტვის პირველი მეფის მამა. რინგოლდის მამა იყო სხვა მხრივ უცნობი პიროვნება ალგიმანტასი, რომელიც პირველად იხსენიება ლიტვის ქრონიკონის მეორე რედაქციაში ( 1515 წელი). ალგიმანტასის არსებობის სხვა არავითარი მტკიცებულება არსებობს, გარდა ლიტვის ქრონიკონისა. ქრონიკონის მიხედვით რინგოლდი დაბრუნდა ნავარუდაკში, მას შემდეგ რაც მდინარე ნემანის ნაპირთან მოჰილნაში მინსკის სიახლოვეს, მონღოლები დაამარცხა. ეს ბრძოლა შესაძლებელია მართლაც მომხდარიყო, რადგანაც მონღოლები შეიჭრნენ ლიტვაში, მხოლოდ გვიან, 1230 - 1240-იანი წლების მიჯნაზე. ცნობილია, რომ ამ დროისთვის მინდაუგასს სრული ძალაუფლება ჰქონდა მოპოვებული ლიტვაში. ისევ ლეგენდამ შემოგვინახა ცნობები იმის შესახებ, რომ რინგოლდს ჰყავდა სამი შვილი. მან ნავარუდაკი დაუტოვა თავის ერთ-ერთ შვილ ვაიშვილკასს. თუმცა, სანდო წყაროები გვაწვდიან ცნობებს, რომ ვაიშვილკასი ერქვა მინდაუგასის შვილსაც. ამიტომაც, ლიტვის ქრონიკონის მესამე რედაქციაში (ცნობილია, როგორც ბიჩოვიეკის ქრონიკონი ), რინგოლდი გამოცხადებულია მინდაუგასის მამად, რათა შეესწორებინათ ცხადი უზუსტობა. ეს მითური ვერსია განსაკუთრებით აიტაცეს მარცეი სტრიკოვსკიმ და სხვა შუასაუკუნოვანმა ისტორიკოსებმა, ის დღესაც განაგრძობს არსებობას. ფაქტია ისიც, რომ მინდაუგასის მამის ვინაობა ისტორიულად ცნობილი არ არის. ლივონიური გარითმული ქრონიკონი იხსენიებს მინდაუგასის მამას, როგორც ძლევამოსილ თავადს, თუმცა სახელს არ ახსენებს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინამორბედი: უცნობია |
ლიტვის დიდი მთავარი 1219 – 1235 |
შემდეგი: დოვსპრუნკი |
|