ალექსანდრე I იაგელონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე I იაგელონი (იაგელონჩიკი)
Aleksander Jagiellończyk

ალექსანდრე იაგელონჩიკი. ავტორი იან მატეიკო
პოლონეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1) ლიტვა - 1492, 2) პოლონეთი - 1501
მმართ. დასასრული: 1) ლიტვა - 1506, 2) პოლონეთი - 1506
წინამორბედი: ლიტვა - კაზიმირ IV, პოლონეთი - კაზიმირ IV
მემკვიდრე: ლიტვა - სიგიზმუნდ I, პოლონეთი - სიგიზმუნდ I
სხვა წოდებები: ლიტვის დიდი მთავარი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 აგვისტო 1461
გარდ. თარიღი: 19 აგვისტო 1506
გარდ. ადგილი: დასაფლავებულია ვილნიაში (ვილნიუსი)
მეუღლე: ელენა მოსკოველი
შვილები: იხ. ქვემოთ
დინასტია: იაგელონები იაგელონები
მამა: კაზიმირ IV
დედა: ელზბიეტა (ელიზავეტა) რაკუჟანსკაია|pl
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ალექსანდრე I იაგელონი (ლიეტ. Aleksandras Jogailaitis; პოლ. Aleksander Jagiellończyk; 1461 წლის 5 აგვისტო - 1506 წლის 19 აგვისტო) — ლიტვის დიდი მთავარი და მოგვიანებით პოლონეთის მეფე, იყო პოლონეთის მეფე კაზიმირ IV იაგელონის მეოთხე ვაჟი. მამამისის გარდაცვალების შემდეგ აირჩიეს ლიტვის დიდ მთავრად (1492) წელს, ხოლო პოლონეთის მეფე გახდა 1501 წელს თავისი ძმის იან I ობლახტის გარდაცვალების შემდეგ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე I იაგელონი იყო პოლონეთის მეფის კაზიმირ IV-ისა და ელენე მოსკოველის შვილი, დაიბადა 1461 წელს. ალექსანდრეს არ ჰქონდა საკმარისი ფულადი სახსრები, ამიტომაც იძულებული გახდა ქედი მოეხარა პოლონეთის სენატისა და დიდებულების წინაშე, რომლებმაც ჩამოართვეს მას უფლება, ეკონტროლებინა ზარაფხანა (მემდეგში მნიშვნელოვანი შემოსავლიანი წყარო პოლონეთის მეფეებისთვის). ამ ნაბიჯით, სენატი და დიდებულები ცდილობდნენ ალექსანდრე დაემორჩილებინათ. თუმცა, იგი ფულადი სახსრების გარეშე ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას ტევტონელ რაინდებს და ვერც ლიტვის დიდი სამთავროს დაცვას თათართა და მოსკოვის დიდი მთავრის ვასილ III-ის თავდასხმებისგან. ყველაზე დიდი რისი გაკეთებაც შეეძლო ლიტვის დიდ მთავარს, იყო გაემაგრებინა სმოლენსკი და სხვა ციხე-სიმაგრეები, ან გამოეყენებინა თავისი ცოლი ელენე, ვასილ III-ის ასული, ეშუამდგომლა მამამისთან ვადროშას ბრძოლაში (1500) განცდილი კატასტროფული მარცხის შემდეგ. ამ ზავის პირობებით, ალექსანდრე I იძულებული იყო რუსეთისთვის გადაეცა ლიტვის შემადგენლობაში მყოფი რუსული მიწები, რომლებიც ლიტვის ფართობის მესამედს შეადგენდნენ.

ალექსანდრეს ზეობისას პოლონეთს განუდგა ქვეშევრდომი მოლდავეთის სამთავრო, რაც შეურაცხმყოფელი იყო პოლონეთისთვის, მისი რეპუტაციისთვის. მხოლოდ სტეფენ III-ის გარდაცვალების შემდეგ გახდა შესაძლებელი პოლონეთი დაპატრონებოდა თავის სამფლობელოებს მდინარე დუნაიზე. გულუხვობას იჩენდა პაპ იულიუს II-ც, რომელმაც გამოსცა 29 ბულა პოლონეთის დასახმარებლად. იგი ალექსანდრე I-ს ფინანსურადაც უმართავდა ხელს, რათა აელაგმა ტევტონთა ორდენის ქედმაღლობა.

ალექსანდრე იაგელონი პოლონეთში თავს უცხოდ გრძნობდა, ლიტვა მისთვის ნამდვილი სამშობლო იყო. თანამემამულე ლიტველების მიმართ უმთავრესად კეთილგანწყობილი იყო. თუმცა, ყველაზე მეტად აფასებდა სახელოვან ლიტველ მსხვილ მემამულეს, მიხეილ გლინსკის. მან მეფის ნდობა მოიპოვა კლეხთან თათრების გამანადგურებელი დამარცხების შემდეგ (1506 წლის 19 აგვისტო). ეს იყო სასიხარულო ამბავი, რომელიც ვილნიუსში, სასიკვდილო სარეცელზე ახარა გლინსკიმ მომაკვდავ ალექსანდრეს. არის საბუთი იმისა, რომ ალექსანდრეს ჰყავდა ერთი შვილი მაინც, რომელიც მეთავეობდა იაგელონების შტოს მამის გარდაცვალების შემდეგ. თუმცა, ეს არ არის ამომწურავი მოსაზრება. იგი დაკრძალეს ვილნიუსის საკათედრო ტაძარში.

აღსანიშნავია ის, რომ ალექსანდრე იაგელონი იყო ბოლო გედიმინოვჩი მეფე, რომელმაც მემკვიდრეობით შეინარჩუნა ლიტვური იაგელონების ოჯახის ენად. მისი გარდაცვალების შემდეგ მათი ოჯახი პოლონურენოვანი გახდა. ამგვარად, იაგელონები სრულად გაპოლონელდნენ.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
კაზიმირ იაგელონი

ლიტვის დიდი მთავარი

14921506
შემდეგი:
სიგიზმუნდ I
წინამორბედი:
იან I ობლახტის

პოლონეთის მეფე

15011506
შემდეგი:
სიგიზმუნდ I