შინაარსზე გადასვლა

ვლადისლავ II (პოლონეთი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვლადისლავ II)
ვლადისლავ II ლტოლვილი
პოლ. Władysław II Wygnaniec
პოლონეთი პოლონეთის (პრინცეპსი) მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1138
მმართ. დასასრული: 1146
წინამორბედი: ბოლესლავ III "ტუჩმობრეცილი"
მემკვიდრე: ბოლესლავ IV ხუჭუჭთმიანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1105
გარდ. თარიღი: 30.5.1159
გარდ. ადგილი: ალტენბერგი (გერმანია)
მეუღლე: აგნესა ფონ ბაბენბერგი
შვილები: ბოლესლავ I
მიეშკო I
კონრად წვრილფეხა
ალბერტი
რიკსა სილეზიელი
დინასტია: პიასტი
მამა: ბოლესლავ III "ტუჩმობრეცილი"
დედა: სბისლავა
ხელმოწერა:

ვლადისლავ II „ლტოლვილი“ (პოლონ.:Wladislaw II Wygnaniec) (* 1105, კრაკოვი, პოლონეთი; † 30 მაისი 1159, ალტენბურგი, გერმანია) - პოლონეთის სენიორჰერცოგი 1138-1146 წლებში, სილეზიის ჰერცოგი, კუაიავიის, სილეზიის, დიდი პოლონეთის (ველიკოპოლსკი) მთავარი. მთავარი კრაკოვისა და სანდომირის მთავარი.

ვლადისლავის მშობლები იყვნენ ჰერცოგი ბოლესლავ III "ტუჩმობრეცილი" და სბისლავა სვიატოპოლკის ასული, ნოვგოროდის პრინცესა. 1125 წელს მან იქორწინა აგნესა, ავსტრიის ჰერცოგის ლეოპოლდ III-ის ასულზე. მათი ასული რიშა 1152 წელს ცოლად გაჰყვა კასტილიის მეფეს ალფონსო VII-ეს.

სილეზიის მმართველი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამის სიცოცხლეშივე მასთან ერთად იყო სილეზიის თანამმართველი. პოლონეთის ჩეხეთთან და ავსტრიასთან კონფლიქტის დროს, უნგრეთის ტახტის მემკვიდრეობის შესახებ 1133—1135 წწ. (მამამისმა ბოლესლავმა მხარი დაუჭირა პრეტენდენტს ბორის, ხოლო მოწინააღმდეგეები — ბელა II-ს) მას დაავალეს დაეცვა სილეზიის მიწები, რაშიც მან თავი ვერ გამოიჩინა და ჩეხები მდინარე ოდრამდე მიუშვა. პოლონეთისა და ჩეხეთის დაახლოების შედეგად რომელიც სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმების შემდეგ მოხდა მონაწილეობდა ნემჩას შეხვედრაზე 1137 წელს.

1125—1127 წლებში ის დაქორწინდა აგნესა ფონ ბაბენბერგზე, ავსტრიის მარკგრაფის ლეოპოლდ III (ავსტრიის მაკგრაფი) ქალიშვილზე, რომელიც იყო მომავალი იმპერატორის კონრად III მკვიდრი და, შემდეგში იმპერატორ ფრიდრიხ I ბარბაროსას მამიდა.

ბოლესლავ III "ტუჩმობრეცილის" მიწების გაყოფა:
  სენიორატის მიწები
  ვლადისლავ II მიწები
  ბოლესლავ IV-ის მიწები
  მიეშკო III-ის მიწები
  სალომეა ფონ ბერგის ქვივრობის წილი
  სენიორატის მიწების მმართვლის პომორიეს ვასალები

მამის ანდერძის მიხედვით, რომელიც გარდაიცვალა 1138 წ. 28 ოქტომბერს, რომელიც ცნობილია ასევე როგორც «ბოლესლავ ტუჩმობრეცილის სტატუტი», ვლადისლავმა როგორც უფროსმა გვარში მიიღო სენიორატული (არამემკვიდრეობითი) სამფლობელო, სადაც შედიოდა დიდი პოლონეთის დასავლეთი, გნეზნოს ჩათვლით, მცირე პოლონეთის დასავლეთი კრაკოვითურთ, სერაძის მიწები და კუიავიის დასავლეთი ნაწილი. მან მიიღო კონტროლი გდანსკის პომორიაზე, სადაც ადგილობრივი თავადები მართავდნენ, და სენიორული ხელისუფლება დასავლეთ პომორიეზე. როგორც მემკვიდრეობითი მამული მას დარჩა სილეზია.

რადგანაც მამის სიკვდილის დროს ის უკვე ზრდასრული მამაკაცი იყო (მას შეუსრულდა 33 წელი), იყო ცოლ-შვილიანი ჰყავდა სულ ცოტა ერთი ვაჟი მაინც, ბოლესლავი (მეორე ვაჟის დაბადების თარიღი სადავოა), ვლადისლავი თვლიდა რომ ის თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებით და სამხედრო ცოდნით, როგორც ბოლესლავ I მამაცი 999 წელს, მიეშკო II 1033 წელს და მამამისი შეძლებდა პოლონეთის გაერთიანებას.

ლენჩიცის ყრილობა და ვლადისლავის რეაქცია მასზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1141 წელს ვლადისლავის დედინაცვალმა სალომეა ფონ ბერგმა და უმცროსმა ძმებმა მოაწყვეს მაგნატების ყრილობა ლენჩიცებში, სალომეის სამფლობელოში, სადაც ია არ იქნა მიიწვეული; ყრილობამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება - ბოლესლავ III "ტუჩმობრეცილის" ქალიშვილის აგნეშკას კიევის დიდი მთავრის ერთ-ერთ ვაჟზე ვსევოლოდზე მითხოვების შესახებ, რათა მისი მოკავშირეები გამხდარიყვნენ. მაგრამ ვლადისლავმა კონტრ ღონისძიებებს მიმართა, რის შედეგად კიევის მთავარი არათუ არ წავიდა შეთანხმებაზე «ბოლესლავიჩებთან», არამედ ერთი წლის შემდეგ თავისი ქალიშვილი ზვენისლავა-ანასტასია ვსევოლოდის ასული მიათხოვა მთავარ-პრინცეპსის - ბოლესლავის უფროს ვაჟს.

ძმებთან ბრძოლის დაწყება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძმებთან შეიარაღებული ბრძოლა ვლადისლავმა დაიწყო ჯერ კიდევ 1142—1143 წლებში, მოკავშირე რუსული რაზმების დახმარებით. კონფლიქტი გამწვავდა 1144 წლის 27 ივლისს მისი დედინაცვალის სალომეის გარდაცვალების გამო. ანდერძის მიხედვით მისი ქვრივობის წილი უნდა გადასულიყო სენიორატების მიწებში, მაგრამ ვლადისლავის ძმებმა, ბოლესლავ IV ხუჭუჭთმიანმა მაზოვიელმა და მიეშკო III, ამას წინააღმდეგობა გაუწიეს.

შემდეგი მოვლენები სხვა დასხვა ქრონიკებში სხვა და სხვანაირადაა აღწერილი: პოლონეკი ქრონიკი ვინცენტი კადლუბეკი, ამტკიცებს რომ, უკანასკნელის მიერ გაგზავნილი რაზმები დამარცხებული იქნა 1145 წელს მაზოვიის ვოევოდის ვშებორის მიერ პილიცას ნაპირებთან, და ვლადისლავი სრუკი წაგებისაგან იხსნა ამ დროს მოსული რუსულმა რაზმებმა. მაგრამ რუსული მატიანე გვატყობინებს რომ, არავითარი ბრძოლა არ ყოფილა და იგორ ოლეგის ძე ძმებთან ერთად, რომლებიც მოვიდნენ ვლადისლავის თხოვნით, შეხვდნენ ორივე უმცროს «ბოლესლავიჩებს», რომლებიც დათანხმდნენ ოთხი ქალაქის (კასტელანია) ვლადისლავისათვის დათმობაზე და რუსებისთვის — მაზოვიის ქალაქ ვიზნის დათმობაზე. ასე თუ ისე, ვლადისლავმა შემოიერთა სალომეას სამემკვიდრეო მიწები, ლენჩიცკის მიწები, სენიორატების მიწებს და დადო ძმებთან ზავი. მაგრამ ამით ის არ დაწყნარებულა.

პეტრე ვლასტის (ვლოსტოვიჩი) საქმე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ დროს მწვავდებოდა კონფლიქტი ვლადისლავსა და პალატინთან (ვოევოდი) პეტრე ვლასტთან (ვლოსტოვიჩი), მამამისის უახლოეს თანამებრძოლთან და ძალიან გავლენიან წარჩინებულ პირთან. პეტრე ვლასტი როგორც მამის სულის პატივისმცემელი ცდილობდა, რომ შესრულებულიყო მისი ანდერძი, არ უჭერდა მხარს ვლადისლავის პრეტენზიებს თავისი ძმების მიწებზე და ცდილობდა მათ შერიგებას. მაგრამ ვლადისლავზე ზეწოლას ახდენდა მისი მეუღლე აგნესა (აგნეშკა). ჯერ კიდევ 1145 წელს გარედან ურთიერთობა ნორმალური რჩებოდა, ვლასტმა მთავარი თავისი ვაჟის ქორწინებაზეც კი მოიწვია. მაგრამ შემდეგი წლის დასაწყისში ცოლის შეგონებით, ვლადისლავმა თავის აზნაურს დობეკს (დობეშს) უბრძანა ფარულად საიდუმლოდ შეეპყრო და მოეყვანა პალატინი. ის ციხეში ჩააგდეს, აგნესას მისი სიკვდილი ეწადა, მაგრამ ვლადისლავის ბრძანებით ის დააბრმავეს და ენა ამოჭრეს, ხოლო შემდეგ ქვეყნიდან გააძევეს. ის რუსეთში ცოლის ნათესავებთან წავიდა. ლეგენდის მიხედვით მას თითქოს სასწაულებრივად დაუბრუნდა მხედველობაც და ლაპარაკიც. ვლასტის მიმართ გატარებულმა ქმედებებმა აღშფოთების დიდი ტალღა გამოიწვია წარჩინებულებში, და ბევრი მათგანი გადავიდა უმცროსი ძმების მხარეზე.

უკანასკნელი შეტაკება ძმებთან და გაქცევა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1146 წლის დასაწყისში ვლადისლავ II-მ გადაწყვიტა ძმები სამუდამოდ გაეძევებინა თავიანთი მამულებიდან. თავიდან მან ადვილად დაიპყრო მაზოვია, ძმები აიძულა უკან დაეხიათ ქალაქ პოზნანისაკენ, რომელიც ალყაში მოაქცია. მაგრამ აქ მას სამხედრო ფორტუნამ ზურგი აქცია. მის ზურგში დაიწყო თავად-აზნაურთა ამბოხებები, და მისი მოწინააღმდეგების რიგები სწრაფად იზრდებოდა. მათ მხარი დაუჭირა ეკლესიამაც: იაკუბი ჟნინიდან, გნეზნოს არქიეპისკოპოსი, მოვიდა მეალყეთა ბანაკში და მოითხოვა ვლადისლავისაგან ძმათაშორისი ომის შეწყვეტა, ხოლო პასუხად უარის მიღების შემდეგ, მოჰკვეთა ეკლესიას. ბოლოსდაბოლოს ზურგიდან და ქალაქიდან ერთდროული შეტევის შემდეგ ბრძოლა ვლადისლავის სრული დამარცხებით დამთავრდა და ის იძულებული იქნა პოლონეთიდან გაქცეულიყო. მალე მას თავისი მეუღლეც აგნესა და ორი უფროსი ვაჟი შეუერთდა. თავდაპირველად ვლადისლავი პრაღაში წავიდა, თავის მოსახელე და ქვისლთან — ჩეხეთის მთავართან ვლადისლავ II-სთან (რომელსაც ცოლად ჰყავდა ლეოპოლდ III ავსტრიელის მეორე ქალიშვილი), მაგრამ აქტიური მხარდაჭერა ვერ ჰპოვა და გადავიდა ცოლის ძმასთან, იმპერატორ კონრად III-სთან.

კონრად III წარუმატებელი ლაშქრობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქსონიაში მისვლისას, ვლადისლავმა მიიღო ომაჟი კონრად III-ის მიმართ და იბრძოდა მისგან დახმარების მიღებისთვის რათა მიწები დაებრუნებინა. 1146 წლის აგვისტოში კონრადი მართლაც დაიძრა პოლონეთისაკენ, შედარებით მცირერიცხობრივი არმიით, მაგრამ ოდრის წყალდიდობის და პოლონელების აპატიის გამო ვერაფერს ვერ მიაღწია; მარკგრაფ კონრადის დაჟინებული მოწოდებით ის ბოლესლავთან მოლაპარაკებებზე გადავიდა, მაგრამ მხოლოდ დაპირება მიიღო რომ ის იმპერიის არბიტრაჟს მიმართავდა (რომელიც არ იქნა ასრულებული). 1147 წლის ზაფხულში ის წავიდა მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობაზე, და მას უკვე პოლონეთის თავი არც ჰქონდა.

მიუხედავად ამისა მან ვლადისლავს საცხოვრებლად გამოუყო ალტენბურგის ციხე-სიმაგრე ტურინგიაში. ვლადისლავმა დახმარებისათვის რომსაც მიმართა, და რომის პაპის ევგენიუს III-ის ლეგატმა გვოდომ მართლაც 1148 წელს მოსთხოვა პოლონეთის თავადებს მისთვის ხელისუფლება დაებრუნებინათ და მოჰკვეთეს ისინი ეკლესიას უარისათვის, მაგრამ პოლონეთის ეკლესიამ უარი განაცხადა ამ გადაწყვეტილების შესრულებზე.

ფრიდრიხ I ბარბაროსას პოლონური ლაშქრობა და ვლადისლავის სიკვდილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1157 წლის აგვისტოში გერმანიის ახალი იმპერატორი ფრიდრიხ I ბარბაროსა ისევ წავიდა პოლონეთზე ლაშქრობით, მიზეზად კი ვლადისლავის უფლებების აღდგენა მოიგონა, რომლის ცოლი მისი მამიდა იყო. ის პოზნანს მიადგა, ხოლო ბოლესლავ IV მიიღო ომაჟი იმპერატორის მიმართ, გადაიხადა ხარკი, აიღო ვალდებულება იტალიის ლაშქრობაში მონაწილეობისა, მაგრამ ვლადისლავის მიმართ შემოიფარგლა მხოლოდ მაგდებურგში სასამართლოში გამოცხადებაზე თანხმობით. თავის დაღწევის ტაქტიკით ის არ ჩქარობდა დაპირების შესრულებას, და ვლადისლავი გარდაიცვალა 1159 წლის 30 მაისს ალტენბურგში, სადაც იქნა დასაფლავებული.

1125 და 1127 წლების პერიოდში ის დაქორწინდა 1) აგნესა ფონ ბაბენგერგზე, ავსტრიის მაკგრაფის ლეოპოლდ III-ის ქალიშვილზე, რომელიც მოგვიანებით იქნა წმინდანად შერაცხილი, და 2) აგნესა ფონ ვაიბლინგენზე, წმინდა რომის იმპერიის იმპერატორ ჰაინრიხ IV-ის ქალიშვილზე და ჰერცოგ ფრიდრიხ I შვაბელის ყოფილ ცოლზე. შვილები:

  • ბოლესლავ I მაღალი (1127—1201), 1163 წლიდან სილეზიის მთავარი
  • მიეშკო I (1131/46-1211), 1163 წლიდან სილეზიის მთავრის ფორმალური თანამმართველი, 1173 წლიდან რაციბუჟის (რატიბორის) მთავარი, 1177 წლიდან — ბიტომის და ოსვენციმის, 1202 — ოპოლეს, 1210 — კრაკოვის მთავარი.
  • კონრად წვრილფეხა (1146/57-1180/1190), 1177 წლიდან გლოგუვის მთავარი
  • ალბერტი (გარდაიცვალა 1168)
  • რიკსა სილეზიელი (1130/40-1185), 1152—1157 წწ. კასტილიისა და ლეონის მეფის ალფონსო VII-ის ცოლი, 1162—1166 წწ. პროვანსის გრაფის რაიმუნდ ბერენგერ II (III)-ის ცოლი, შემდეგ ზოგიერთი ცნობებით ტულუზის გრაფის რაიმუნდ V-ის, ხოლო ზოგიერთის მიხედვით - გრაფ ალბრეხტ II ფონ ევერშტეინის ცოლი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]