აბულეთისძენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბულეთისძე.

აბულეთისძენიკახეთის დიდგვაროვან ფეოდალთა საგვარეულო XII-XIII საუკუნეების გვარის ფუძემდებელია აბულეთი. მამულები არაგვისა და კახეთის თეძმის ხეობაში ჰქონდათ. აბულეთისძენი მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. იყვნენ ერისთავთერისთავები, გამოჩენილი სარდლები, საეკლესიო მოღვაწენი. XIII საუკუნის შემდეგ დაკნინდნენ, დაკარგეს მამულები და ერისთავთერისთავობა. 1405 წლის დოკუმენტის ცნობით, აბულეთისძეთა მამულს აბაზასძეთა საგვარეულო დაეპატრონა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]