Let It Be… Naked

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Let It Be… Naked
რემიქს-ალბომი - ბითლზი
გამოცემის თარიღი 17 ნოემბერი 2003
ჩაწერის თარიღი ები-როუდის სტუდიები,
ტვიკენჰემის კინოსტუდია,
სევილ როუ,
4 თებერვალი 1968
2 იანვარი–3 იანვარი 1969
3 იანვარი–4 იანვარი 1970
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 35:04
ლეიბლი Apple
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი, ბითლზი, პოლ ჰიკსი, გაი მეისი, ალან როუსი
ბითლზი - ქრონოლოგია
1
(2000)
Let It Be… Naked
(2003)
The Capitol Albums, Volume 1
(2004)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4.5/5 stars [1]
Blender 4/5 stars
Pitchfork Media 7/10 stars [2]
Rolling Stone 3/5 stars [3]

Let It Be… Naked — ჯგუფ ბითლზის ალბომის Let it be განსხვავებული მიქსი, რომელიც გამოვიდა 2003 წელს.

ისტორია[რედაქტირება]

ალბომის წარდგენის ფორმის სახით აირჩიეს მიქსი, რომელიც უფრო ახლოს იყო ნამდვილ ბითლზთან. როკ ენ როლურ ჟღერადობაში დაბრუნებისათვის გამოყენებული იქნა ხმის ერთ-ერთი მიქსი, რომელიც თავდაპირველად უნდა გამოცემულიყო (1970 წელს), მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, გეგმები შეიცვალა. თუმცა, ეს ნაკლებად იყო დამოკიდებული ჯგუფის წევრებზე. პოლ მაკ-კარტნის მაგალითად, არასოდეს მოსწონდა ფილ სპექტორის მიერ სიმღერის The Long and Winding Road შექმნილი მიქსი. თავისთავად, ჯორჯ ჰარისონი გარდაცვალებამდე დათანხმდა ამ დისკის გამოცემაზე.

1969 წლის იანვარში ბითლზი დაბრუნდა სტუდიაში და ამზადებდა ახალ პროექტს, რომელსაც ასევე აქტიურად იღებდნენ ფირზე. პროექტის სამუშაო სახელწოდება იყო Get Back და დაგეგმილი იყო ფილმისა და ალბომის ერთად გამოცემა. ჯგუფის წევრების ერთმანეთთან უხეში დამოკიდებულების გამო ჯორჯ მარტინმა დატოვა სესიები. პროექტის დასრულების მომენტისათვის გადაწყვეტილი იქნა, რომ იგი დროებით გადაიდება - და ჩაწერილი იქნა Abbey Road. ახალი ალბომი Let It Be გამოვიდა მხოლოდ მის შემდეგ.

დაახლოებით ერთ წელიწადში კომპანიამ EMI ითხოვა ოთხეულის სტუდიაში დაბრუნება და გამოცემული იქნა სინგლი Get Back/Don't Let Me Down (1969 წლის აპრილი). ჯონ ლენონმა და ჯორჯ ჰარისონმა სტუდიაში მოიყვანეს ფილ სპექტორი, რომელსაც სთხოვეს ალბომის მიქსის დასრულება, ეს კი, შესაბამისად, განსხვავდებოდა წინა მიქსისგან. ამასთან, ფილი არა მხოლოდ აუდიოფირთან, არამედ კინოფირთან მიუშვეს, რადგანაც აუცილებელი იყო ორივე ფილმის ერთდროულად დასრულება. Let It Be გამოვიდა 1970 წლის 8 მაისს, ერთი თვის შემდეგ კი - ამავე სახელწოდების ფილმი. მაგრამ აუდიომასალის თავდაპირველ მიქსს სხვა ბედი ეწია.

პროექტი Naked[რედაქტირება]

პროექტის Naked უპირველესი მიზეზი იყო ოდითგანვე ჯგუფის მოყვარულთა და კრიტიკოსთა უკმაყოფილება ორიგინალურ ალბომში ორკესტრისა და გუნდური ვოკალების ზედმეტი რაოდენობით გამოყენებით. ბითლზს სინამდვილეში სურდა, რომ ამ ალბომს უფრო მინიმალისტური ჟღერადობა ჰქონოდა, მაგრამ ფილ სპექტორმა საკუთარი განხრით წაიყვანა იგი, რის გამოც ხშირად აკრიტიკებდნენ.

ახალი პროექტის იდეა 2000-იანების დასაწყისში დაიბადა, მაკ-კარტნის და ფილმის Let it be რეჟისორ მაიკლ ლინდსი-ჰოგის საუბრის შემდეგ. ამ საუბრის დროს განიხილებოდა ფილმის შესაძლო გამოცემა DVD ფორმატში. ამასთან, მაკ-კარტნის სურდა ამ ფილმთან ერთად Let it be-ს განსხვავებული მიქსის გამოცემაც, რომელსაც საუნდტრეკის სახე ექნებოდა.

ები-როუდის სტუდიაში სამუშაოდ მაკ-კარტნიმ იქირავა სამი ადგილობრივი ხმის ინჟინერი - პოლ ჰიკსი, გაი მეისი და ალან როუსი. მათ იმუშავეს 30 სხვადასხვა ფირთან. სირთულეს წარმოადგენდა ხმის გაწმენდა, რადგანაც ყველა სიმღერა იყო ცოცხლად ჩაწერილი, სტუდიური დანამატების გარეშე და მათ ბევრი ზედმეტი ხმაურიც ახლდა თან. ზოგიერთი დუბლიდან იქნა ამოღებული სხვადასხვა ნაწყვეტი და შედგენილი იქნა მთლიანი სიმღერები. ზოგ ადგილას შეცვლილი იქნა ტონალობა - მაგალითად, Dig a Pony-ში ჯონ ლენონის შეცდომები ვოკალური შესრულებისას ციფრულად იქნა შესწორებული.

შესამჩნევი ცვლილებები[რედაქტირება]

ორი სიმღერა, Maggie Mae და Dig It, რომლებიც შეიტანეს ალბომის პირველ გამოცემაში, იქნა ამოღებული. ამჯერად მაკ-კარტნი თვლიდა, რომ Maggie Mae, ხალხური სიმღერა, მეტად სუსტი იყო ახალ რელიზში შესატანად. Don't Let Me Down აღებულია ები-როუდის სახურავზე ჩატარებული კონცერტის ჩანაწერიდან. იმავე ჩანაწერიდან აღებულია I've Got a Feeling. Across the Universe-ს თან ახლავს ჯორჯ ჰარისონის მიერ შესრულებული სოლო სიტარაზე.

განსხვავება შეიმჩნევა სიმღერაში The Long and Winding Road. ცნობილია, რომ ფილ სპექტორის ვერსიაში შეტანილი იქნა სიმღერის უკანასკნელი დუბლი. Let It Be… Naked-ში ჟღერს ფილის ორკესტრირებისგან შესამჩნევად თავისუფალი ვარიანტი. ამასთან, სტრიქონის anyway, you'll never know, the many ways I've tried მაგივრად მაკ-კარტნი მღერის anyway, you've always known, the many ways I've tried.

სტუდიური საუბრები, რომლებიც შეიტანეს ორიგინალურ დისკში, ამოღებული იქნა. ორიგინალური ალბომის ფინალში ასევე ჟღერს საუბარი სახურავის კონცერტიდან, რომელიც ასევე იქნა ამოღებული ახალი ვერსიიდან. აგრეთვე, Let It Be… Naked-ს სიმღერების ორიგინალური თანმიმდევრობა აქვს.

მუსიკალური პრესის რეაქცია ახალ ვერსიაზე არაერთგვაროვანი იყო. ზოგიერთს არ მოეწონა დიალოგების ამოღება, რადგანაც სტაჟიანი მსმენელი მიჩვეულია მათ არსებობას დისკზე.

ალბომის გარეკანზე მონოქრომული ეფექტით წარმოდგენილია ორიგინალური გარეკანის ვარიანტი, მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯ ჰარისონის ფოტოსურათი უცნობი მიზეზების გამო შეცვლილი იქნა.

ალბომის პირველ ასლებს თან ახლდა დამატებითი 21 წუთიანი დისკი Fly on the Wall, რომელშიც შეტანილი იქნა სხვადასხვა სტუდიური დუბლი და საუბრები.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — ლენონი/მაკ-კარტნი, გარდა აღნიშნულისა. 

# სახელწოდება სიმღერის ავტორ(ებ)ი ხანგრძლივობა
1. Get Back     2:34
2. Dig a Pony     3:38
3. For You Blue   ჯორჯ ჰარისონი 2:27
4. The Long and Winding Road     3:34
5. Two of Us     3:21
6. I've Got a Feeling     3:30
7. One After 909     2:44
8. Don't Let Me Down     3:18
9. I Me Mine   ჰარისონი 2:21
10. Across the Universe     3:38
11. Let It Be     3:55
სრული ხანგრძლივობა:
35:04

დამატებითი დისკი: Fly on the Wall[რედაქტირება]

კევინ ჰაულეტის მიერ შედგენილი. ყველა სიმღერის ავტორები არიან ლენონი და მაკ-კარტნი, გარდა სიმღერების Child of Nature და John's Piano Piece, რომლის ავტორიც მხოლოდ ლენონია. All Things Must Pass ჰარისონის კომპოზიციაა. Don't Pass Me By და Taking a Trip to Carolina რინგო სტარს ეკუთვნის. Maggie Mae არის ოთხივე წევრის მიერ არანჟირებული ხალხური სიმღერა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Let It Be… Naked საიტზე Allmusic
  2. Album Reviews: The Beatles: Let It Be... Naked. Pitchfork (19 November 2003). წაკითხვის თარიღი: 9 August 2011.
  3. Anthony DeCurtis (20 November 2003). Let It Be... Naked by The Beatles. Rollingstone.com. წაკითხვის თარიღი: 9 August 2011.