Cortinarius rubellus

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Cortinarius rubellus

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cortinarius rubellus Cooke, 1887

Cortinarius rubellus — სოკოს სახეობა კორტინარიუსისებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიასა (იაპონია) და ჩრდილოეთ ამერიკას.

მომაკვდინებლად შხამიანი სოკოა. შეიცავს მომწამვლელ ნივთიერება ორელანინს, რომელიც იწვევს თირკმელების უკმარისობას და ხშირ შემთხვევაში სიკვდილს. იზრდება წიწვოვან და შერეულ, იშვიათად ფოთლლვან ტყეებში, როგორც წესი ჯგუფებად, ზაფხულიდან შემოდგომამდე. მიკორიზას უპირატესად წარმოქმნის ნაძვთან, ფიჭვთან და სოჭთან.

სოკო პირველად აღწერა ინგლისელმა ბუნებისმეტყველმა მორდეკაი კუბიტ კუკმა 1887 წელს როგორც Cortinarius rubellus.[1]

სამეცნიერო სინონიმები:

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუდის დიამეტრი — 3-8 სმ, ნორჩობაში ზარისებრიდან კონუსურამდე, შემდეგ ამოზნექილი და ბრტყლად ამოზნექილი. ცენტრში ახასიათებს წაწვეტებული ბორცვაკი. ზედაპირი მშრალია, ხავერდოვან-ბოჭკოვანი, კიდეებთან ახლოს ზოგჯერ ქერცლოვანია, წითელ-ყავისფერიდან წითურ-მურამდე.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები ფეხთან შეზრდილი, შედარებით მეჩხერი. ნორჩობაში ფირფიტები ღია ჟანგმიწისფერ-ყავისფერია, ასაკთან ერთად ჟანგისფერ-ყავისფერ შეფერილობას იღებს.

რბილობი — მოყვითალო ან მონარინჯისფრო, ბოჭკოვანი, სუსტად გამოხატული ბოლოკის სუნითა და სასიამოვნო გემოთი.[2]

ფეხის სიგრძე — 5-13 სმ, სისქე — 0,5-1,5 სმ, ცილინდრული ან ძირისკენ ოდნავ გასქელებული, ბოჭკოვანი, ნარინჯისფერ-ყავისფერი ზედაპირით. საყელოს გარეშე. ზედაპირზე ზოგჯერ შეიმჩნევა დიაგონალური ზოლები.

სპორების ფხვნილი — ჟანგისფერ-ყავისფერი. სპორები — 8-11×6,5-8,5 მკმ, ფართო ელიფსისებრი ან თითქმის სფეროსებრი, მეჭეჭებიანი ზედაპირით. ბაზიდიუმი — გურზისებრი, ოთხსპორიანი.[3]

ეკოლოგია და გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზრდება ნიადაგზე, როგორც წესი ჯგუფებად, იშვიათად ერთეულებად წიწვოვან და შერეულ ტყეებში. იშვიათად გვხვდება ფოთლოვან ტყეებში[4] მიკორიზას უპირატესად წარმოქნის ნაძვთან, ფიჭვთან და სოჭთან. ურჩევნია მჟავე, ნესტიანი და ტორფიანი ნიადაგი.

Cortinarius rubellus-ის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიას. ევროპაში გავრცელებულია ბრიტანეთის კუნძულებზე, ესპანეთში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, რუსეთში, სკანდინავიის ქვეყნებში და ა.შ.[5] ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებულია აშშ-სა (ორეგონი, კალიფორნია, ვაშინგტონი) და კანადაში (ბრიტანეთის კოლუმბია, ნიუ-ბრანსუიკი).[6] აზიაში გავრცელებულია იაპონიაში, კერძოდ იაცუგატაკეს მთებში (იამანასის პრეფექტურა).[7]

სზეონი — აგვისტოდან ნოემბრამდე.[8][9]

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოქსიკურობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომაკვდინებლად შხამიანი სოკოა. შეიცავს დიდი რაოდენობით მიკოტოქსინ ორელანინს. გარდა ამისა, სოკო შეიცავს ფალოტოქსინსა და ამატოქსინს. მოწამვლის სიმპტომები გვიან (5-15 დღის შემდეგ) ვლინდება და დამანგრეველ გავლენას ახდენს თირკმელებზე. ადრეული სიმპტომებია — ღებინება, გულისრევა, ცხელება, კუნთების ტკივილი, დიურეზის (შარდის გამოყოფა) ზრდა ან შემცირება. სპეციფიკური ანდიტოდი არ არსებობს, მკურნალობა განისაზღვრება გრძელვადიანი ან სამუდამო დიალიზით ან თირკმლის გადანერგვით.

1972 წელს ფინეთში სოკოთი 4 ადამიანი მოიწამლა.[10] მას შემდეგ მოწამვლის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა შვედეთში,[11] ავსტრიასა[12] და შოტლანდიაში.[4]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Cooke MC (1887). „New British Fungi“. Grevillea. 16 (78): 42–49 [44].
  2. Phillips R (2006). Mushrooms. London, United Kingdom: Pan MacMillan. p. 186. ISBN 978-0-330-44237-4.
  3. Cortinarius rubellus Cooke - Deadly Webcap. First-nature.com. ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი, 2022.
  4. 4.0 4.1 Short AI, Watling R, MacDonald MK, Robson JS (1980). "Poisoning by Cortinarius speciosissimus". Lancet. 2 (8201): 942–44. doi:10.1016/s0140-6736(80)92104-2.
  5. Cortinarius rubellus. Discover Life. ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი, 2022.
  6. Cortinarius rubellus Cooke. GBIF — Global Biodiversity Information Facility. ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი, 2022.
  7. Shibata H (2004). "Cortinarius rubellus, a poisonous species new to Japan". Mycoscience. 45 (6): 395–97. doi:10.1007/S10267-004-0198-4. S2CID 84769467.
  8. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 2, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1980, p. 200-201, ISBN 3-405-12081-0
  9. Jean-Louis Lamaison & Jean-Marie Polese: „Der große Pilzatlas“, Editura Tandem Verlag GmbH, Potsdam 2012, p. 127, ISBN 978-3-8427-0483-1
  10. Hulmi S, Sipponen P, Forsström J, Vilska J (1974). "Mushroom poisoning caused by Cortinarius speciosissimus". Duodecim; Lääketieteellinen Aikakauskirja (in Finnish). 90 (14): 1044–50. PMID 4426277.
  11. Holmdahl J, Blohmé I (1995). "Renal transplantation after Cortinarius speciosissimus poisoning". Nephrol. Dial. Transplant. 10 (10): 1920–22. doi:10.1093/ndt/10.10.1920. PMID 8592605.
  12. Franz M, Regele H, Kirchmair M, Kletzmayr J, Sunder-Plassmann G, Hörl WH, Pohanka E (1996). "Magic mushrooms: hope for a 'cheap high' resulting in end-stage renal failure". Nephrol. Dial. Transplant. 11 (11): 2324–27. doi:10.1093/oxfordjournals.ndt.a027160. PMID 8941602.