იამანასის პრეფექტურა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იამანასის პრეფექტურა

იამანასი, (იაპ. 山梨県), პრეფექტურა იაპონიაში, კ. ჰონსიუს ცენტრალურ ნაწილში. ფართობი 4,5 ათ. კმ2, მოსახლეობა 884.531 კაცი (2005). ადმინისტრაციული ცენტრი - ქ. კოფუ. იამანასის ცენტრალურ ნაწილში კოფუს ქვებულია, რომლის ირგვლივ მთებია: დასავლეთით და ჩრდილოეთ-დასავლეთით - აკასის ქედი, ჩრდილოეთით - კანტოს მთები, სამხრეთ-აღმოსავლეთით - ვულკანური ფუძიამა (3776 მ). იამანასი ქვეყნის მეაბრეშუმეობის ერთ-ერთი მთავარი რაიონია. მოჰყავთ ბრინჯი და ხორბალი. განვითარებულია მეხილეობა, მეცხოველეობა, მანქანათსაშენი, საფეიქრო (უმთავრესად აბრეშუმის), კვების, ხის დასამუშავებელსი, მინის მრეწველობა. მთავარი სამრეწველო ცენტრია ქ. კოფუ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 5, გვ. 47, თბ., 1980