ჯოვანი სკუდიერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამშენებლო წარწერა მშრალ ხიდზე

ჯოვანი სკუდიერი[1] (დ. 1817, პადუა — გ. 5 ივნისი, 1851, თბილისი), არქიტექტორი, ეროვნებით იტალიელი. მოღვაწეობდა რუსეთის იმპერიაში, კერძოდ ოდესასა და თბილისში.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1831 დაამთავრა უმაღლესი საიმპერატორო–სამეფო სასწავლებელი პადუაში. 1837 გაემგზავრა რუსეთში. თავდაპირველად მუშაობდა ოდესაში. 1846 კავკასიის მეფისნაცვალმა მ.ვორონცოვმა გადმოიყვანა თბილისში და დანიშნა თბილისის საქალაქო არქიტექტორის მოვალეობის შემსრულებლად. 1847–დან იყო მეფისნაცვლის კანცელარიის საკარანტინო ნაწილის არქიტექტორი. დაიღუპა ხარაჩოებზე სამხედრო ტაძრის მშენებლობის დროს (შენდებოდა მისი პროექტით).

შემოქმედება[რედაქტირება]

სკუდიერი ძირითადად იმ დროს რუსეთის იმპერიაში გავრცელებულ ისტორიულ სტილებში მუშაობდა: იტალიური რენესანსი, ბაროკო, რუსული კლასიციზმი. მისი პროექტით აშენდა ყოფილი ვორონცოვის ხიდი (იგივე მიხეილის ხიდი, ახლანდელი – მშრალი ხიდის გაგრძელება[2];), ქარვასლა და თეატრი (ოპერის ძველი შენობა) ყოფილ ერევანსკის მოედანზე (ახლანდელი თავისუფლების მოედანი). შენობა მონუმენტური მასშტაბის, შესრულებული იტალიურ რენესანსის სტილში, იმ დროინდელ თბილისიში ერთ–ერთი საუკეთესო ნაგებობას წარმოადგენდა[3]. ინტერიერი მოხატა და გააფორმა რუსმა მხატვარმა გ.გაგარინმა. შენობა 1974 წელს დაიწვა, აღადგინეს მხოლოდ ქარვასლა[4]. 1934 წელს შენობა აიღეს, მოედნის რეკონსტრუქციის მიზნით.

ფოტოგალერეა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. რუსეთში ივანე ბორისის ძედ იყო ცნობილი;
  2. ხიდი შეცვლილია
  3. ალექსანდრე დიუმა (უმცროსი) მოხიბლული იყო თეატრის სილამაზით და ყველაზე ლამაზ თეატრად ასახელებდა ნანახთა შორის;
  4. შენობის მიწისზედა ნაწილი, სადაც იყო განთავსებული ქარვასლა

ლიტერატურა[რედაქტირება]