სემ ფილიპსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სემ ფილიპსი (Sam Phillips; დ. 5 იანვარი, 1923, ფლორენსი, ალაბამა — გ. 30 ივლისი, 2003, მემფისი, ტენესი) — ამერიკელი პროდიუსერი, სტუდიის «Sun Records» დამფუძნებელი. ყველაზე უკეთ ცნობილია, როგორც ელვის პრესლის აღმომჩენი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1950 წლის 3 იანვარს ფილიპსმა გახსნა «Memphis Recording Service» მემფისში, ტენეის, რომელიც 1950-იან წლებში სან რეკორდსის სტუდიის ფუნქციას ასრულებდა. მუსიკის გარდა ის იწერდა ქორწილებისა და პანაშვიდების გამოსვლებს და მისთ. ფილიპს მიაწერენ ასევე როკ-ენდ-როლის პირველი ჩანაწერის გაკეთებას. ეს იყო ჯეკი ბრენსტონისა და მისი "დელტის კატების" სიმღერა "რაკეტა-88", რომელიც ლეიბლით Chess/Checkers გამოვიდა ჩიკაგოში 1951 წელს. ელვის პრესლი მან აღმოაჩინა შავკანიანი მომღერლების ხმის მანერით მომღერალი თეთრკანიანი კანდიდატურის ძიებისას.