ჯაჰანგირი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იმპერატორი ჯაჰანგირი
ჯაჰანგირის საფლავი

სალიმ ნურუდდინ ჯაჰანგირი (სპარს. „მსოფლიოს დამპყრობელი“; დ. 30 აგვისტო, 1569 – გ. 28 ოქტომბერი, 1627) — დიდ მოგოლთა იმპერიის იმპერტორი 1605-1627 წლებში. ტახტზე ავიდა მისი მამის აქბარის გარდაცვალების შემდეგ. ცხოვრობდა ქალაქ აგრაში. მისი მმართველობა გამოირჩეოდა რჯულშემწყნარებლობით და ევროპელებთან ვაჭრობის წახალისებით. მისი მმართველობის დროს 1611 წ. ინგლისელებმა მიიღეს ნებართვა დაეარსებინათ პირველი სავაჭრო დასახლებები ინდოეთში. მისი ომები იყო წარუმატებელი, თუმცა 1621 წ. ირანელებს წაართვა ქალაქი ყანდაარი. ჯაჰანგირის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა მისი მეუღლე სილამაზით განთქმული ნურ-ჯაჰანი („მსოფლიოს სინათლე“), რომელიც ჯაჰანგირმა წაართვა ყოფილ მეუღლეს, რომლის მოკვლა ბრძანა ფადიშაჰმა.

ცხოვრების ბოლო წლები ცნობილია ჯაჰანგირის ვაჟებისა და მხედართმთავრების ხშირი აჯანყებებით. საკუთარი ვაჟის, მემკვიდრე შაჰ-ჯაჰანის ერთ-ერთი აჯანყების დროს ჯაჰანგირი გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Mahajan, Vidya Dhar. "Jahangir". Muslim Rule In India (fifth ed.). p. 140.
  • Mahajan, Vidya Dhar (1970). "Jahangir". In S. Chand & Co.. Muslim Rule In India (fifth ed.).
  • Mahajan, Vidya Dhar. "Jahangir". Muslim Rule In India (fifth ed.). p. 148.
  • Jahangir. The Tuzuk-i-Jahangiri, or, Memoirs of Jahangir. Trans. A. Rogers. Ed. H. Beveridge. 2 Volumes. Delhi, Low Price Publications, 2001. 1, p. 206.
  • Purchas, S. Hakluytus Posthumus, or, Purchas his pilgrims. 4 Volumes. London, W. Stansby for H. Fetherstone, 1625, 2, ix, p. 1481.
  • Jahangir, Tuzuk, 2, p. 218; Jahangir, Tuzuk, 2, p. 49.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: