ქაშმირი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქაშმირის რუკა. მწვანე ფერით აღნიშნულია პაკისტანის მიერ დაკავებული ტერიტორია. ყავისფრად — ინდოეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ჯამუ და ქაშმირი, თეთრად — აქსაიჩინი, ჩინეთის მიერ დაკავებული

ქაშმირი (ქაშმ. کٔشِیر / कॅशीर; ჰინ. कश्मीर; ურდუ: کشمیر‎‎; უიგურ. كەشمىر; შინ. کشمیر) — ინდოსტანის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სადავო ტერიტორია. ჰიმალაის მთებში მდებარე ისტორიული სამთავრო. ქაშმირის გაყოფა არ არის ოფიციალურ დონეზე დადასტურებული, იგი წარმოადგენს დაძაბულობის კერას მის მფლობელ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი ინდოეთსა და პაკისტანს შორის.

ქაშმირს ჩრდილოეთიდან ავღანეთი, აღმოსავლეთიდან ჩინეთი, სამხრეთიდან ინდოეთი და დასავლეთიდან პაკისტანი ესაზღვრება.

დღესდღეობით ქაშმირი იყოფა ინდოეთის შტატ ჯამუ და ქაშმირად, ფართობი 101 387 კმ², მოსახლეობა 10,1 მლნ კაცი. თვითგამოცხადებული აუღიარებელი ქვეყანა აზად-ქაშმირი, ფართობი 13 000 კმ² და მოსახლეობა 3,6 მლნ კაცი, აკონტროლებს პაკისტანი. „ჩრდილოეთის ტერიტორია“ ფართობი 72 500 კმ² და მოსახლეობა 1 მლნ კაცი, აკონტროლებს პაკისტანი და მცირე ტერიტორია ჩინეთის კონტროლის ქვეშ, რომლის ფართობია 37 555 კმ², ხოლო მოსახლეობა რამდენიმე ათასია. ქაშმირის საერთო ფართობია 222 236 კმ².

ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირება[რედაქტირება]

ქაშმირში ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირების ისტორია:

  • 1947 წელი, ინდოეთმა და პაკისტანმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს.
  • 1949 წელი, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეტანხმდნენ. პაკისტანმა ქაშმირის 1/3 მიიღო.
  • 1965 წელი, იწყება ომი პაკისტანის მიერ ინსპირირებულ ამბოხებაზე ინდოეთის საპასუხო ქმედების შედეგად.
  • 1971 წელი, ქაშმირში სერიოზული ბრძოლებია ბანგლადეშის დამოუკიდებლობის გამო ინდოეთ-პაკისტანის ომის დროს.
  • 1989 წელი, მზარდი სეპარატისტული მოძრაობა იწყებს შეიარაღებულ გამოსვლებს ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში.
  • 1998 წელი, ინდოეთი და პაკისტანი ბირთვული იარაღის ტესტებს აწარმოებენ.
  • 1999 წელი, იწყება ქარგილის ორთვიანი კონფლიქტი პაკისტანის მიერ საკონტროლო ხაზის დარღვევის შედეგად.
  • 2001 წელი, ბრძოლები განახლდა ექსტრემისტული დაჯგუფებების გააქტიურების გამო.
  • 2002 წელი, სეპარატისტები ინდოეთის სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • „24 საათი“ 2002 წ. N1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]