აჰმადნაგარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჰმადნაგარიშუა საუკუნეების ფეოდალური სახელმწიფო ინდოეთში (დეკანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი). დააარსა 1490 წელს ნიზამ-შაჰების დინასტიის ფუძემდებელმა მალიქ აჰმადმა, რომელიც ფ. ბერნიეს ცნობით ქართველი უნდა ყოფილიყო. სახელმწიფოს დედაქალაქი იყო – აჰმადნაგარი, რომელიც დაარსდა 1494 წელს. 1600 წელს დიდ მოგოლთა მბრძანებელმა აქბარმა დაამარცხა აჰმადნაგარის გამგებელი ქალი ჩანდ ბიბი და დაიკავა სახელმწიფოს ნაწილი. 1636 წელს შაჰ-ჯაჰანმა აჰმადნაგარი საბოლოოდ დაიმოჩილა.

ლიტერატურა[რედაქტირება]