შვედეთის ადმინისტრაციული დაყოფა
შვედეთის სამეფო |
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა: |
|
მონარქია
პარლამენტი
დაყოფა
საგარეო
ურთიერთობები |
სხვა ქვეყნები · ატლასი პოლიტიკის პორტალი |
შვედეთის ადინისტრაციული დაყოფა აღწერს შვედეთის სამეფოს დაყოფას ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად. შვედეთის დაყოფილია 21 ლენად (შვედ. län. თავის მხრივ ლენები დაყოფილია 290 კომუნად
ყოველ ლენს აქვს თავისი მმართველობა (sv:länsstyrelse), რომელსაც ნიშნავს შვედეთის მთავრობა. ლენის მმართველობა წარმოადგენს შვედეთის მთავრობასა და პარლამენტს, რიქსდაგს ადგილობრივ დონეზე. ლენის მმართველობის ამოცანაა ადგილობრივი თავისებურებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით მმართველობის კოორდინირება მთვრობისა და რიქსდაგის პოლიტიკის შესაბამისად.
ამას გარდა, ყოველ ლენში არის არჩეული ორგანო ლანდსტინგი (sv:landsting), რომლის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ლენში სოციალური და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა.
ლენების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
ყოველი ლენი თავის მხრივ შედგება მენიციპალიტეტებისაგან ან კომუნებისაგან (შვედ. kommun), რომლებიც ამჟამად 290 ერთეულს შეადგენენ.
ლენი | მდებარეობა | ფართობი (კმ²) | მოსახლეობა (SCB: 31/12/2006) |
დედაქალაქი | დაარსებულია | აღნიშვნა რუკაზე |
---|---|---|---|---|---|---|
ბლეკინგე (ლენი) | K | 2 941 | 151 436 | კარლსკრუნა | 1683 | |
დალარნა (ლენი) | W | 28 194 | 275 711 | ფალუნი | 1634 (შეიცვალა 1997) | |
გოტლანდი | I | 3 140 | 57 297 | ვიბიუ | 1678 (?) | |
ევლებორგი (ლენი) | X | 18 191 | 275 653 | ევლე | 1762 | |
ჰალანდი | N | 5 454 | 288 859 | ჰალმსტადტი | 1719 | |
იომტლანდი (ლენი) | Z | 49 443 | 127 020 | ესტერსუნდი | 1810 | |
იიონჩოპინგი (ლენი) | F | 10 475 | 331 539 | იიონჩოპინგი | 1687 | |
კალმარი (ლენი) | H | 11 171 | 233 776 | კალმარი | 1634 | |
კრუნუბერგი (ლენი) | G | 8 458 | 179 635 | ვეკშე | 1674 | |
ნორბოტენი (ლენი) | BD | 98 911 | 251 886 | ლულეო | 1810 | |
სკონე (ლენი) | M | 11 027 | 1 184 500 | მალმე | 1997 | |
სტოკჰოლმი (ლენი) | AB | 6 490 | 1 918 104 | სტოკჰოლმი | 1968 | |
სედერმანლანდი (ლენი) | D | 6 060 | 263 099 | ნიუჩეპინგი | 1683 | |
უფსალა | C | 6 989 | 319 925 | უფსალა | 1634 | |
ვერმლანდი (ლენი) | S | 17 583 | 273 489 | კარლსტადი | 1779 | |
ვესტერბოტენი (ლენი) | AC | 55 432 | 257 581 | უმეო | 1638 | |
ვესტერნორლანდი | Y | 21 678 | 243 978 | ჰერნესანდი | 1762 | |
ვესტმანლანდი (ლენი) | U | 6 302 | 248 489 | ვესტეროსი | 1634 | |
ვესტრა გოტალანდი (ლენი) | O | 23 942 | 1 538 284 | გეტებორგი | 1998 | |
ერებრუ (ლენი) | T | 8 517 | 275 030 | ერებრუ | 1634 | |
ესტერიოტლანდი | E | 10 562 | 417 966 | ლინჩეპინგი | 1634 |
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყნის დაყოფა ლენებად შემოღებული იქნა 1634 წელს გრაფ აქსელ ოქსენშერნის ინიციატივით მართვის სისტემის მოდერნიზაციის მიზნით. ლენებით დაყოფამ შეცვალა პროვინციებად დაყოფა. შვედეთის 1808—1809 წ. ომში რუსეთთან დამარცხების შედეგად და 1809 წ. დადებული ფრიდრიხსგამის სამშვიდობო შეთანხმების საფუძველზე ქვეყანა იძულებული გახდა რუსეთისათვის გადაეცა თავისი აღმოსავლეთი ტერიტორიები — ახლანდელი ფინეთი და ალანდის კუნძულები. ამასთან ერთად ქვეყნის ლენებად დაყოფამ ძლიერი ცვლილებები განიცადა, თუმცა თვითონ მოდელი დღევანდელობამდე იქნა შენარჩუნებულ. ფინეთში თავდაპირველი ლენების სისტემა 1997 წლამდე იყო შემონახული, სანამ მათ შესამცირებლად რეფორმა არ გატარდა.
რეორგანიზებული და არსებობაშეწყვეტილი ლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიოტებორგი და ბოჰუსი — შევიდა ვესტრა-გიოტალანდის შემადგენლობაში,
- სკარაბორგი — შევიდა ვესტრა-გიოტალანდის შემადგენლობაში,
- ელვსბორგი — შევიდა ვესტრა-გიოტალანდის შემადგენლობაში,
- მალმიოხუსი — შევიდა [[]]ს შემადგენლობაში,
- კრისტიანსტადი — შევიდა სკონეს ლენის შემადგენლობაში,
- კოპარბერგი — გადაერქვა სახელი დოლარნა,
- ნიუჩიოპინგი — გადაერქვა სახელი სიოდერმანლანდი,
- ჰერნიოსანდი — შევიდა ვესტერნორლანდის შემადგენლობაში,
- ჰუდიკსვალი — შევიდა ვესტერნორლანდის შემადგენლობაში,
- ელანდი — გაერთიანდა ლენ კალმართან,
- ნორლანდი — გაიყო ვესტერბოტენად და ვესტერნორლანდად.
მოძველებური დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შვედეთის ადრე არსებულმა დაყოფამ პროვინციებად (შვედ. landskap), და ასევე უფრო ზოგადად დაყოფამ რეგიონებად (შვედ. landsdelar) ამ დროისთვის პოლიტიკური მნიშვნელობა დაკარგა, მაგრამ საგრძნობი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობა შეინარჩუნა. ამას გარდა, რეგიონების გიოტლანდის სვეალანდის და ნორლანდის სახელწოდებები ხშირად გამოიყენება გეოგრაფიულ კონტექსტში.
პროვინციების სია :
შვედურად | ქართულად | |
---|---|---|
Blekinge | ბლეკინგე | |
Bohuslän | ბოხუსლენი | |
Dalarna | დალარნა | |
Dalsland | დალსლანდი | |
Gotland | გოტლანდი | |
Gästrikland | გესტრიკლანდი | |
Halland | ხალანდი | |
Hälsingland | ხელსინგლანდი | |
Härjedalen | ხერედალენი | |
Jämtland | ემტლანდი | |
Lappland | ლაპლანდია | |
Medelpad | მედელპადი | |
Norrbotten | ნორბოტენი | |
Närke | ნერკე | |
Skåne | სკონე | |
Småland | სმოლანდი | |
Södermanland | სიოდერმანლანდი | |
Uppland | უპლანდი | |
Värmland | ვერმლანდი | |
Västmanland | ვესტმანლანდი | |
Västerbotten | ვესტერბოტენი | |
Västergötland | ვესტერგიოტლანდი | |
Ångermanland | ონგერმანლანდი | |
Öland | ელანდი | |
Östergötland | ესტერგიოტლანდი |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- http://www.lst.se/english/index.htm დაარქივებული 2003-02-02 საიტზე Wayback Machine. .
|
|