ესტერსუნდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ესტერსუნდი
შვედ. Östersund
Ostersund from Froson.jpg
გერბი
გერბი
ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 63°11′ ჩ. გ. 14°40′ ა. გ. / 63.183° ჩ. გ. 14.667° ა. გ. / 63.183; 14.667
ფართობი 27,28 კმ²
მოსახლეობა 44 327 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 1 625 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2

ესტერსუნდი მდებარეობა შვედეთი

Red pog.svg

ესტერსუნდი (შვედ. Östersund) — ქალაქი ცენტრალურ შვედეთში, იემტლანდის პროვინციაში; ესტერსუნდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი და ამავე სახელწოდების ლენის დედაქალაქი. მდებარეობს შვედეთის სიდიდით მეხუთე ტბის — სტურშენის ნაპირებთან, კუნძულ ფრესენის მოპირდაპირედ. ესტერსუნდი რეგიონის კულტურული, ეკონომიკური და ტრადიციული სავაჭრო-კომერციული საქმინობის ცენტრია. მას XXI საუკუნის ადრეულ წლებამდე მთელს შვედეთში ყველაზე დიდი გარნიზონი გააჩნდა. ქალქში მდებარეობს შუა შვედეთის უნივერსიტეტის უდიდესი საუნივერსიტეტო ქალაქი 7 000 სტუდენტით. 2010 წლის მონაცემებით, ესტერსუნდის მოსახლეობა დაახლოებით 60 000 ადამიანია[1] და ის ამ მხრივ 24-ე ქალაქია შვედეთში და 46-ე სკანდინავიაში; ასევე, იგი შვედეთის უდიდესი შიდა ქალაქია.

ესტერსუნდი შვედეთის ერთადერთი ქალაქია, რომელიც დაარსდა და პრივილეგირებულ იქნა XVIII საუკუნეში. მისი დაარსების მიზანი იყო სავაჭრო მონოპოლიის შექმნა მთლიან იემტლანდზე, რომლის მოსახლეობის მომგებიანი ვაჭრობაც შვედეთის მონარქს აღიზიანებდა. ეს განზრახვა მიზნად ისახავდა გადამყიდველი ვაჭრების მიერ ადგილობრივი ფერმერების განდევნას, მაგრამ ადგილობრივები ამ ეკონომიკურ ფილოსოფიას წინააღმდეგობით შეხვდნენ, რის გამოც ესტერსუნდი კიდევ კარგა ხანს პატარა ქალაქად დარჩა.[2] ნამდვილ ქალაქად ის XIX საუკუნის ბოლოს იქცა, როდესაც იქ რკინიგზა შევიდა და დაიწყო ეკონომიკური ლიბერალიზაცია.

ესტერსუნდი სკანდინავიის შუაგულში მდებარეობს და ქალაქ სუნდსვალს შვედეთის აღმოსავლეთ სანაპიროსთან აერთებს. ფაქტია, რომ ქალაქი არა მხოლოდ სკანდინავიის, არამედ შვედეთის, იემტლანდის რეგიონისა და ესტერსუნდის მუნიციპალიტეტის ცენტრში მდებარეობს. მას ხშირად შვედეთის გეოგრაფიულ ცენტრადაც მოიხსენიებენ.[3][4]

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Tätorternas landareal, folkmängd och invånare per km2 2005 och 2010 (Swedish). Statistics Sweden (14 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან 10 January 2012-ში. წაკითხვის თარიღი: 10 January 2012.
  2. Jacobsson, Hans (1992). "Östersunds tillkomst" (in Swedish) in Sten Rentzhog: Jämten 1993, p. 140-145
  3. Familjen Medelsvensson - The average Swedish family Statistics Sweden
  4. Östersund - Quality of life included (PDF). Östersund Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან 2008-04-09-ში. წაკითხვის თარიღი: 2008-02-29.