სკონე (ლენი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| გერბი |
|
| ქვეყანა | |
| სტატუსი | ლენი |
| მსხვილი ქალაქი | მალმე |
| შექმნის თარიღი | 1997 |
| მეთაური | გორან ტუნჰამარი |
| ოფიც. ენები | სკონეს დიალექტი |
| მოსახლეობა (2011) | 1251213[1] კაცი |
| სიმჭიდროვე | 113.5 კაცი/კმ² |
| ფართობი | 11027[2] კმ² |
| დროის სარტყელი | +1 |
სკონეს ლენი (შვედ. Skåne län) - შვედეთის ყველაზე სამხრეთით მდებარე ადმინისტრაციული ერთეული - ლენი. ძირითადად ემთხვევა ისტორიული სკონეს პროვინციას. ის ესაზღვრება ჰალანდის, კრუნუბერგის და ბლეკინგეს ლენებს. სკონეს მთავრობის ადგილსამყოფელია - მალმე, ხოლო სკონეს რეგიონული საბჭოს შტაბი მდებარეობს კრისტიანსტადში.[3]
სკონეს ლენი შეიქმნა 1997 წელს, კრისტიანსტადისა და მალმეს ლენების გაერთიანებით. იგი მოიცავს შვედეთის მთელი ტერიტორიის დაახლოებით 3%-ს და მოსახლეობის 13%-ს.
ყველაზე დასახლებული ადგილები [რედაქტირება]
შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს 2005 წლის მონაცემებით ლენის ყველაზე დასახლებული ადგილებია:
| # | ადგილი | მოსახლეობა |
|---|---|---|
| 1 | მალმე | 258,020 |
| 2 | ჰელსინგბორგი | 91 457 |
| 3 | ლუნდი | 76 188 |
| 4 | კრისტიანსტადი | 33 083 |
| 5 | ლანდსკრუნა | 28 670 |
| 6 | ტრელებორგი | 25 643 |
| 7 | ენგელხოლმი | 22 537 |
| 8 | ჰესლეხოლმი | 22 548 |
| 9 | ისტადი | 17 286 |
| 10 | ესლევი | 16 551 |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Kvartal 1 2011. Statistics Sweden.
- ↑ http://www.sna.se/webbatlas/lan/skane.html Sveriges Nationalatlas. Retrieved 2 April 2008
- ↑ About Region Skåne. Region Skåne. Retrieved 10 April 2008.
|
|||||||