ქალაქი
ლინჩეპინგი
შვედ. Ängelholm
|
ქალაქის ცენტრალური მოედანი |
|
ლინჩეპინგი (შვედ. Linköping) — ქალაქი სამხრეთ-ცენტრალურ შვედეთში, ესტრეგეტლანდის ლენის დედაქალაქი და თავისივე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 104 232 ადამიანს შეადგენს.[1] ქალაქი ლინჩეპინგის ეპარქიის ცენტრია თავისი საკათედრო ტაძრით. ამავე დროს, ლინჩეპინგი ძველი კულტურული რეგიონის ცენტრია, 1987 წელს მან 700 წლის იუბილე იზეიმა. დღეისათვის, ქალაქში ფუნქციონირებს 1975 წელს დაარსებული უნივერსიტეტი, განვითარებულია მაღალტექნოლოგიური წარმოება.
ლინჩეპინგი არა მარტო მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, არამედ შვედეთის აეროსანავიგაციო ინდუსტრიის ცენტრიცაა, აქ ფუნქციონირებს კომპანია Saab-ის აეროსანავიგაციო ქარხანა.
[რედაქტირება] დაძმობილებული ქალაქები
პალო-ალტო, კალიფორნია
გუანჯოუ, ჩინეთი[2]
ორადეა, რუმინეთი
მაკაო, ჩინეთი
Ísafjarðarbær, ისლანდია
იოენსუ, ფინეთი
კანაუსი, ლიტვა
ლინცი, ავსტრია
როსკილე, დანია
ტენსბერგი, ნორვეგია
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში