ქართველ ჰუსართა პოლკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქართველ ჰუსართა პოლკი

აქტიური 1738 — 1769
ქვეყანა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
შემადგენლობა რუსეთის საიმპერატორო არმია
რაოდენობა 600-800
ბრძოლები რუსეთ-ოსმალეთის ომი (1735-1739)

რუსეთ-შვედეთის ომი (1741–43)
შვიდწლიანი ომი (1756 – 1763)
რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774)

მეთაურები
პირველი მეთაური მამუკა მუხრანბატონი
ცნობილი
მეთაურები
ქაიხოსრო გურიელი

თავადი ამილახვარი
ფრანც დე სვატჩეკი

ქართველ ჰუსართა პოლკი (რუს. Грузинский гусарский полк) — რუსეთის იმპერიის სამხედრო დანაყოფი, რომელიც ძირითადად რუსეთში გადასახლებული ქართველი კოლონისტებისაგან შესდგებოდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1722 წელს ქართლის მეფე ვახტანგ IV-მ ღიად გამოთქვა სურვილი რუსეთის იმპერიასთან მოკავშირეობის შესახებ. ვახტანგი იმედოვნებდა, რომ რუსეთის დახმარებით საქართველოს ირანელთა ბატონობისაგან განთავისუფლებდა და ოსმალების მიერ მიტაცებულ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიებსაც დაიბრუნებდა. იგი თვლიდა, რომ რუსეთიდან 5 000-იანი ჯარის შემოსვლა საერთო მტრის წინააღმდეგ ქართველთა გაერთიანებას ხელს შეუწყობდა. ჯერ კიდევ 1720 წელს პეტრე I და ვახტანგ VI ირანის წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებაზე შეთანხმდნენ, თუმცა ეს გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა, რის შედეგადაც ვახტანგს მრავალრიცხოვან ამალასთან ერთად ქართლის დატოვება და რუსეთში გადასახლება მოუწია, სადაც მან საფუძველი ჩაუყარა მოსკოვის ქართულ კოლონიას. 1737 წელს ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებით იმედგაწყვეტილმა ემიგრანტებმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს. 1738 წლის 25 მარტს მათ შექმნეს ქართველ ჰუსართა ასეული, რომელიც შემდეგ ანნა ლეოპოლდოვნას ბრძანებით პოლკად გადაკეთდა,[1] რომლის მეთაურად მამუკა ირაკლის ძე მუხრანბატონი დანიშნეს. ქართული ჰუსართა პოლკი 17 ოფიცრისა და 70 დაბალი ჩინის მოსამსახურისგან შესდგებოდა, სადაც ხუთი ესკადრონი შედიოდა და ძირითადად ქართველებით იყო დაკომპლექტებული. სხვადასხვა დროს მეთაურებად გვევლინებიან თავადი ამილახვარი და ქაიხოსრო გურიელი. ქართველ ჰუსართა პოლკი 1739 წლიდან მონაწილეობდა ე.წ. ყირიმის ომში, რომლის მიზანი იყო ოსმალთა შემოტევების შეკავება შავი ზღვისა და ბალკანეთის მიდამოებიდან. 1741-1742 წლებში ქართველი მეომრები ჩრდილოეთით ფინეთში გადაისროლეს შვედების წინააღმდეგ საბრძოლველად. პოლკმა განსაკუთრებით თავი გამოიჩინა შვიდწლიან ომში და რუსეთ-ოსმალეთის 1768-69 წლების ომებში. ქართველ ჰუსართა ამ სამხედრო შენაერთმა 1776 წლამდე იარსება, მისი წევრებიდან ბევრმა გენერლმა სხვაგან განაგრძო სამხედრო კარიერა და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ნაპოლეონ ბონაპარტის წინააღმდეგ ბოროდინოს ველზე 12 ქართველი გენერალი იბრძოდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Angus Konstam (25 November 1993). Peter the Great's Army (2): Cavalry. Bloomsbury USA. ISBN 978-1-85532-348-3.