ფასინლერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ფასინლერი
თურქ. Pasinler
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
კოორდინატები 39°58′47″ ჩ. გ. 41°40′32″ ა. გ. / 39.97972° ჩ. გ. 41.67556° ა. გ. / 39.97972; 41.67556
მოსახლეობა 28 961 (2018)
სასაათო სარტყელი UTC+3
საფოსტო ინდექსი 25300
ფასინლერი — თურქეთი
ფასინლერი

ფასინლერი ან ბასიანი (თურქ. Pasinler; ქართ. ბასიანი; სომხ. Բասէն; ლათ. Phasiani; ბერძ. Φασιανοί; ყოფილი ჰასანქალე) — ქალაქი და რაიონი თურქეთში, ერზურუმის პროვინცია.[1] ქალაქის ფართობია 1 134 კმ²,[2] ხოლო მოსახლეობა — 27 055 (2022).[3]

მდებარეობს ქალაქ ერზურუმიდან აღმოსავლეთით 40 კილომეტრში, ქალაქშია ციხესიმაგრე ჰასანქალე.[4] ქალაქში დაიბადა XVI-XVII საუკუნეების ოსმალი პოეტი ნეფი.[5]

ქალაქის ძველი სახელწოდება „ჰასანქალე“ უნდა უკავშირდებოდეს აყ-ყოიუნლუს მმართველ უზუნ-ჰასანს, ან ჰასანს, რომელიც რეგიონს მართავდა 1330-იან წლებში, ასევე შესაძლებელია მისი სახელი უკავშირდებოდეს ქუჩუქ-ჰასანს, ჩობანის შვილიშვილს, რომელიც თავს დაესხა ქალაქს 1340 წელს.[6]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი უძველესი სამეფო, რომელიც აკონტროლებდა ამ ტერიტორიას არის ურარტუ, ამ პერიოდში ქალაქს ბიანი უწოდა. ერთ-ერთი ვერსიით ფასინლერის სახელი მომდინარეობს უძველესი ტომიდან, რომელსაც ფაზიელები ეწოდებოდა. როგორც ჩანს, ამ ტომის სახელიდან წარმოიქმნა თანამედროვე ენებში ამ ტოპონიმის სახელწოდება: ქართულად ბასიანი, სომხურად ბასეანი, ბერძნულად ფასიანე და თურქულად ფასინი.[7] აღმოჩენილ კერამიკულ მასალებზე დაყრდნობით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ფასინლერი იყო ურარტუს სამეფოს ნაწილი რკინის ხანაში.[8]

X საუკუნეში საზღვარი ბიზანტიის იმპერიასა და ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფოს შორის გადიოდა მდინარე არაქსის გასწვრივ, ამიტომ ჩრდილოეთ ბასიანის ნაწილი ქართველ ბაგრატიონთა სამფლობელო გახდა. 1001 წელს, დავით კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ, ბასიანი მემკვიდრეობით მიიღო ბიზანტიის იმპერატორმა ბასილ II-მ და იქ დაარსა იბერიის თემი დედაქალაქით თეოდოსიოპოლისში. თუმცა, გაერთიანებული ქართული სამეფოს ჩამოყალიბების შემდეგ, ბაგრატის ვაჟმა გიორგი I-მა მემკვიდრეობით მიიღო დავითის მემკვიდრეობა. სანამ ბასილი დაკავებული იყო თავისი ბულგარული ლაშქრობებით, გიორგიმ 1014 წელს დაიკავა ბასიანი 1014, რამაც გამოიწვია ბიზანტია-საქართველოს ომები. ბასილი II-ის ტერიტორიული დანაკარგების მიუხედავად, იმპერიისთვის დათმობილი მრავალი ტერიტორია 1070-1080-იან წლებში თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს, მაგრამ შემდეგ დაიბრუნა საქართველოს მეფე დავით IV-მ. XIII საუკუნეში ბასიანის ბრძოლაში ქართველებმა დაამარცხეს რუმის სასულთნოს ლაშქარი. პროვინცია საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა 1545 წლამდე, სანამ ბასიანს ოსმალეთის იმპერია დაიპყრობდა. ოსმალებმა ჰასანქალე სანჯაყის ცენტრად აქციეს და ციხესიმაგრე მთლიანად აღადგინეს.[6]

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფეთჰულაჰ გიულენი — თურქი მქადაგებელი, ყოფილი იმამი, მწერალი და პოლიტიკური ფიგურა. გიულენის მოძრაობის დამფუძნებელი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Büyükşehir İlçe Belediyesi, Turkey Civil Administration Departments Inventory. Retrieved 12 July 2023.
  2. İl ve İlçe Yüz ölçümleri. General Directorate of Mapping. ციტირების თარიღი: 12 July 2023
  3. Address-based population registration system (ADNKS) results dated 31 December 2022, Favorite Reports en (XLS). TÜİK. ციტირების თარიღი: 12 July 2023
  4. Castles.nl - Hasankale Castle. ციტირების თარიღი: 2022-10-27
  5. Miller, Louis (1988) "Nef'i (Ömer)" Ottoman Turkish Writers: a bibliographical dictionary of significant figures in pre-Republican Turkish literature P. Lang, New York, page 108, ISBN 0-8204-0633-3
  6. 6.0 6.1 Sinclair, T.A. (1989) Eastern Turkey: An Architectural & Archaeological Survey, Volume II. Pindar Press, გვ. 228–231–232–233. ISBN 9780907132325. 
  7. Sadona, A. G. (2004), Archaeology at the North-East Anatolian Frontier, p. 58. Peeters Publishers, ISBN 978-90-429-1390-5.
  8. Sagona, Antonio G. and Sagona, Claudia (2004) An historical geography and a field survey of the Bayburt province (in the series: Archaeology at the north-east Anatolian frontier) Peeters Press, Louvain, Belgium, page 58, ISBN 90-429-1390-8