სტეფანე რაზინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Razin.jpg

სტეფანე ტიმოთეს ძე რაზინი (რუს. Степан Тимофеевич Разин; დ. დაახლოებით 1630, სტანიცა დონის ზიმოვეისკაია – გ. 6 ივნისი/16 ივნისი, 1671, მოსკოვი), აგრეთვე ცნობილი როგორც სტენკა რაზინი (რუს. Стенька Разин) — 1670-1671 წლებში რუსეთის გლეხთა ომის წინამძღოლი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა შეძლებული კაზაკის ოჯახში, 1662-1663 წლებში დონელ კაზაკთა ატამანი იყო და ყირიმელ თათართა წინააღმდეგ ლაშქრობდა. მეფის მთავრობის მიერ დონელ კაზაკთა უფლებების შეზღუდვამ და განსაკუთრებით რაზინის ძმის ივანეს დასჯამ განაპირობა რაზინის აჯანყება. 1667 წელს მან მოაწყო ღარიბ კაზაკთა ლაშქრობა კასპიის ზღვაზე. 1670 წელს რაზინი სათავეში ჩაუდგა ახალ ლაშქრობას ვოლგაზე, რომელიც გლეხთა ომად გადაიქცა. 1671 წელს მდიდარმა-კაზაკებმა რაზინი შეიპყრეს და ჯერ ჩერვასკში, შემდეგ მოსკოვში მიიყვანეს, სადაც სიკვდილით დასაჯეს.

ლიტერატურა[რედაქტირება]